უკან
პოლიტიკა
14 სექტემბერი, 2017 17:35
საპარალმენტო კომიტეტმა გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურა დაამტკიცა
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურა დაამტკიცა.
საკანონმდებლო ორგანოში გენერალური აუდიტორის კანდიდატურის დასამტკიცებლად ფარული კენჭისყრა გაიმართა. კენჭისყრაში 9 დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა, აქედან რვამ მექვაბიშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირა, ერთმა თავი შეიკავა.
ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურა აუდიტის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე პარლამენტის თავმჯდომარემ 8 სექტემბერს წარადგინა.