უკან

საზოგადოება

6 აგვისტო, 2019 15:45
font-size

„საპარტნიორო ფონდის“ მიერ დაფუძნებული კომპანია „ქართული ნატურალური პროდუქტები“ მინსკში „ქართულ სახლს“ ხსნის

„საპარტნიორო ფონდის“ მიერ დაფუძნებული კომპანია „ქართული ნატურალური პროდუქტები“ ბელარუსის დედაქალაქ მინსკში „ქართულ სახლს“ ხსნის, რომელიც ქართული ნატურალური პროდუქტის ექსპორტის ხელშეწყობასა და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას ისახავს მიზნად. ამის შესახებ „მედიანიუსს“ „საპარტნიორო ფონდიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, „ქართული სახლი“ რამდენიმე მიმართულებას მოიცავს, რომელთა შორისაა საგამოფენო სივრცე, ქართული რესტორანი, მარანი, თონე, VIP ოთახი საქმიანი შეხვედრებისთვის. თითოეული მათგანის მიზანია ქართული ტრადიციების, ისტორიისა და კულტურის წარმოჩენა. ამ მიზნით, ბელარუსის რესპუბლიკის დედაქალაქში საქართველოდან სპეციალურად გაიგზავნება 3-ტონიანი ქვევრი, საწნახელი და თიხის ჭურჭელი. ქართული რესტორანი, მარანი და თონე კი ვიზიტორებს საშუალებას მისცემს, არამხოლოდ დააგემოვნონ, არამედ შეისყიდონ ქართული პროდუქცია.

„ქართული სახლის“ გახსნის ცერემონიალისთვის საქართველოდან ბელარუსში გაიგზავნება ქართული წარმოების ყველა ის ღვინო, რომელსაც აკრედიტაცია აქვს მიღებული „ღვინის ეროვნული სააგენტოსგან“. ასევე, სამომავლო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გასაღრმავებლად, „ქართული სახლში“ განთავსდება მრავალფეროვანი ქართული პროდუქცია: ყველი, ჩურჩხელა, ჩირი, თაფლი, ჩაი, ნატურალური ჩიფსი, ქართული ხელნაკეთი ნივთები და ქართულ კულტურასთან დაკავშირებული სხვა აქსესუარები.

„ქართული სახლი“ ოფიციალურად 2019 წლის აგვისტოს ბოლოს გაიხსნება. ღონისძიებაში მონაწილეობას საქართველოს მთავრობისა და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები მიიღებენ. „საპარტნიორო ფონდის“ მიერ დაფუძნებული კომპანია „ქართული ნატურალური პროდუქტების“ დახმარებით, ქართველ მეწარმეებს საშუალება ექნებათ, 6-დან 15 აგვისტოს ჩათვლით, წარმოადგინონ თავიანთი პროდუქცია, რომელიც მინსკში, გახსნის ცერემონიალის ფარგლებში, „ქართული სახლში“ განთავსდება.

“მოგიწოდებთ პატივი ვცეთ ერთმანეთის პროფესიულ თავისუფლებასა და გამოხატვის უფლებას” - ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე განცხადებას ავრცელებს

16 ოქტომბერი, 2019 , 20:07

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი განცხადებას ავრცელებს. როგორც ასათიანი აცხადებს, მზად არის პირადად შეასრულოს მედიატორის ფუნქცია, რათა პროფესიული ინტერესების შესაბამისად დარეგულირდეს არსებული თ

თავდაცვის მინისტრი ვაზიანის სამხედრო ბაზებზე არსებულ მდგომარეობას გაეცნო

16 ოქტომბერი, 2019 , 17:00

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ვაზიანში მე-4 მექანიზებული და მე-5 საარტილერიო ბრიგადები მოინახულა. ირაკლი ღარიბაშვილი სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა და მათი პრობლემების შესახებ ინფორმაცია პირადად მოისმინა. თავდაცვის მინ

მნიშვნელოვანია ის ძალისხმევა, რომელსაც საქართველო მიმართავს განათლების რეფორმის მიმართულებით - მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორი

16 ოქტომბერი, 2019 , 17:00

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში, დღეს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს, კოენ დევიდს შეხვდა. მხარეებმა დადებითა

გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის განსაზღვრას აგრძელებს

16 ოქტომბერი, 2019 , 17:00

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციი

`კაი ბიჭის ლაპარაკზე არ იღიმებიანო... ორმა დანა დაარტყა, ერთმა კი ჩაქუჩი` - გლდანში ორი ახალგაზრდა დაჭრეს

16 ოქტომბერი, 2019 , 16:45

სისხლიანი დაპირისპირება ახალგაზრდებს შორის - დაჭრილია ორი პირი. შემთხვევა გლდანში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ავტოფარეხში მოხდა. მომხდარ დაპირისპირებაზე ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი ვერსია ვრცელდება, დაშავებულის დედის განცხა

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით “ვაჩნაძიანის ველი” ღვინისა და საკვების უმსხვილეს გამოფენაში Stockholm Food and Wine 2019 -ში მიიღებს მონაწილეობა

16 ოქტომბერი, 2019 , 16:25

საქართველოს ბანკი ბიზნესის განვითარების მხარდაჭერას განაგრძობს არამხოლოდ საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთ. ბანკის ფინანსური მხარდაჭერით “ვაჩნაძიანის ველი” ღვინისა და საკვების უმსხვილეს გამოფენაზე Stoc