უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

1 დეკემბერი, 2017 16:45
font-size

„საპარატნიორო ფონდსა“ და ჩინურ ტურისტულ კომპანიებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

„საპარტნიორო ფონდსა“ და ჩინეთის უმსხვილეს საერთშორისო ტურისტულ კომპანიებს Beijing Great Wall International Travel Service Co.,Ltd -ს და Ankeyunda Air Service Co.,Ltd-ს შორის თბილისის აბრეშუმის გზის მეორე საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში ურთიერთთანამშრმლობის მემორანდუმი გაფორმდა.

საპატრნიორო ფონდის ინფორმაციით, ოფიციალურ დოკუმენტზე ხელი ქართული მხრიდან „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ, ჩინური მხრიდან კი Beijing Great Wall International Travel Service Co.,Ltd-ისა და Ankeyunda Air Service Co.,Ltd-ის გენერალურმა დირექტორმა ლი იათაომ მოაწერეს.

მემორანდუმის თანახმად მხარეებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც მნიშვნელოვნად გააძლიერებს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ, სავაჭრო, პოლიტიკურ და კულტურულ სფეროებში თანამშრომლობას. ასევე, ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ტურიზმის განვითარებას.

„მოგეხსენებათ „საპარტნიორო ფონდის“ ერთერთი პრიორიტეტული მიმართულება ტურიზმია და ჩვენ ვცდილობთ საქართველოში ამ კუთხით ტურიზმის ინდუსტრია განვავითაროთ, მოვიზიდოთ ინვესტიციები და საერთაშორისო ბაზრებზე ამ სექტორის პოპულარიზაცია მოვახდინოთ, რაც საქართველოს ეკონომიკის გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს. ჩინეთთან გარდა სავაჭრო-ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობისა ტურიზმის სექტორში ურთიერთობაც მნიშვნელოვანია. სტატისტიკური მონაცემებით ჩინეთის ერთი მოქალაქე მოგზაურობის დროს საშუალოდ 900 აშშ დოლარს ხარჯავს. შესაბამისად, ქვეყანა, რომელშიც მილიარდ სამასი ათასი ადამიანი ცხოვრობს საქართველოსთვის უფრო საინტერესო ხდება. ამ კუთხით მნიშვნელოვანია საქართველო-ჩინეთს შორის პირდაპირი ავიარეისების დანიშვნაც“, განაცხადა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ

მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკება „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში შედგა, რომელსაც 60 ქვეყნის 2000-მდე დელეგატი ესწრებოდა. „საპარტნიორო ფონდს“, Beijing Great Wall International Travel Service Co.,Ltd -სა და Ankeyunda Air Service Co.,Ltd-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით მხარეები საერთშორისო სტრატეგიის განვითარებაზე შეთანხდნენ, რომელიც სამოქალაქო ავიაცისა და ტურისტული ინდუსტრიის სფეროებში ბაზრის წახალისებას და ინვესტიციების მოზიდვას გულისხმობს.

უმსხვილესი ტურისტული კომპანია Beijing Great Wall International Travel Service Co.,Ltd ჩინეთში ყველაზე მაღალკვალიფიციური ტურისტული სააგენტოა, რომელიც შიდა და გარე ტურებს მსოფლიოს სხავადსხავა ქვეყნებში ახორციელებს. Beijing Great Wall International Travel Service Co.,Ltd, ერთ-ერთი საუკეთესო და ყველაზე საიმედო ტუროპერატორია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. კომპანია მსოფლიო ბაზარზე 30 წელია ოპერირებს და მყარ პოზიციებს ინარჩუნებს. ის ტურისტებს საუკეთესო ხარისხის მომსახურებას სთავაზობს. კომპანია Ankeyunda Air Service Co.,Ltd კი აერთიანებს საავიაციო და ტურისტულ მომსახურებას და უზრუნველყოფს მათ ხელსაყრელ ურთიერთობას. ქმნის მობილურ, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამის პროდუქტს და ეფექტიანად იყენებს ტურისტული სექტორის რესურსებს.

საკვანძო სიტყვები:

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9776 ლარი გახდა

20 ნოემბერი, 2019 , 17:30

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9776 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9735 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

როდესაც ბაზრისათვის საჭირო გახდა, გავყიდეთ რეზერვები - კობა გვენეტაძე

20 ნოემბერი, 2019 , 14:55

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების შევსებას არც გაცვლით კურსზე და არც ეკონომიკურ ზრდაზე არ უმოქმედია. „საქართველოს ეროვნული ბანკი სამხრეთ კავკასიის და შუა აზიის

ანკარაში, პირველად 2005 წლის შემდეგ საქართველო-თურქეთის შერეული ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართება

19 ნოემბერი, 2019 , 12:00

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა 19 ნოემბერს თურქეთს ეწვევა. აღნიშნული ვიზიტი არის საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ოფიციალური ვიზიტის შედეგი, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გაიმართა და რომლის დრ

საქართველოში ტურიზმიდან შემოსავლების ზრდა განახლდა - ეროვნული ბანკი

16 ნოემბერი, 2019 , 15:20

ეროვნული ბანკის მონაცემებით, მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოს შემოსავალმა ტურიზმიდან 266.9 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ოქტომბრის მაჩვენებელს 5.2 პროცენტით აღემატება. ოქტომბერში პოზიტიური მაჩვენებელი შემოს

ქართლის ქარის ელექტროსადგურის მყიდველთან ხელშეკრულება 10 დღეში გაფორმდება - ეკონომიკის სამინისტრო

15 ნოემბერი, 2019 , 15:20

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ქართლის ქარის ელექტროსადგურის მყიდველ კომპანია „კავკასიის ქარის კომპანიასთან“ წილის შესყიდვის წინარე ხელშეკრულება 10 დღის ვადაში გაფორმ

მესამე კვარტალში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საქართველოში რუსეთიდან ვიზიტორები 16.5 პროცენტით შემცირდა

14 ნოემბერი, 2019 , 12:55

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 3.4 მილიონი შემოსვლა, რაც 4.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`