უკან
პოლიტიკა
17 მარტი, 2018 11:00
საპარლამენტო უმრავლესობამ საზმაუს მეურვეობის სამი კანდიდატი წარადგინა
საპარლამენტო უმრავლესობამ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატებად დაასახელა ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი, ჟურნალისტი ია მამალაძე და რეჟისორი მალხაზ ასლამაზიშვილი.
გარდა ამისა, გუშინ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საზმაუს მეურვეობის კანდიდატად წარადგინა სამოქალაქო განვითარების სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი ზვიად დევდარიანი, ხოლო საპარლამენტო უმცირესობამ კი თავის მხრივ ამ პოსტზე დაასახელა ნინია კაკაბაძე. აჭარის უმაღლესმა საბჭომ ბესიკ ლილუაშვილის კანდიდატურა წარადგინა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში 4 ვაკანტური ადგილია, რომელთა დასაკავებლად დასახელებულ კანდიდატებს პარლამენტის დეპუტატთა უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდებათ.
ანა მებურიშვილი