უახლესი ამბები
- 19.02.2019 10:40რუსთავში ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- 19.02.2019 10:40ქობულეთში ცხაურების ქურდობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს
- 19.02.2019 10:37გარკვეულ პირებს ყველაზე მეტად ეშინიათ მამა გიორგის თავისუფლებაში ყოფნა - მიხეილ რამიშვილი (ვიდეო)
- 19.02.2019 10:10თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
- 19.02.2019 10:10საცხოვრებლი კორპუსიდან აივნის ნაწილი ჩამოიშალა
- 19.02.2019 10:10ქარის გამო შესაძლოა, მხუთავი აირი CO ოთახში გაიფრქვას -“ყაზტრანსგაზი”
- 19.02.2019 10:10არ მგონია, რომ პრეზიდენტმა რაღაცნაირად თავის თავი სასამართლოზე ზევით უნდა დააყენოს – ზურაბიშვილი შეწყალებაზე
- 19.02.2019 10:00დღის კალენდარი _ 19 თებერვალი
- 19.02.2019 10:00ანონსი 19.02.19
- 19.02.2019 09:00დღეს ფინური საერთაშორისო სკოლის პრეზენტაცია გაიმართება
არქივი
პოლიტიკა


საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ მთავარი აქცენტი უნდა გააკეთოს იმაზე, გადაცდომა ხომ არ ჩაიდინა პროკურატურამ - სახალხო დამცველი
საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, ახლად ხორავას ქუჩაზე მოზარდების მოვლელობის საქმეზე ახლად შექმნილი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მიზანი უნდა იყოს პროკურატურის მიერ გამოძიების პროცესში დაშვებული ხარვეზების გამოვლინება.
ომბუდმსნემა აღნიშნა, რომ გამოძიება შსს-მ უნდა ჩაატაროს, ხოლო ამ პროცესს უნდა აკონტროლებდეს პარლამენტი.
„გუშინ სასამართლომ დაადასტურა ის, რომ გამოძიებამ ვერ გამოავლინა მკვლელი დავით სარალიძის შემთხვევაში. ჩვენ ვერ ავუვლით გვერდს საპროცესო მოქმედებებს, ისე, როგორც კანონშია გაწერილი; გამოძიება აუცილებლად უნდა დაიწყოს. ეს უნდა ყოფილიყო გამოძიებული უფრო ადრე და მალე. გამოძიება უნდა წასულიყო იმ მიმართულებით, რომ გამოკვეთილიყო, ვინ იყო მკვლელობის მონაწილე სხვა პირი. დაუყოვნებლივ არის გამოძიება დასაწყები.
რაც შეეხება საპარლამენტო კომისიას, ვფიქრობ, საპარლამენტო კომისიის მთავარი აქცენტი უნდა იყოს იმაზე, რამე გადაცდომა ხომ არ ჩაიდინა პროკურატურამ, პროკურატურის წარმომადგენლებმა ამ დანაშაულის გამოძიების დროს; რატომ არ წავიდა გამოძიება ასევე სხვა ვერსიების მიმართულებით და ხომ არ იკვეთება მათ ქმედებებში გადაცდომა.
ეს არის რეალობა, ეს არის მოქმედი კანონმდებლობა, ვერცერთი სხვა მექანიზმი შსს-ს გარდა ვერ ჩაანაცვლებს გამოძიებას. გამოძიება უნდა დაიწყოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, თუმცა ზედამხედველობა საქართველოს პარლამენტმა უნდა განახორციელოს საგამოძიებო კომისიით“, - განაცხადა ლომჯარიამ.
გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ეკა არეშიძემ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. მოსამართლემ ერთ-ერთი ბრალდებული დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში გაამართლა, ხოლო მეორე ბრალდებულს ბრალი გადაუკვალიფიცირა და სარალიძის მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ. შესაბამისად, დაუდგენელია, ვინ მოკლა სარალიძე.
პროკურატურამ გამოაცხადა, რომ აღნიშნულ განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
სასამართლოს შემდეგ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ აქცია დაიწყო მთავარი პროკურატურის შენობასთან. მისი თავდაპირველი მოთხოვნა საქართველოს მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის გადადგომა და პასუხისგებაში მიცემა იყო, ასევე მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებული პირების დაჭერა და გასამართლება. მას შემდეგ, რაც შოთაძემ თანამდებობა დატოვა, აქცია გადაინაცვლა რუსთაველზე. სარალიძის სოლიდარობის მიზნით ათასობით ადამიანი შეიკრიბა. სარალიძემ მთავრობის გადადგომის მოთხოვნა დააყენა.
აქცია ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად თბილისის პარლამენტთან დღეს, 16 საათზე განახლდება. სარალიძემ მხარდამჭერების ნაწილთან ერთად ღამე რუსთაველის გამზირზე გაშლილ კარვებში გაატარა. ისინი პარლამენტის შენობასთან ამ დრომდე რჩებიან.
გუშინვე პარლამენტმა მხარი დაუჭირა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნას.
ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად 2 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
საკვანძო სიტყვები:

ჩვენ არ შევჩერდებით, სრული მონდომებით გავაგრძელებთ ევროპის კარზე კაკუნს - სალომე ზურაბიშვილი
19 თებერვალი, 2019 , 10:10

სალომე ზურაბიშვილს საერთაშორისო ურთიერთობათა ფრანგულ ინსტიტუტში მიღებაზე უმასპინძლეს
19 თებერვალი, 2019 , 10:10

ეკა ბესელიასა და გედევან ფოფხაძის ინიციატივას პარლამენტი დაჩქარებულ ვადებში განიხილავს
18 თებერვალი, 2019 , 17:40

საპარლმენტო უმცირესობა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს პარლამენტში იბარებს
18 თებერვალი, 2019 , 16:39

საქართველოს ელჩი საქართველო-იორდანიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს შეხვდა
18 თებერვალი, 2019 , 16:00

ამ ეტაპზე „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონში შესატანი არანაირი ცვლილება მომზადებული არ არის - სამინისტრო
18 თებერვალი, 2019 , 15:25