უახლესი ამბები
- 16.02.2019 13:42ქურდობის მცდელობის ფაქტზე სამი პირი დააკავეს
- 16.02.2019 12:57დეკანოზ მამალაძის მწვავედ გამოვლენილ ჩივილს ესაჭიროება ინტენსიური მეთვალყურეობა - ექიმი
- 16.02.2019 12:35დონალდ ტრამპმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
- 16.02.2019 12:35მთაწმინდაზე ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს
- 16.02.2019 12:35,,წუხელ წერტილი დაესვა ყველანაირ იმედს, რომ ვინმეს სიკეთის მცირედი ნატამალი მაინც გააჩნია საპატრიარქოში”
- 16.02.2019 12:06სანზონაში 2 წლის ბავშვი CO-თი მოიწამლა - CO ბუნებრივ აირზე მეტად საშიშია
- 16.02.2019 11:54ქართველი მოსამართლეების ფეშენებელური სახლები - მოსამართლეები მილიონრების დასახლებიდან (ვიდეო)
- 16.02.2019 11:35აფერუმ მაგათ კაცობას, მაგათ ღირსებას და ამბიონიდან ქადაგებას - დეკანოზი გიორგი მამალაძის ადვოკატი
- 16.02.2019 11:35პროფესიული განათლების რეფორმის ფარგლებში საქართველოსთან თანამშრომლობა გაღრმავდება - გერმანიის ელჩი
- 16.02.2019 11:35სამტრედიისა და ფოთის დროებითი მოთავსების იზოლატორები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განახლდა
არქივი
პოლიტიკა


საპარლამენტო უმრავლესობა დღეს სხდომას გამართავს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება.
შეხვედრაზე, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება, განხილვის მთავარი თემა მოსამართლეთა საკითხი იქნება. სხდომაზე დასწრების მიწვევა გაეგზავნა საპარლამენტო უმრავლესობის ყველა წევრს. ამის შესახებ ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.
„დღის წესრიგით განსაზღვრულია სამომავლო გეგმები ჩვენი საპარლამენტო უმრავლესობის. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამომავლო გეგმა არის უვადოდ მოსამართლეების გამწესება. ჩვენ უნდა შევჯერდეთ ზოგად პრინციპებზე. ბუნებრივია, იქ იურიდიულ დეტალებში ვერანაირად ვერ შევალთ. ალბათ რაღაც კონკრეტულ პრინციპულ საკითხებზე უნდა ვისაუბროთ”, – განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ.
სხდომაზე დასწრების აზრს ვერ ხედავს უმრავლესობის წევრი ბიძინა გეგიძე. როგორც გეგიძემ „პირველ არხთან“ საუბრისას განაცხადა, მის შეხედულებებს გუნდში ისედაც კარგად იცნობენ, ვინაიდან, როგორც თავად ამბობს, აღნიშნულ საკითხზე აზრი საჯაროდ არაერთხელ დაუფიქსირებია.
„არ ვაპირებ, დავესწრო უმრავლესობის სხდომას. ეს სხდომა ალბათ უნდა გამართულიყო მანამ, ვიდრე პარლამენტში შემოვიდოდა ეს ე.წ. მოსამართლეთა სია. მაშინ დავესწრებოდი, ახლა ვერ ვხედავ იმის აუცილებლობას, რომ დავესწრო. მით უმეტეს, შევთავაზე უმრავლესობას, პარლამენტის თავმჯდომარეს ჩემი ხედვა პროცესზე, ასე ვთქვათ გაწერილი, სადაც ყველაფერი მკაფიოდ ჩანდა, სამი ძირითადი მიმართულება. ამასთან, მქონდა ჩემი მიმართვები გაკეთებული. ყველაფერი ნათქვამი მაქვს. გარდა ამისა, მგონია, რომ არგუმენტები უმრავლესობის მხრიდან დაახლოებით იგივე იქნება, ეს ჩემი აზრია. პროცესი ვერ გახდა ის, რაც უნდა გამხდარიყო“,- განაცხადა ბიძინა გეგიძემ.
დღევანდელი სხდომის ფარგლებში საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები ბიუჯეტის შესრულებაზე, პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის ყოველწლიურ მოხსენებაზე, აგრეთვე კომიტეტების მუშაობის ანგარიშებზეც იმსჯელებენ.
სხდომა 11:00 საათზე გაიმართება.

პროფესიული განათლების რეფორმის ფარგლებში საქართველოსთან თანამშრომლობა გაღრმავდება - გერმანიის ელჩი
16 თებერვალი, 2019 , 11:35

მამუკა ბახტაძე მიუნხენში საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის საკითხებზე მრგვალ მაგიდას უმასპინძლებს
16 თებერვალი, 2019 , 10:15

მამუკა ბახტაძე აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოებისადმი მიძღვნილ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას
16 თებერვალი, 2019 , 10:15

საქართველოს აქვს ამბიციური გეგმები განათლების სექტორში - როს უილსონი
15 თებერვალი, 2019 , 16:40

პარლამენტის დელეგაცია ქუვეითის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა
15 თებერვალი, 2019 , 16:10

მოვითხოვთ: საქართველოს მთავრობამ არ გააფორმოს ახალი ხელშეკრულება წამგებიანი პირობებით - ოთარ სირაძე
15 თებერვალი, 2019 , 13:35