უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

3 მარტი, 2017 15:35
font-size

საპარტნიორო ფონდის დელეგაცია ესპანეთში საქმიან ვიზიტს განაგრძობს

საპარტნიორო ფონდის დელეგაცია ესპანეთში საქმიანი ვიზიტის ფარგლებში ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს. დელეგაციას ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე ხელმძღვანელობს.

როგორც მედიანიუსს ფონდიდან აცნობეს, საპარტნიორო ფონდის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა შედგა კომპანია “Iberico Deraza“-ს წარმომადგენლებთან. დელეგაციის წევრები კომპანიის დამფუძნებელს რეხინოდიაზ დელ რიოსა და გენერალურ დირექტორს ლუის სანს კასადოს შეხვდნენ. საპარტნიორო ფონდი „Iberico Deraza”-სთან ერთად განიხილავს საქართველოში კახური ჯიშის ღორების მომრავლებას, ფერმების მშენებლობას და მის განვითარებას რამდენიმე ეტაპად, ხოლო საბოლოოდ დაგეგმილია კახური ჯიშის ღორისგან ჰამონის და სხვადასხვა ხორცის პროდუქტის წარმოება და მისი რეალიზაცია როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზარზე. შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს პროექტის საინვესტიციო მოცულობა და მისი განხორციელების ვადები.

საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლებმა მოინახულეს იბერიკოს ჯიშის ღორების ფერმა და ღორის ხორცის გადამამუშავებელი ქარხანა, სადაც “Iberico Deraza” ესპანურ ჰამონს და 600-მდე სხვადასხვა დასახელების ხორცის პროდუქტს აწარმოებს. ესპანური კომპანიის წლიური ბრუნვა 85 მილიონი ევროა. კომპანია პიონერია იბერიული ღორის ხორცის წარმოებასა და რეალიზაციაში. Deraza Iberico S.L.„ ექსკლუზიურად მხოლოდ იბერიული ჯიშის ღორზე მუშაობს და 600-ზე მეტი სახეობის სხვადასხვა პროდუქციას აწარმოებს. „Deraza Iberico S.L.„ მჭიდროდ თანამშრომლობს სხადასხვა ქვეყნებთან; მათ შორის აზიაში: იაპონია, კორეა, სინგაპური, ჰონ-კონგი, მაკაო, ვიეტნამი, ხოლო ევროპაში: გერმანია, საფრანგეთი, ჰოლანდია, ბელგია, იტალია.

საქართველოში DERAZA IBERICO-ს დელეგაციის ვიზიტი ჯერ კიდევ გასულ წელს, საპარტნიორო ფონდის მიერ ესპანეთში გამართული საქმიანი შეხვედრების დროს დაიგეგმა. DERAZA IBERICO-ს ხემძღვანელები საქართველოს კონკრეტული საინვესტიციო წინადადებებით საქართველოში სტუმრობდნენ. მათ ქართული ღორის ჯიშების მოძიება და ხორცპროდუქტების წარმოებაში ინვესტირების სურვილი გამოთქვეს. დავით საგანელიძის ჩართულობით კომპანიის წარმომადგენლებმა საქართველოს რეგიონები მოინახულეს, შეხვდნენ ადგილობრივ ფერმერებს და ქართული ჯიშის ღორებზე მეცნიერული კვლევა ჩაატარეს.

DERAZA IBERICO-მ საქართველოში საქამიანი ვიზიტის შემდეგ კომპანია NATIVE GEORGIAN დააფუძნა. საპარტნიორო ფონდსა და კომპანია - NATIVE GEORGIAN-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გასული წლის 30 აგვისტოს გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში, NATIVE GEORGIAN ადგილობრივ ფერმერებთან ერთად ყოველწლიური 9 000 ღორის წარმადობით ფერმების შექმნას კახეთსა და რაჭაში გეგმავს. ესპანური კომპანია სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობას კვლევების კუთხით აგრძელებს.

საკვანძო სიტყვები:

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9682 ლარი გახდა

17 ოქტომბერი, 2019 , 17:15

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9682 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9663 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

მსოფლიო ბანკი გააგრძელებს საქართველოსთან თანამშრომლობას რეფორმების განხორციელების პროცესში

17 ოქტომბერი, 2019 , 13:05

მსოფლიო ბანკი დადებითად აფასებს საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას და აღნიშნავს, რომ მიუხედავად რეგიონში არსებული რთული ვითარებისა, ქვეყანა განაგრძობს ეკონომიკურ ზრდას, - ამის შესახებ ბანკის ვიცე-პრეზიდეტმა სირილ მიულერ

კომერციული ბანკებისთვის უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა 5%-ით, 25%-მდე მცირდება

17 ოქტომბერი, 2019 , 10:44

დღეიდან კომერციული ბანკებისთვის უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა 5%-ით, 25%-მდე შემცირდება, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის ბრძანებაშია აღნიშნული. აღ

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9663 ლარი გახდა

16 ოქტომბერი, 2019 , 17:30

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9663 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9701 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრებში მონაწილეობს

16 ოქტომბერი, 2019 , 17:00

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, სადაც საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიურ შეხვედრებში მონაწილეობს. როგორც „მედიანიუსს“ ფინან

ანაკლიის კონსორციუმს მთავრობა აძლევს საშუალებას, მის ხელთ არსებული რესურსი წლის ბოლომდე გამოიყენოს

16 ოქტომბერი, 2019 , 12:15

საქართველოს მთავრობა აძლევს კონსორციუმს საშუალებას, ბოლომდე გამოიყენოს მის ხელთ არსებული რესურსი და ფინანსური ვალდებულებების შესრულებისთვის დაწესებულ საბოლოო ვადამდე, ანუ 2019 წლის ბოლომდე, მოიზიდოს როგორც საკუთარი კაპიტ