უკან

ეკონომიკა

9 მარტი, 2018 17:20
font-size

„საპარტნიორო ფონდის“ საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორმა ქართულ-ესპანურ ბიზნეს-ფორუმში მიიღო მონაწილეობა

„საპარტნიორო ფონდის“ საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი დანელიამ ქართულ-ესპანურ ბიზნეს-ფორუმში მიიღო მონაწილეობა. ფორუმზე, რომელიც ორი ქვეყნის ბიზნეს წრეებს აერთიანებდა, საქართველოში პროექტების განხორციელებისადმი დაინტერესება გამოთქვეს.

ესპანეთში გამართულ ბიზნეს-ფორუმზე „საპარტნიორო ფონდის“ საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი დანელიამ ფონდის შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა და ფონდის მანდატისა და მუშაობის პრინციპების შესახებ დეტალურად ისაუბრა. გიორგი დანელია, ფორუმის სხვა მონაწილეებთან ერთად, ვალენსიის მერს, რეგიონის პარლამენტის თავმჯდომარესა და სხვადასხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელებს შეხვდა. ამას გარდა, ქართულმა მხარემ მოინახულა ევროპაში ბოსტნეულის ერთერთი უმსხვილესი მიმწოდებელი სასათბურე მეურნეობა „პრიმაფლორი“, მის საკუთრებაში არსებული სათბურები და შეხვდა კომპანიის დამფუძნებლებსა და მენეჯმენტს. შეხვედრები გაიმართა სხვადასხვა მიმართულების ბიზნეს წრეებთანაც.

„საპარტნიორო ფონდის“ ინფორმაციით, საქართველოდან ფორუმში, აგრეთვე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ინვესტიციების მიმართულების წარმომადგენელმა გიორგი ედილაშვილმა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძემ და მიიღეს მონაწილეობა. ქართულმა მხარემ დამსწრეებს ქვეყნის საინვესტიციო გარემოსა და ბიზნეს პოტენციალის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

ქართულ-ესპანურ ფორუმს 150-მდე ბიზნესის წარმომადგენელი დაესწრო, მათ შორის, სოფლის მეურნეობის, სასტუმროების, წარმოების სექტორიდან.

ვიზიტის დასასრულს, დაიგეგმა ესპანური ბიზნეს-დელეგაციის ვიზიტი საქართველოში.

საკვანძო სიტყვები:

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი