უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

5 იანვარი, 2022 15:26
font-size

საოკუპაციო რეჟიმმა, ოკუპირებული ცხინვალის მიმდებარედ, საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავა

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებული ცხინვალის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებულია „ცხელი ხაზი“. ასევე, ინფორმაცია მყისიერად მიეწოდათ ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.

„საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს უკანონოდ დაკავებული მოქალაქის გასათავისუფლებლად. ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალას. უკანონო დაკავებების მავნე პრაქტიკა მნიშვნელოვნად აუარესებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საფრთხეს უქმნის რეგიონში არსებულ სტაბილურობას“, – აცხადებენ სუს-ში.

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემისხევის მიმდებარედ, საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს - სუს-ი

29 დეკემბერი, 2021 , 20:25

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემისხევის მიმდებარედ, საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. სუს-ის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებულია &b

დე ფაქტო სტრუქტურების მხრიდან გალის მოსახლეობისთვის შექმნილი დაბრკოლებები დისკრიმინაციულ მოპყრობად უნდა შეფასდეს - „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“

29 დეკემბერი, 2021 , 15:03

ოკუპირებულ რეგიონების მოსახლეობის მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებს დე ფაქტო სტრუქტურების მიერ ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლებები ემატება, რაც მათ ყოველდღიურ ყოფას ართულებს და ბაზისურ ადამიანურ საჭიროებებსა და უფლებე

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ ლოპანის მიმდებარედ საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს - სუს-ი

27 დეკემბერი, 2021 , 14:25

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ ლოპანის მიმდებარედ, საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, უკანონო დაკავების

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ოთხი მოქალაქე თავისუფალია

24 დეკემბერი, 2021 , 18:12

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ოთხი მოქალაქე თავისუფალია. სუს-ის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყ

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიმდებარედ, საქართველოს ოთხი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს - სუს-ი

23 დეკემბერი, 2021 , 15:30

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიმდებარედ საქართველოს ოთხი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. როგორც სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტი

გამყოფ ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფის მიზნით, ფინანსური დახმარება გაეწევა და სტუდენტების 2021-2022 სასწავლო წლის დაფინანსება გაგრძელდება

23 დეკემბერი, 2021 , 12:28

გამყოფ ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფის მიზნით, ფინანსური დახმარება გაეწევა და სტუდენტების 2021-2022 სასწავლო წლის დაფინანსება გაგრძელდება. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი