უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

29 იანვარი, 2019 14:37
font-size

„საპარტნიორო ფონდის“ შუამდგომლობით, ქართველი მეწარმეები ჩინეთის ბაზარზე შეღავათებით ისარგებლებენ - ნინო ჩოლოყაშვილი

„საპარტნიორო ფონდის“ საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორმა ნინო ჩოლოყაშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის „ჩაოხუს იმპორტისა და ექსპორტის ინდუსტრიული პარკის“ საგამოფენო სივრცის გახსნის ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიების ფარგლებში, საგამოფენო სივრცეში სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოს პავილიონი მოეწყო. მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ქონდათ საქართველოს საექსპორტო და ტურისტული პოტენციალს გაცნობოდნენ.

„ჩაოხუს იმპორტისა და ექსპორტის ინდუსტრიული პარკის“ მიზანია ჩინეთში იმპორტირებული პროდუქციის პლატფორმის-თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნა, რომელიც იმპორტიორებს სპეციალური ტარიფებით და ლიბერალური საგადასახადო რეჟიმებით სარგებლობის შესაძლებლობას მისცემს.

„საპარტნიორო ფონდის“ შუამდგომლობით, ქართულ კომპანიებს სამი წლის განმავლობაში შესაძლებლობა ექნებათ უფასოდ გამოიყენონ პროდუქციის საგამოფენო სივრცეები, ასევე, ქართველი მეწარმეები დამატებით, სასაწყობე, ლოგისტიკური, მარკეტინგული და სარეალიზაციო სერვისების შეღავათიანი პირობებით ისარგებლებენ“, განაცხადა ნინო ჩოლოყაშვილმა.

ვიზიტის ფარგლებში, „საპარტნიორო ფონდის“ საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორმა შეხვედრები გამართა ქალაქ ჩაუხუს პარტიის პირველ მდივანთან, ქალაქ ჩაუხუს მერთან, თავისუფალი ეკონომიკური ზონის ხელმძღვანელებთან და პროვინციის უმსხვილესი სუპერმარკეტის ქსელის დამფუძლებლებთან.

ქართველი მეწარმეებისთვის ჩინეთის ბაზარზე შეღავათიანი პირობებით სარგებლობის თაობაზე გადაწყვეტილება „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის ჩინეთში ოიციალური ვიზიტის დროს „ჩაოხუს იმპორტისა და ექსპორტის ინდუსტრიული პარკში“ გამართულ შეხვედრზე იქნა მიღებული. შეგახსენებთ, რომ საპარტნიორო ფონდსა და „ჩაოხუს იმპორტისა და ექსპორტის ინდუსტრიულ პარკს“ შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი 2018 წლის ნოემბერში მოეწერა.

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი