უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

7 ნოემბერი, 2016 12:20
font-size

საპარტნიორო ფონდი საინვესტიციო კომპანია „არიკ ჯგუფი“-ის პროექტებს გაეცნო

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე ფონდის დელეგაციასთან ერთად „არიკ ჯგუფი“-ის მიწვევით კახეთში უცხოური საინვესტიციო კომპანიის პროექტებს გაეცნო.

საპარტნიორო ფონდის ცნობით, „არიკ ჯგუფი“ საპარტნიორო ფონთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს განიხილავს და საკვები ინდუსტრიის მიმართულებით ინვესტირებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. „არიკ ჯგუფი“ უცხოური კაპიტალით შექმნილ საინვესტიციო კომპანიას წარმოადგენს, რომელიც საქართველოში 2012 წლიდან ფუნქციონირებს. კომპანია პროექტებს სოფლის მეურნეობის, საკვები ინდუსტრიის და ტურიზმის მიმართულებით ახორციელებს.

საინვესტიციო კომპანიის ყველაზე ფართომასშტაბიან პროექტს კახეთში, საგარეჯოს რაიონში, „ვინიჩიო ველის“ (Vinichio Valley) - ანუ „მწვანე“ ტურისტული ცენტრის განვითარება წარმოადგენს. პროექტის განვითარებისას, ძირითადი აქცენტი ქართული ფისტას და ღვინის წარმოებაზე კეთდება. პირველად ისტორიაში ირანის და ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ საქართველოს ეძლევა საშუალება გახდეს ფისტას ექსპორტიორი ქვეყანა.

არიკ ჯგუფმა 20 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია ჩადო მეცნიერულ კვლევაში, იმისათვის რომ მიეღო ადგილობრივ კლიმატზე მორგებული ფისტას ახალი ჯიში. კომპანიამ 3 სხვადასხვა სახეობის ფისტა მიიღო, რომელიც კახეთის კლიმატს და ნიადაგურ პირობებს იდეალურად ესადაგება.

„არიკ ჯგუფი“ აღნიშნულ ტერიტორიაზე 2000 ჰექტარზე - 400 ჰექტარი ვენახის, 400 ჰექტარი ხილის ბაღებისა და 1000 ჰექტარი ფისტას პლანტაციის გაშენებას გეგმავს. უკვე დაწყებულია სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები სათბურის და ლაბორატორიის მშენებლობისთვის. კომპანია სოფლის მეურნეობის მიმართულების ნაწილის დასრულებას 2018 წლის ბოლოსათვის აპირებს. „არიკ ჯგუფი“ ტურიზმის მიმართულებითაც მუშაობს და ინვესტირებას 5-ვარსკვლავიანი 150 ტურისტული ვილის მშენებლობასაც გეგმავს, რომელიც უცხოელ და ადგილობრივ ტურისტებს უმასპინძლებს.

საკვანძო სიტყვები:

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

18 მარტი, 2024 , 13:04

მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურების მიხედვით, ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი