უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

22 მარტი, 2018 16:35
font-size

„საპარნტიორო ფონდსა“ და ბელარუსის უმსხვილეს კომპანია „ბელექსიმგარანტს“ შორის მემორანდუმი გააფორმა

„საპარტნიორო ფონდსა“ და ბელარუსის რესპუბლიკის უმსხვილეს ექსპორტ-იმპორტის სადაზღვევო კომპანია „ბელექსიმგარანტს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა.

ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგენელიძემ და კომპანია „ბელექსიმგარანტის“ გენერალურმა დირექტორმა გენადი მიცკევიჩმა მოაწერეს. „საპარტნიორო ფონდსა“ და „ბელექსიმგარანტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის ოფიციალურ დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია საქართველო-ბელარუსის ბიზნეს-ფორუმის ფარგლებში შედგა.

საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, ურთიერთგაგების მემორანდუმის მიზანია ორ ქვეყანას შორის ვაჭრობისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ხელშეწყობისა და წახალისებისთვის მხარეების მჭიდრო თანამშრომლობის ჩამოყალიბება. ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი „საპარტნიორო ფონდსა“ და „ბელექსიმგარანტს“ შორის ინფორმაციის, გამოცდილებისა და რესურსების გაცვლას, ასევე, რეგიონებში და საერთო ინტერესების სექტორებში ბაზრების სადაზღვევო პოლიტიკის შემუშავებას მოიცავს. მემორანდუმის მიხედვით მხარეების მიზანი ერთობლივ პროექტებზე მუშაობა და ეკონომიკური, ფინანსური და პოლიტიკური განვითარება იქნება.

საქართველო-ბელარუსის ბიზნეს-ფორუმის ფარგლებში თანამშრომლობის მორიგი მემრანდუმი დღეს „საპარტნიორო ფონდსა“ და „ბელარუსის რესპუბლიკის განვითარების ბანკს“ შორის საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს დახვედრის ცერემონიალის ფარგლებში გაფორმდება. მისი მიზანი ორ ქვეყანას შორის ფინანსური თანამშრომლობის გაძლიერება იქნება. მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები ერთმანეთს მიაწვდიან ინფორმაციას ქვეყნის მაკროეკონომიკური პოლიტიკის, სამართლებრივი გარემოს, ფინანსური და ინდუსტრიული სექტორების ზოგადი პოლიტიკის შესახებ, რაც მათ ბაზრის აღქმაში დაეხმარება. თანამშრომლობის მემორანდუმს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგენელიძემ და „ბელარუსის რესპუბლიკის განვითარების ბანკის“ გენერალური დირექტორი სერგეი რუმასი მოაწერეს.

„საპარტნიორო ფონდი“ მემორანდუმებს თბილისის „მინსკის დღეების“ ფარგლებში აფორმებს. „მინსკის დღეები“ საქართველოში ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტის პარალელურად მიმდინარეობს.

საკვანძო სიტყვები:

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი