უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

5 დეკემბერი, 2016 13:15
font-size

საპარტნიორო ფონდის დელეგაცია ჩინეთში საქნმიან შეხვედრებს მართავს

საპარტნიორო ფონდის დელეგაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შანსის პროვინციის ქალაქ სიანსში საქნმიან შეხვედრებს მართავს. ფონდის დელეგაციამ საკონსულტაციო კომპანია „ხუახე ინტერნეიშენალის“ მიერ ორგანიზებულ „საერთაშორისო თანამშრომლობის კონფერენციაში“ მიიღო მონაწილეობა, სადაც აბრეშუმის გზის ქვეყნების სავაჭრო საინვესტიციო პროექტების პრეზენტაცია მოეწყო და ინდუსტრიული ზონების ალიანსის ხელშეწყობისა და განვითარების საკითხები განიხილეს, - აცნობეს მედიანიუსს საპარტნიორო ფონდიდან.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო ჩინეთის ასზე მეტი მსხვილი, სხვადასხვა პროფილის მქონე კომპანია, მათ შორის სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, უძრავი ქონების, სამშენებლო, ლოჯისტიკური და საინვესტიციო-ფინანსური კორპორაციები. ფორუმზე სპეციალურად მოწვეული იყო „ერთი გზა, ერთი სარტყლის“ ინიციატივის ფარგლებში ჩინეთისთვის პოტენციური პარტნიორი ქვეყნები: საქართველო, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და რუსეთი.

აბრეშუმის გზის ქვეყნების ფორუმზე სიტყვით წარსდგა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, რომელიც 2015 წლიდან კომპანია „ხუახე ინტერნეიშენალის“საპატიო მრჩეველ კონსულტანტია. საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი გააცნო, რეგიონში არსბული კონკურენტული უპირატესობების შეასხებ ისაუბრა და ყურადღება აბრეშუმის გზის პროექტში საქართველოს როლზე გაამახვილა. ხაზი გაუსვა საქართველო-ჩინეთს შორის დადებულ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების მნიშვნელობას, რომელიც ევროპისა და აზიის ქვეყნებისათვის ხელსაყრელი შესაძლებლობა იქნება.

საკვანძო სიტყვები:

მხარს ვუჭერთ ნავთობიმპორტიორების მოთხოვნას ევრო 4-ის სტანდარტის დიზელზე 1-წლიანი მორატორიუმის ამოქმედების შესახებ - ირაკლი ლექვინაძე

17 სექტემბერი, 2019 , 16:24

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი, საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე, ნავთობ იმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები 2020 წლიდან 1-ელი იანვრიდან დიზელის

საქართველოსა და აშშ-ს საავიაციო ხელისუფლებების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა

16 სექტემბერი, 2019 , 13:20

პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყების თაობაზე ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართული სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მიმდინარე წლის 13 სექტემბერს, აშშ-ს და საქართველოს საავიაციო ხელისუფლებების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაი

საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დაიწყო

14 სექტემბერი, 2019 , 11:06

საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა დაიწყო. ცოტა ხნის წინ, დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენიდან ქუთაისის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეისი შესრულდა. ამ მომენტამდე საქართველოს და დანიი

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9607 ლარი გახდა

13 სექტემბერი, 2019 , 17:45

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9607 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9638 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

რა პასუხი აქვს ფინანსთა მინისტრს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 54%-იან კლებაზე?

13 სექტემბერი, 2019 , 17:20

2019 წლის მეორე კვარტალში საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (FDI) 53.7%-ით შემცირდა. კვარტალური ინვესტიციების ასეთი დრამატული ვარდნა ქვეყანაში ბოლოს მხოლოდ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ პერიოდში იყო.

ნათია თურნავამ პირველი შეხვედრა აშშ-სა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე United Airlines - ში გამართა

12 სექტემბერი, 2019 , 16:25

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა ქალაქ ჩიკაგოში ამერიკული ავიაკომპანიის United Airlines - ის ოფისში გამართა. ნათია თურნავა ამერიკაში ეკონომიკი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს