უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

11 ივლისი, 2019 15:25
font-size

საპარტნიორო ფონდის ბენეფიციარებმა „ოცნებას“ 700,000 ლარი შესწირეს

საპარტნიორო ფონდის ბენეფიციარებმა „ოცნებას“ 700,000 ლარი შესწირეს - ამის შესახებ, არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს" კვლევაშიანათქვამი.

კვლევაში ნათქვამია, რომ ფონდის ბენეფიციარი კომპანიების ნაწილი მმართველი პარტიის - "ქართული ოცნების" დაფინანსებაში იღებს მონაწილეობას და მას არჩევნების წინ სოლიდურ თანხებს ურიცხავს.

"საერთაშორისო გამჭვირვალობის" მიმოხილვაში ნათქვამია, რომ ფონდის ბენეფიციართა შორის "ქართული ოცნების" დეპუტატის ილია წულაიას კომპანიაც ხვდება.

ქართული სანაშენე ღორის ფერმა რაჭაში

საინვესტიციო მოცულობა: $ 0.7 მლნ დოლარი;

ფონდის თანამონაწილეობა: 50%;

პროექტის განხორციელების დრო: 7 წელი.

პროექტს „საპარტნიორო ფონდი“ და ესპანური Deraza Iberico-ს აქციონერების მიერ დაფუძნებული კომპანია NATIVE GEORGIAN ერთობლივად ახორციელებს. პროექტი საქართველოში „იბერიკოს“ ჯიშის ანალოგის, ქართული მთის ღორის მოშენების, ქართული „ჰამონის“ წარმოებისა და მსოფლიო ბაზარზე მისი კომერციალიზაციის ეტაპებს მოიცავს. პროექტში ჩართულია სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრიც. „ფონდისა“ და NATIVE GEORGIAN-ის ერთობლივი პროექტი 5-დან 7 წლამდე პერიოდს მოიცავს და 5 ეტაპისგან შედგება. „ფონდი” მხოლოდ ფერმის მშენებლობის პროცესში მონაწილეობს. ხუთივე ეტაპის საინვესტიციო ღირებულება სულ 7 მლნ დოლარამდე იქნება. კომპანია NATIVE GEORGIAN (შპს „ნატივე ჯორჯიან”) 2016 წლის მარტში დარეგისტრირდა. კომპანიის 51%-ს შპს „ტემპო დეალს“ ფლობს, ხოლო 49% საქართველოს ორ მოქალაქეზე ნაწილდება, 29%-ს ზურაბ ნიკოლაიშვილი ფლობს, ხოლო 20%-ს - ვასილ ბაბლუანი. ვასილ ბაბლუანმა 2018 წლის დეკემბერში სალომე ზურაბიშვილს შესწირა 10 000 ლარი. ბაბლუანი, ასევე, არის კომპანია შპს „ჯეეს იბერია ქონსალთინგის“ დირექტორი. აღნიშნული კომპანიის 40%-იანი წილის მფლობელმა ემზარ ნოზაძემ 2016 და 2017 წლებში „ქართულ ოცნებას“ შესაბამისად, 30 000 და 20 000 ლარი შესწირა, ხოლო 2018 ნოემბერში მან სალომე ზურაბიშვილს შესწირა 20 000 ლარი. ვასილ ბაბლუანი, ასევე, არის შპს „ტიერრა იბერიას“ 16% წილის მფლობელი. მისმა პარტნიორმა გია გაზდელიანმა 2013-2014 წლებში „ქართულ ოცნებას“ ჯამში 63 000 ლარი შეწირა.

ბლოკის საწარმო „YTONG”

ადგილმდებარეობა: თბილისი;

საინვესტიციო მოცულობა: $ 15 მლნ დოლარი;

ფონდის თანამონაწილეობა: 48%;

გახსნის თარიღი: 2019 წელი.

ენერგოეფექტური ბლოკების საწარმო „იტონგი” - „საპარტნიორო ფონდის“, ქართული კომპანია „არქი ჯგუფისა“ და გერმანული კომპანია „ქსელა გრუპის“ ერთობლივი პროექტია. ქარხნის მშენებლობა 2018 წელს დაიწყო და 2019 წელს უნდა დასრულდეს. „იტონგი“ ცნობილი გერმანული ბრენდია, 80 წლიანი ისტორიით. საწარმოო ხაზის სიმძლავრის გათვალისწინებით, ქარხანას წლიურად 160 000 კუბური მეტრი საკედლე ბლოკის წარმოება შეეძლება. უკვე მიღებული ლიცენზიის თანახმად, პროდუქციის ნაწილი საქართველოში გაიყიდება, ხოლო დარჩენილი ნაწილი ექსპორტზე გავა.

საწარმოს შპს „იტონგ კავკასუსი“ აშენებს, რომელსაც მოპოვებული აქვს უფლება, ააშენოს ავტოკლავური აირბეტონის მწარმოებელი ქარხანა, ასევე, მის კომპეტენციაშია ავტოკლავური აირბეტონის წარმოება და რეალიზება ბრენდ „Ytong“-ის სახელით, კომპანია „ქსელასთან“ გაფორმებული სასაქონლო ნიშნის ლიცენზიის ხელშეკრულების საფუძველზე. შპს „იტონგ კავკასუსი“ (საიდენტიფიკაციო კოდი 405154130) 2014 წელს არის დარეგისტრირებული. კომპანიის 37.6%-ს შპს „იტონგ კაპიტალი“, 33.5%-ს Xella Baustoffe (გერმანია), ხოლო 28.9%-ს „საპარტნიორო ფონდი” ფლობს. დირექტორი დიმიტრი ადამიაა. სამეთვალყურეო საბჭოში არიან: ირაკლი ქაფიანიძე, თენგიზ წულაია, მიხაელ აქსელ ალექსანდერ ჯექსონ (გერმანია), ქრისტიან პიტერ ჰილე (გერმანია) და „საპარტნიორო ფონდი”.

შპს „იტონგ კაპიტალის“ 100%-იანი წილის მფლობელი შპს „იტონგ კავკასუსია“ (იგივე სახელწოდების სხვა კომპანია, საიდენტიფიკაციო კოდი 405046141), რომლის დირექტორი ირაკლი ქაფიანიძეა, ხოლო მფლობელები ირაკლი ქაფიანიძე (33.3%), მენაჰემ ბენიშ (ისრაელის მოწალაქე, 33.3%) და ლეილა მინაშვილი არიან (33.4%).

შპს „იტონგ კავკასუსის“ (405154130) დირექტორმა დიმიტრი ადამიამ 2016 წლის აგვისტოში „ქართულ ოცნებას“ 30 000 ლარი შესწირა, ხოლო 2018 წლის სექტემბერში მან სალომე ზურაბიშვილს შესწირა 60 000 ლარი. ის, ასევე, შპს „არქი ნუცუბიძეს“ დირექტორია, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი პარლამენტის წევრი ივლიანე წულაიაა. 2016-2018 წლებში წულაიას „ქართული ოცნებისა” და სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ ჯამში 170 000 ლარი აქვს გაღებული. რაც შეეხება ირაკლი ქაფიანიძეს, მას 2016-2017 წლებში „ქართული ოცნებისთვის” ჯამში 90 000 ლარი აქვს შეწირული, ხოლო 2018 წლის სექტემბერში მან სალომე ზურაბიშვილს შესწირა 60 000 ლარი. ის პარალელურად რამოდენიმე კომპანიის დირექტორი და მესაკუთრეა. ამასთან, იგი ივლიანე წულაიას ძირითადი ბიზნეს პარტნიორია. მაგალითად, ისინი ერთობლივად ფლობენ შპს „სილვერ 39“-ს, შპს „არქი საბურთალოს“, შპს „არქი თაუერს“, შპს „პრაიმ არქის“, შპს „დიღომი პალასი 6“-ს, შპს „ოულდ სითი ჰოსფითალითის“ და ა.შ. რამდენიმე კომპანიაში მათი პარტნიორი გოჩა ენუქიძეა, რომელიც, ასევე, პარლამენტის წევრია „ქართული ოცნებიდან“. 2016-2018 წლებში ენუქიძეს „ქართული ოცნებისა” და სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ ჯამში 165 000 ლარი აქვს გაღებული „იტონგ კაპიტალთან“ დაკავშირებული კიდევ ერთი პირი - თენგიზ წულაია ივლიანე წულაიას ძმა და ბიზნეს პარტნიორია. მან 2016 წელს „ქართულ ოცნებას” 50 000 ლარი შეწირა, ხოლო 2018 წელს სალომე ზურაბიშვილს 60 000 ლარი.

კერამიკული აგურის ქარხანა

ადგილმდებარეობა: კასპი;

საინვესტიციო მოცულობა: $ 3.2 მლნ დოლარი;

ფონდის თანამონაწილეობა: 34%;

გახსნის თარიღი: 2019 წელი.

„საპარტნიორო ფონდი” ესპანურ კომპანიასთან - Ceramika El TORRENTE-თან და ამავე სახელწოდების ქართულ კომპანიასთან - შპს „კერამიკა ელ ტორრენტესთან“ ერთად კასპში აგურის ქარხანას აშენებს. პროექტში ჩართულნი არიან სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ და „ბანკი ქართუ“. „ფონდის” წილი 1.1 მილიონი აშშ დოლარია. მშენებლობა 2018 წლის ნოემბერში დაიწყო. ქარხანა 2019 წლის შემოდგომაზე უნდა ამოქმედდეს და ყოველწლიურად 120,000 ტონა აგური უნდა დაამზადოს. შპს „კერამიკა ელ ტორრენტესის“ 2015 წლის მაისში არის რეგისტრირებული და მის 50%-ს შპს „მანიპე“, 28.3%-ს - ბიძინა სონღულაშვილი, 16.7%-ს - ვასილ ბაბლუანი და 5%-ს - ლევან ერქვანია ფლობენ. კომპანიის დირექტორის ზურაბ ერქვანიაა. როგორც უკვე ვნახეთ, ვასილ ბაბლუანი „საპარტნიორო ფონდის” მიერ დაფინანსებული კიდევ ერთი პროექტში - ქართული სანაშენე ღორის ფერმა რაჭაში - ფიგურირებდა. იგი ერთ-ერთი ბენეფიციარი კომპანიის 20%-იან წილსაც ფლობს. ვასილ ბაბლუანმა 2018 წელს „ქართულ ოცნებას” 10 000 ლარი შესწირა. ბაბლუანთან ერთად „ქართული ოცნების” შემომწირველია ბიძინა სონღულაშვილიც, რომელმაც 2016 წელს ამ პარტიის სასარგებლოდ 50 000 ლარი გაიღო. შპს „მანიპე“ 2017 წლის ოქტომბერშია რეგისტრირებული. კომპანიის 100%-იანი წილის მესაკუთრე და დირექტორი ნინო რამიშვილია.

ჭავჭავაძის გამზირზე ამორტიზირებული გაზსადენის შეცვლა დაიწყეს

15 ივლისი, 2019 , 17:30

„გაზგამანაწილებელმა“ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში 1960 წელს აშენებული ფოლადის მილსადენის შეცვლა დაიწყო. როგორც „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ წარმომადგენლები აცხადებენ, ჭავჭავაძის

დავით გარეჯში ქართულ-აზერბაიჯანულ მხარეებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს - შსს

15 ივლისი, 2019 , 17:30

დავით გარეჯში, უდაბნოს მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ქართულ-აზერბაიჯანულ მხარეებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს - ინფორამიცას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადასტურებენ. ჯერ უცნობია, კონკრეტულად ვინ მონაწილეობს

გარიგებებს თვალთმაქცობის ნიშნები აქვს და ხშირად კორუფციაზე მიუთითებს – ანა დოლიძე

15 ივლისი, 2019 , 16:20

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი დღეს პარლამენტში დამოუკიდებელ დეპუტატებს, ასევე „შენების მოძრაობის“ ხელმძღვანელ დავით უსუფაშვილს შეხვდნენ. შეხვედრას უმრავლესობის

მესამე თვეა უდაბნოს ტაძარი დაკეტილია. ვიდრე ეს პრობლემა არ მოგვარდება, ასეთი ვითარება იქნება - მორჩილი ზაზა

15 ივლისი, 2019 , 15:30

უდაბნოს მონასტერი არის ჩვენს მხარეს. ასე, რომ ეს არის მონასტრის ძალით დაკავება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მორჩილმა ზაზამ დავით გარეჯში განუცხადა. მისი ინფორმაციით, დღეისთვის დავით გარეჯში სიმშვიდეა, თუმცა გუში

პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კამპანია – გადაარჩინე სიცოცხლე დაიწყო

15 ივლისი, 2019 , 15:30

პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კამპანია – გადაარჩინე სიცოცხლე დაიწყო. 5-დან 4 ადამიანს არ შეუძლია გადაარჩინოს სიცოცხლე – სტატისტიკა, რომელიც უნდა შეიცვალოს. სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლე

პრემიერ-მინისტრი თბილისში განათლების ქალაქის მშენებლობის პროცესს გაეცნო

15 ივლისი, 2019 , 15:30

თბილისში განათლების ახალი ქალაქის მშენებლობა შემოდგომაზე დასრულდება, - დიდი დიღმის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს