უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

26 დეკემბერი, 2016 18:50
font-size

საპარლამენტო კომიტეტებმა საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმინეს

პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ვიქტორ დოლიძის მიერ წარმოდგენილ ანგარიშს მოუსმინეს.

როგორც სხდომაზე აღინიშნა, დღევანდელი შეხვედრა, პარლამენტსა და მთავრობას შორის მაქსიმალურ ღიაობას და თანამშრომლობას ემსახურება.

„მივესალმებით იმ ფაქტს, რომ კიდევ უფრო გააქტიურდეს პარლამენტის როლი და მეტად თანმიმდევრული და კოორდინირებული გავხადოთ ჩვენი ურთიერთობა შესაბამის სამინისტროებთან ერთად. ეს არის იმ პროცესის დასაწყისი, რომელსაც მომავალში კიდევ უფრო გავაღრმავებთ და გავააქტიურებთ სამინისტროებთან. გასული ორი თვე იყო ძალიან მნიშვნელოვანი როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის მიერ განხორციელებული ვიზიტების თვალსაზრისით, ასევე საქართველოში განხორციელებული მაღალი დონის ვიზიტების თვალსაზრისით“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ.

ვიზის ლიბერალიზაციის პროცესთან და მიმდინარე საერთაშორისო აქტივობასთან დაკავშირებით, 2016 წლის ნოემბერ-დეკემბერში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში მინისტრებმა საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე წარადგინეს, რომელსაც შესაბამისი კომიტეტების თავმჯდომარეები - სოფიო ქაცარავა და თამარ ხულორდავა უძღვებოდნენ.

მიხეილ ჯანელიძის ინფორმაციით, პარლამენტის მიერ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ, მთავრობამ პირველი ვიზიტი ბრიუსელში, როგორც ევროკავშირის სტრუქტურებში, ასევე ნატო-ში განახორციელა. „ეს იყო ნათელი დადასტურება მთავრობის ურყევი კურსისა, რასაც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ჰქვია. ვიზიტის ფარგლებში გავმართეთ შეხვედრები ლიდერებთან და პარტიებთან, რამაც ვიზის ლიბერალიზაციის პროცესს დამატებითი ბიძგი მისცა და ის ბარიერები, რომელიც ამ პროცესში იდგა, მოიხსნა. ე.წ. შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით, მიღებული იქნა გადაწყვეტილება. ევროპარლამენტსა და ევრო საბჭოს შორის შედგა არაფორმალური პოლიტიკური შეთანხმება, რომელიც ფორმალურად ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა. მისი თქმით, საბოლოოდ ამის დამტკიცება ევროპარლამენტში მოხდება“, - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, ევროპარლამენტში სამოქალაქო თავისუფლებების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტი (LIBE) საკითხს იანვარში განიხილავს. „იანვარში, ევროკავშირის პარლამენტის პრეზიდენტის არჩევნებია. დარწმუნებული ვართ, ევროკავშირის პარლამენტი უახლოეს სესიას გამოიყენებს და საკითხს პლენარულ სხდომაზე კენჭს უყრის, რაც თარგმნის და ტექნიკური პროცედურების წინაპირობა გახდება და რის შემდეგ გადაწყვეტილება ძალაში შევა“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ამ პროცესში განსაკუთრებულ შეფერხებას არ ელის. „მხარდაჭერა მოპოვებულია იმ რეფორმებით, რომელიც საქართველომ განახორციელა და იმ ნდობით, რომელიც საქართველოსთან მიმართებაში არსებობს. ასევე, იმ პროგრესით, რომელიც ყველა პარტნიორის მიერაა აღიარებული. ამიტომ, დარწმუნებული ვართ, რომ ეს პროცესიც მალე დასრულდება”, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მიხეილ ჯანელიძის თქმით, ძალიან აქტიური იქნება მომავალი წელი ნატო-საქართველოს ურთიერთობებშიც. მისივე ინფორმაციით, საქართველოს პრემიერმინისტრი ნატო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა, სადაც თანამშრომლობის ყველა დეტალი და ის პროგრესი განიხილეს, რომელიც საქართველოს აქვს ნატო-ს გადაწყვეტილებების იმპლემენტაციის კუთხით.

