უკან

პოლიტიკა

14 ნოემბერი, 2019 15:30
font-size

საპარლამენტო უმრავლესობის რიგებიდან გავდივარ - ზაზა ხუციშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის რიგებიდან გავდივარ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დეპუტატმა, ზაზა ხუციშვილმა განუცხადა.

ზაზა ხუციშვილმა, თამარ ჩუგოშვილთან და უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატთან ერთად, დღეს საპარლამენტო თანამდებობა და უმრავლესობა დატოვა. მათი გადაწყვეტილება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაზე ჩავარდნას უკავშირდება.

„მე ვიყავი უმრავლესობის მიერ დასახელებული მაჟორიტარობის კანდიდატად, პარტიის წევრი არ ვყოფილვარ და ბუნებრივია, ვერ გავალ პარტიიდან. ახლა გავდივარ უმრავლესობის რიგებიდან. მაჟორიტარად ვარ არჩეული და არ შევქმნი ამ დისკომფორტს. სიმართლე გითხრათ, არც სურვილი მაქვს, რომ ახალი არჩევნები იყოს ოლქში. ბოლომდე შევასრულებ ჩემს მოვალეობებს, პარლამენტში მაქსიმალურად ვეცდები, რომ ვიყო კონსტრუქციული. ყველა პოზიტიურ ინიციატივას დავუჭერ მხარს, მათ შორის ბიუჯეტსაც. მიმაჩნია, რომ წელში გამართული ბიუჯეტია, სწორი აქცენტებით და მხარს დავუჭერ“, – განაცხადა დეპუტატმა.

ზაზა ხუციშვილმა განმარტა, რომ პარლამენტში ტოვებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობას, რადგან აღნიშნული კვოტა უმრავლესობას ეკუთვნის.

„მე უმრავლესობის დღევანდელ სხდომას არ დავსწრებივარ. გუშინ თამარ ჩუგოშვილმა გააკეთა განცხადება, რომ მისთვის ეს იქნებოდა წითელი ხაზი. იქ განცხადება არ გამიკეთებია, ძირითადად ვუსმენდი და ძირითადად აქტიურობდნენ ისინი, ვინც მხარს არ უჭერდნენ. ეს გადაწყვეტილება არც მითქვამს ბოლომდე. მე ბოლომდე მჯეროდა, რომ ეს კანონპროექტი გავიდოდა პირველი მოსმენით, აღნიშნული გადაწყვეტილება შემდგომ მივიღე. ეს პირობა თვითონ პარტიის თავმჯდომარემ გასცა, ინიცირებული იყო 93 დეპუტატის მიერ და ხელმოწერილი. პრაქტიკულად, გუშინ სხდომათა დარბაზში გავიგეთ, რომ არ უჭერდნენ მხარს. პრობლემაა სწორედ ეს, მომავალში როდესაც შევთანხმდებით, ესე იგი, მე არ უნდა ვიყოთ დარწმუნებული იმაში, რომ რასაც ვიტყვით, შესრულდება. ასეთ გუნდთან, ასეთ პირობებში, მე პირადად გამიჭირდება ურთიერთობა“, – განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.

აღნიშნულ კომენტარს საქართველოს პირველი არხი ავრცელებს.

ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, კეზერაშვილს საწყალ დევნილად როცა გიცხადებენ, ევროპარლამენტარის განცხადებას ფასი ვერ ექნება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 18:13

წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში

ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:47

ვიცით, რომ ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვ

ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი, რომლის კულმინაცია იყო „იმედში“ სპეცრაზმით შეჭრა - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:41

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი და მათი ეს დამოკიდებულება გრძელდება. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციი

კონტრაქცია ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამია - სოფო ჯაფარიძე

23 აპრილი, 2024 , 17:34

კონტრაქცია ნიშნავს იმას, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამი - ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დაუპირისპირონ ამ გულწრფელ და გულანთებულ ქართველებს ის ადამიანები, რომლებიც ძალით მოჰყავთ აქციაზე

კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი, ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:26

კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი. ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირ

ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:21

ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი