უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

14 ივნისი, 2018 10:30
font-size

საპარლამენტო უმრავლესობა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურაზე დღეს იმსჯელებს

საპარლამენტო უმრავლესობა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურაზე დღეს იმსჯელებს. უმრავლესობის შეხვედრა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში, 17:00 საათისთვის არის დაგეგმილი.

ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

ამ დრომდე, უმრავლესობაში ოფიციალური კომენტარები პრემიერის კანდიდატურაზე არ გაკეთებულა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი კოლეგებს მოუწოდებს, უმრავლესობის შეხვედრამდე ახალი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელებისგან თავი შეიკავონ.

„მოსაზრებები არსებობს რასაკვირველია, თუმცა ჯერ გუნდში უნდა იყოს განხილული, შემდეგ მედიამ უნდა შეატყობინოს ხალხს გადაწყვეტილების თაობაზე რასაც კოლექტიურად მივიღებთ. არც მე და არც ჩემ კოლეგებს, არავის არ ვურჩევ, რომ კონკრეტულ გვარებზე იყოს საუბარი. რასაკვირველია, ეს საკითხი ჯერ შიგნით უნდა გავიაროთ, მოსაზრებები ყველას აქვს, მათ შორის მეც,”-განაცხადა გია ვოლსკიმ.

ამასთან, როგორც პირველი არხისთვის გახდა ცნობილი, პრემიერ-მინისტრობის ერთ-ერთ კანდიდატად მოქმედი ფინანსთა მინისტრი, მამუკა ბახტაძე განიხილება.

მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება” პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს შეარჩევს, მას პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს წარუდგენს, რომელიც თავის მხრივ, მთავრობის ახალი ხელმძღვანელის კანდიდატურას საკანონმდებლო ორგანოს გადაუგზავნის.

გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა გუშინ დატოვა. ამასთან, პრემიერის გადადგომის გამო, უფლებამოსილება ყველა მინისტრს უწყდება.

აშშ-ს თავდაცვის ავტორიზაციის აქტის პროექტის სენატის ვერსიაში საქართველო აშშ-ს მოკავშირედ და პარტნიორად არის განხილული

21 ივნისი, 2018 , 12:40

ივნისს, აშშ-ის სენატმა 2019 ფისკალური წლის აშშ-ს თავდაცვის ავტორიზაციის აქტის (NDAA) კანონპროექტის საკუთარი ვერსია დაამტკიცა, რომელიც განსაზღვრავს 2019 ფისკალური წლისათვის აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის პოლიტიკასა და ბიუჯ

ჟენევის მოლაპარაკებებზე რუსეთმა და საოკუპაციო რეჟიმმა კვლავ მოახდინეს ჰუმანიტარული თემების პოლიტიზირება და დევნილთა საკითხის განხილვისას დატოვეს მოლაპარაკებები - საგარეო უწყება

21 ივნისი, 2018 , 11:40

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 44-ე რაუნდზე აქცენტი გაკეთდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე წვდომის აუცილებლობაზე. საგარეო

გიორგი მარგველაშვილი ესტონეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 100 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებებს დაესწრება

21 ივნისი, 2018 , 11:40

პრეზიდენტი და პირველი ლედი, ესტონეთის პრეზიდენტის მიწვევით, ესტონეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 100 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილი ტალი

ყველა ის მასწავლებელი, ვინც გარედაკვირვების ფორმატში კომპეტენცია დაადასტურა, შეიცვლის სტატუსს და მოემატება ხელფასი - მამუკა ბახტაძე

20 ივნისი, 2018 , 17:29

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ პედაგოგებზე საუბრისას განაცხადა, რომ ახალი სასწავლო წლიდან დამატებით 7 ათასზე მეტი მასწავლებელი დაიწყებს ახალი სტატუსით საქმიანობას და მათი საერთო რაოდენობა გადააჭარბებს 25

თქვენ მეორედ კლავთ ჩემს შვილს და ამის უფლებას არ მოგცემთ, თუნდაც სიცოცხლის ფასად დამიჯდეს - ზაზა სარალიძე თეა წულუკიანს

20 ივნისი, 2018 , 16:50

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრობის კანდიდატის, თეა წულუკიანის განცხადებას, რომ საქმეზე გამოძიება თავიდან არ დაწყებულა. „კარგია, როდესაც აღიარებთ შეცდომებს,

გიორგი მარგველაშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ ეუთოს ელჩებს შეხვდა

20 ივნისი, 2018 , 16:05

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის - ეუთოს ელჩებს შეხვდა. შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტან

ვიდეო გალერეა

სისხლში მოსვრილი ბიჭები ხორავას ქუჩიდან