მისი თქმით, იანვარში ნატო -საქართველოს ერთობლივი კომისია იგეგმება, რომელზეც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ყოველწლიურ სამოქმედო გეგმას წარადგენს. სხდომაზე მან ყურადღება გაამახვილა თებერვალში დაგეგმილ ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალზე, სადაც საქართველო აქტიურ მონაწილეობას მიიღებს. „ჩვენ მოთხოვნილი გვაქვს ასევე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა თავდაცვის მინისტრის მონაწილეობით. მარტში დაგეგმილია ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი საქართველოში, რომელიც თავდაცვის სფეროში მიმდინარე ჩვენს რეფორმებს შეაფასებს“, - განაცხადა მომხსენებელმა. მისი თქმით, ნატო-ს გენერალური მდივნის მიერ პოზიტიურად და დადებითად შეფასდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დაგეგმილი რეფორმები სადაც აღინიშნა, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი და სწორი ხედვა, რომელიც საქართველოს თავდაცვის სფეროს უფრო გაძლიერებას უზრუნველყოფს.

მიხეილ ჯანელიძემ მარტში სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებთან დაკავშირებულ შეხვედრაზეც და 2017-2018 წელს დაგეგმილ ნატო-ს სამიტებზეც ისაუბრა. მან შავი ზღვის უსაფრთხოების კუთხით მიმდინარე დიალოგზეც გაამახვილა ყურადღება.

მიხეილ ჯანელიძემ გამოსვლისას, აშშ-სთან საქართველოს ურთიერთობებზეც ისაუბრა. მისი თქმით, 25 წლის განმავლობაში ჩვენი და აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობა ღრმავდებოდა და ახალი ადმინისტრაციის ფარგლებში ამას ახალი შედეგები უნდა მოყვეს. „აშშ-სთან საქართველოს თანამშრომლობა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ყველა სამთავრობო უწყებისთვის.
განსაკუთრებით, ახალი ადმინისტრაციის მოსვლის პირობებში, ჩვენ განსაკუთრებული აქტიურობა გვჭირდება. ამ მხრივ, მისასალმებელია საპარლამენტო აქტიურობაც. ჩვენ უკვე გვაქვს კონტაქტები პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და პოლიტიკურ ჯგუფებთან, რათა საქართველოს საკითხი ისეთივე აქტუალური იყოს აშშ-ს საგარეო პოლიტიკაში როგორც არის. 25 წლის განმავლობაში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ღრმავდებოდა და ახალი ადმინისტრაციის ფარგლებში ამას ახალი შედეგები უნდა მოყვეს”, - განაცხადა მინისტრმა.

მიხეილ ჯანელიძემ ევროინტეგრაციის გზაზე, საქართველოს მთავრობის აქტიური მუშაობის შედეგად პოლიტიკურ, სექტორალურ და სავაჭრო ინტეგრაციის კუთხით მიღწეულ პროგრესზეც ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობის იმ მიმართულებებზე როგორიცაა: უსაფრთხოება და თავდაცვა, ანტიტერორისტული მიმართულება, საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა, კიბერ უსაფრთხოება, ეკონომიკურ-სექტორალური თანამშრომლობა.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ ვიქტორ დოლიძეს სთხოვა კიდევ ერთხელ განემარტა ის პროცედურები, რომელიც ვიზის ლიბერალიზაციის საბოლოო გადაწყვეტილებას უკავშირდება. კომიტეტის თავმჯდომარე დაინტერესდა თუ როგორ გეგმავს მთავრობა ამ მიმართულებით, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. მან ყურადღება გაამახვილა ასოცირების კომიტეტის მესამე სხდომის ფარგლებში ევროპარლამენტის დელეგაციის საქართველოში ვიზიტზე და სხდომის ფარგლებში შემუშავებული ერთობლივი განცხადების 49-ე მუხლზე, სადაც ნათლად არის ასახული, რომ საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის კუთხით, უფრო შორს მიმავალი გეგმები აქვს - საქართველოს მიზანი, ევროკავშირში საბოლოო გაწევრიანებაა.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ვიქტორ დოლიძის თქმით, ნატო-სა და ევროკავშირში საქართველოს წევრობა ხელისუფლების უმთავრეს და საბოლოო მიზანს წარმოადგენს.

