უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

28 სექტემბერი, 2017 11:00
font-size

საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტს შეხვედრის საკუთარ ფორმატს სთავაზობს

საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტთან შეხვედრის მზადაა, თუმცა შეხვედრის საკუთარ ფორმატს სთავაზობს.

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, თუ გიორგი მარგველაშვილს აქვს სურვილი, რომ ამ შეხვედრას ჰქონდეს პრაქტიკული მიზანი, სთავაზობენ, შედგეს შეხვედრა, სადაც, უმრავლესობის წარმომადგენლები პირადად აუხსნიან პრეზიდენტს მათი შეთავაზების უალტერნატივო მიზანშეწონილობას.

“ჩვენი გუნდის არაერთი წევრი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის პასუხი ჩვენს შეთავაზებაზე ემსახურება მორიგ პიარკამპანიას კონსტიტუციის წინააღმდეგ. მიუხედავად ამისა, თუ პრეზიდენტს აქვს სურვილი, რომ ამ შეხვედრას ჰქონდეს პრაქტიკული მიზანი, ვთავაზობთ, შედგეს მისი და უმრავლესობის წარმომადგენლების შეხვედრა, სადაც, მზად ვართ, პირადად ავუხსნათ პრეზიდენტს ჩვენი შეთავაზების უალტერნატივო მიზანშეწონილობის შესახებ. საუბარია იმ საკითხებზე, რომელიც იყო ჩვენი და ვენეციის კომისიის შეთანხმების საგანი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არც ერთი მათგანი სადავო არ არის და ვენეციის კომისიის გარდა, მას ეთანხმება ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციების და პარტიების ის ნაწილიც კი, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში აკრიტიკებდა ახალ კონსტიტუციას“, - აცხადებს ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.

ცნობისათვის, პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე ვეტოს გამოყენება და პარლამენტისთვის მოტივირებული შენიშვნების ფორმით იმ წინადადებების წარდგენა შესთავაზა, რომელიც გაუნაწილებელი მანდატების - ბონუსების სისტემის გაუქმებას და ერთჯერადად ბლოკების შენარჩუნებას ეხება. აღნიშნულ შეთავაზებასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა მმართველი გუნდის წევრებს და ოპოზიციას კონსულტაციები შესთავაზა.

ნინო ექვთიმიშვილი

მშვიდობაში მოახმაროთ ქურდი, რომელმაც გარკვეული ფინანსური დარღვევები ჩაიდინა ჩვენს პარტიაში - თორნიკე რიჟვაძე

17 ნოემბერი, 2018 , 17:45

„ქართული ოცნების“ ხულოს ორგანიზაციის თავმჯდომარის, ომარ მახარაძის მიერ მმართველი პარტიის დატოვებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე გამოეხმაურა. მისი თქმით, მახარაძე მმართველი პარტიიდან 3 თვის წი

მე რომ ვყოფილიყავი ოჯახით, ჩემი შვილები აქ რომ ყოფილიყვნენ, შეიძლება, ამ ბრძოლაში არ წავსულიყავი - სალომე ზურაბიშვილი

17 ნოემბერი, 2018 , 17:25

ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ თქვენი მხარდაჭერის გამო, რადგან ეს ნიშნავს, რომ დღეს უკვე არსებობს ქალთა შორის სოლიდარობა, რომელიც არის ძალიან დიდი ძალა, – ასე მიმართა „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა

მე ვერ მხედავთ? მგონი, ძალიან ვჩანვარ, ამაზე მეტი ცოტა უხერხულია - სალომე ზურაბიშვილი ახალ ბილბორდებზე

17 ნოემბერი, 2018 , 16:00

„მგონი, ძალიან ვჩანვარ, ამაზე მეტი ცოტა უხერხულია“, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ახალ წინასაარჩევნო ბილბორდებზე დასმულ შეკითხვას. „მე ვერ

გაერთიანებულმა ოპოზიციამ არჩევნების თარიღის სამუშაო დღეს დანიშვნის გამო ცესკოს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა

16 ნოემბერი, 2018 , 17:40

მოძრაობამ „ძალა ერთობაშია“ არჩევნების თარიღის სამუშაო დღეს დანიშვნის გამო ცესკოს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა. განცხადება საქალაქო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშ

მომავალი წლიდან საქართველოში წამლის სააგენტო ამოქმედდება - დავით სერგეენკო

16 ნოემბერი, 2018 , 17:40

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ინფორმაციით, მომავალი წლიდან საქართველოში წამლის სააგენტო ამოქმედდება. მისი განმარტებით, სააგენტოს მთა

„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებები ჰააგის სასამართლოზე სამართლებრივად, უბრალოდ ცდება სიმართლეს - ანა დოლიძე

16 ნოემბერი, 2018 , 17:40

საერთაშორისო სამართლის ექსპერტის, ანა დოლიძის განცხადებით, ჰააგის სასამართლოსთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებები სცდება სიმართლეს. დოლიძის თქმით, მას არ ახსენდება, რომ ჰააგის სასამართლოში ჯა

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`