უახლესი ამბები
- 17.04.2024 15:51სხვადასხვა ოლიგარქებზე გაფორმებული მთელი რუსული შავი სალარო შესაძლოა ვიხილოთ საქართველოში - გია ხუხაშვილი `ოცნების` ახალ კანონპროექტზე
- 17.04.2024 15:40პარლამენტმა, პირველი მოსმენით, 82 ხმით მხარი დაუჭირა “საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს
- 17.04.2024 14:54ამ პირობებში პარლამენტში ყოფნას ჩემთვის არც პოლიტიკური აზრი და არც მორალური გამართლება გააჩნია - გრიგოლ ვაშაძე
- 17.04.2024 13:38თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება
- 17.04.2024 13:30`საქართველოსთვის` დეპუტატებმა პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვეს
- 17.04.2024 12:54გთავაზობთ საერთო სიის გზით სიარულს ნეიტრალურ პლატფორმაზე, არა რომელიმე პარტიის ქვეშ, არამედ ნეიტრალურ პარტიაზე - მიხეილ სააკაშვილი
- 17.04.2024 12:28ეს არის ტყუილი, რასაც ხელისუფლების წარმომადგენლები და მომხრეები ამბობენ - გოჩა მირცხულავა
- 17.04.2024 12:21საკუთარი ქვეყნის ხელისუფლებას უჩივის სხვა ქვეყნის ხელისუფლებაში -პაპუაშვილი პრეზიდენტზე
- 17.04.2024 12:14პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი
- 17.04.2024 11:55ამდენი იმიტომ არ გვიბრძოლია დამოუკიდებლობისა და ევროინტეგრაციისთვის, რომ ვინმე უცხოელმა ჩემს ქვეყანას ისევ „ვარდების რევოლუციისკენ“ მოუწოდოს - მაია ბითაძე
არქივი
პოლიტიკა
საპარლამენტო და სამთავრობო თანამდებობებს სავარაუდოდ, 6 ნოემბერს გადაანაწილებენ
საპარლამენტო და სამთავრობო თანამდებობების გადანაწილებასთან დაკავშირებით მმართველ გუნდში კონსულტაციები გრძელდება.
პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტში საკადრო ცვლილებებზე და საპარლამენტო პოზიციებზე პოლიტსაბჭოს სხდომაზე იმსჯელებენ. სხდომა სავარაუდოდ, 6 ნოემბერს უნდა გაიმართოს.
,,სავარაუდოდ, კვირის ბოლომდე იქნება და მოგახსენებთ’’, - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი კვირიკაშვილმა.
პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარეებისა და ვიცე-სპიკერების თანმადებობებზე კანდიდატურებთან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსია ვრცელდება, თუმცა უკვე ცნობილია, რომ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა უალტერნატივოა. ის, რომ ამ უკანასკნელის კანდიდატურა განიხილება საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის თანამდებობაზე, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმაც დაუდასტურა ჟურნალისტებს.
ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ვიცე-სპიკერები უმრავლესობიდან თამარ ჩუგოშვილი და გია ვოლსკი იქნებიან. უმრავლესობის მომავალი ლიდერი სავარაუდოდ, აღარ იქნება ზვიად კვაჭანტირაძე. მის შემცვლელად არჩილ თალაკვაძისა და მამუკა მდინარაძის კანდიდატურები სახელდება.
რაც შეეხება კომიტეტის თავმჯდომარეების თანამდებობებს, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ ირაკლი სესიაშვილის კანდიდატურა განიხილება, საპროცედურო საკითხთა კომიტეტს კი, გავრცელებული ინფორმაციით, კვლავაც გიორგი კახიანი უხელმძღვანელებს.
სხვა კომიტეტების თავმჯდომარის თანამდებობები კი, შესაძლოა, ახალმა კადრებმა დაიკავონ. არსებული ინფორმაციით, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარედ ირაკლი კოვზანაძის კანდიდატურა განიხილება, ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე - აკაკი ზოიძისა და დიმიტრი ხუნდაძის, განათლების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე - მარიამ ჯაშის, გარემოს დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელად კი კახა კუჭავა მოიაზრება.
რაც შეეხება ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას, გავრცელებული ინფორმაციით, დიმიტრი ცქიტიშვილის კანდიდატურა განიხილება.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს სავარაუდოდ, სოფიო ქაცარავა უხელმძღვანელებს, იურიდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ კი, ეკა ბესელია სახელდება.
ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 19 ნოემბერს უნდა გაიმართოს.
ნინო ექვთიმიშვილი