„ნატო-სა და ევროკავშირში წევრობა წარმოადგენს საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის, ასევე ჩვენი მთავრობის უმთავრეს და საბოლოო მიზანს. ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესში ვართ. ნატო-სთან დაახლოების, ჩვენი ურთიერთავსებადობის და თავდაცვისუნარიანობის გაზრდის თვალსაზრისით, იდგმება დიდი ნაბიჯები. ამის ნათელი დასტურია ის გადაწყვეტილებები, რომელიც ბოლო ორ სამიტზე მიიღო ნატო-მ. ეს არის პროცესი, რომელსაც სჭირდება სერიოზული ნაბიჯების გადადგმა და სწორად დაგეგმარება“, - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

მან ის პროცედურები განმარტა, რაც ვიზის ლიბერალიზაციის პროცესის დასრულებისთვისაა აუცილებელი და რის შემდეგაც ჩვენს თანამოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ გადაადგილების შესაძლებლობა მიეცემათ.

მისი თქმით, მთავრობა მალე დაამტკიცებს „ევროკავშირი-საქართველოს სავიზო ლიბერალიზაციის საკითხებზე ინფორმაციის და კომუნიკაციის სამოქმედო გეგმას“, სადაც საკმაოდ მრავლისმომცველად იქნება გაწერილი ღონისძიებები, რომელიც ვიზის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებულ საინფორმაციო კამპანიას ეხება და რომელიც მთელ საქართველოს მოიცავს, როგორც დედაქალაქს, ასევე რეგიონებს. მისი თქმით, ხელისუფლება ვიზის ლიბერალიზაციის მინიჭების საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ მასშტაბურ საინფორმაციო კამპანიას გეგმავს. „ხელისუფლების წარმომადგენლები ეწვევიან რეგიონებს და მოსახლეობას განუმარტავენ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ სწორად, რომ ამ პროცესს ხელი არ შეეშალოს. საზოგადოების სრულად ინფორმირება მოხდება როგორც ტელევიზიასა და სატელევიზიო რგოლების საშუალებით, ასევე რადიოს, სოციალური ქსელების, ინტერნეტ გამოცემების, ვებგვერდების, მათ შორის გაზეთების საშუალებით“, - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე საკანონმდებლო ორგანოსა და სამოქალაქო სექტორის ჩართულობა.

მინისტრებმა, გამოსვლების შემდეგ დეპუტატების შეკითხვებს უპასუხეს. მხარეებმა სურვილი და მზაობა გამოთქვეს იმისა, რომ მსგავს შეხვედრებს ინტენსიური ხასიათი მიეცემა.

შეხვედრის დასასრულ, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სტრატეგიულ პარტნიორებთან, ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. ამ მხრივ, მან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობის გააქტიურებაზეც ისაუბრა.

საკვანძო სიტყვები:

თავდაცვის მინისტრი საქართველოში ესტონეთის ელჩს შეხვდა

29 მარტი, 2024 , 11:46

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი საქართველოში ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რინა კალიურანდს შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გაცნობით შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში თ

საქართველოში მევახშეების დიქტატურა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს - მიხეილ სააკაშვილი

27 მარტი, 2024 , 12:41

ის ქვეყანა ვერასდროს იქნება ბედნიერი და ვერასდროს ექნება მომავალი, რომლის ბედსაც მევახშეები წყვეტენ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხად

ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

25 მარტი, 2024 , 15:26

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუ

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, უნდა შეიცვალოს კანონი, რომელსაც ჩიხში შევყავართ, ეს აქსიომაა - შალვა პაპუაშვილი

25 მარტი, 2024 , 14:05

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, რომელიც საქართველოს პარლამენტს შესაძლებლობას მისცემს, დაძლიოს თითქმის სამი წლის განმავლობაში „19 აპრილის შეთანხმების“ მიერ შექმნილ

ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო

25 მარტი, 2024 , 13:57

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ტიგრ

„ქართული ოცნება“ ოჯახურ ღირებულებათა შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიცირებს

25 მარტი, 2024 , 11:40

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე განმარტავს, რას ითვალისწინებს მმართველი გუნდის მიერ მომზადებული „ოჯახურ ღირებულებათა შესახებ" საკონსტიტუციო ცვლილებები“. როგორც მდინარაძემ ბრი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი