უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

10 მაისი, 2018 17:40
font-size

„საპარტნიორო ფონდისა“ და ისრაელის კომპანია Elbit Cyclone-ის ერთობლივი თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელი ქარხანა (ATC) გაიხსნა

საქართველოში დღეს ამიერკავკასიაში პირველი თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელი ქარხანა ATC (Aero-Structure Technologies Cyclone) გაიხსნა. ქარხნის გახსნის ოფიციალურ ცერემონიალს საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, ადგილობრივი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსისა და ბიზნეს წრეების, ასევე, ისრაელის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

თვითმფრინავის კომპოზიტური ნაწილების მაღალტექნოლოგიური ქარხნის (ATC) გახსნის ოფიციალური ცერემონიალის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საწარმოს მთავარი დანადგარი, ავტოკლავი აამუშავა, საზეიმო გახსნის შემდეგ კი დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. საპატიო სტუმრების წინაშე სიტყვით წარდგნენ „საპარტნირო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, „Elbit Systems Cyclone“-ის წარმომადგენელი რან კრილი და ისრაელის ელჩი საქართველოში შაბთაი ცური.

„საქართველო საერთაშორისო ავიაინდუსტრიის რუკაზე საკუთარ ადგილს იკავებს და რეგიონში დარგის ლიდერი ხდება. ქარხნის მშენებლობისთვის წარმოებული ხანგრძლივი კვლევის შემდეგ, „Elbit Systems”-ის მიერ სწორედ საქართველოს შერჩევა მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის წარმატების კიდევ ერთი დადასტურებაა. ნამდვილად საამაყოა ის ფაქტორები, რომლებმაც ეს არჩევანი განაპირობა. ეს არის - ამ დარგში უკვე არსებული გამოცდილება, ლიბერალური საგადასახადო სისტემა, მიმზიდველი საინვესტიციო გარემო, წარმოების განვითარებისთვის ხელშემწყობი პირობები, ასევე, ევროკავშირთან, რეგიონის ყველა ქვეყანასთან და ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები და, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული ადგილმდებარეობა. ეს არის საქართველოსა და ისრაელს შორის განხორციელებული ყველაზე მსხვილი ერთობლივი ინდუსტრიული პროექტი, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ქვეყნებს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს ახალ ეტაპზე გადაიყვანს“, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

„ქვეყანაში ფუნქციონირებას იწყებს მაღალტექნოლოგიური, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელი ქარხანა, რომელიც ქართული პროდუქციით მსოფლიოს ავიაინდუსტრიის წამყვან კომპანიებს მოამარაგებს. ეს ნიშნავს იმას, რომ საერთაშორისო დონის კომპანიები საქართველოს ნდობას უცხადებენ, ჩვენი ქვეყანა კი მსოფლიო ავიაბაზრის რუკაზე საკუთარ ადგილს იმკვიდრებს. ეს სერიოზული სიგნალია ინვესტორებისთვის და მნიშვნელოვანი ფაქტორია საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის. ნიშანდობლივია, რომ საქართველოში დამზადებული პროდუქცია თანამედროვე, მოწინავე ტექნოლოგიით იწარმოება, რაც საერთაშორისო დონის მაღალ ხარისხს უზრუნველჰყოფს. ქვეყანაში არსებული ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო კი იმის გარანტიას იძლევა, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქციის ფასი კონკურენტული იქნება. აღსანიშნავია, რომ საწარმოში დასაქმებულთა მინიმუმ 90 პროცენტი საქართველოს მოქალაქე იქნება, რომლებმაც გადამზადების პროგრამა ისრაელის წამყვან სპეციალისტებთან გაიარეს“, განაცხადა დავით საგანელიძემ.

სამოქალაქო თვითმფინავების კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელი ქარხანა (ATC) პირველ პროდუქციას 2019 წლის დასაწყისში გამოუშვებს, მას შემდეგ, რაც სერტიფიცირებას გაივლის. საქართველოში წარმოებული პროდუქციის მომხმარებლები მსოფლიო ავიაინდუსტრიის მსხვილი მოთამაშეები იქნებიან, ისეთები, როგორებიც არიან „ბოინგი“ „ბომბარდიერი“ „ეარბასი“ და სხვა ლიდერი კომპანიები.

ქარხანაში წარმოებული პროდუქციის 100% ექსპორტზე იქნება ორიენტირებული, რაც დადებითად აისახება ქვეყნის სავაჭრო ბალანსზე. სრული წარმადობის მასშტაბზე გასვლის შემდეგ (მე-5 წელი), საწარმოს წლიური გაყიდვები 60 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბებს.

„საპარტნიორო ფონდისა“ და ისრაელის კომპანია Elbit Cyclone-ის ერთობლივი პროექტის საინვესტიციო ღირებულება 93 მილიონი აშშ დოლარია. კომპანიაში დღეისათვის 80-მდე თანამშრომელია დასაქმებული. ქარხნის სრულად დატვირთვის შემდეგ კი 300 ადამიანის დასაქმება იგეგმება. საწარმოში სამოქალაქო თვითმფრინავების კომპოზიტური დეტალები, მათ შორის, აეროდინამიკური ზედაპირი, კარი და სხვა ნაწილები დამზადდება.

მაღალტექნოლოგიური საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამოქალაქო თვითმფინავების კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელი ქარხნის (ATC) ტექნიკური აღჭურვის პროცესი დასრულებულია. პარტნიორთა შეთანხმებით, ქარხანა თანამედროვე, უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი სერტიფიცირებული სამშენებლო მასალით აშენდა. საწარმოს კედლებისთვის და სახურავისთვის „საპარტნიორო ფონდისა“ და შპს ICES-თან ერთობლივად დააფუძნებული შვილობილი კომპანია „პანექსის" მიერ წარმოებული სენდვიჩ-პანელები გამოიყენეს.

ELBIT Cyclone-ის შესახებ:

ELBIT Cyclone არის ELBIT Systems-ის შვილობილი კომპანია. ისრაელში ის სამი ძირითადი მიმართულებით მუშაობს: სამხედრო/თავდაცვის აეროხომალდების ნაწილები, მსხვილი სამოქალაქო თვითმფრინავების ნაწილები და უსაფრთხოების სისტემები.

ELBIT Systems დაარსდა 1967 წელს ისრაელში და „NASDAQ-ზე“ („ESLT“) და თელ-ავივის საფონდო ბირჟებზე კვოტირებული კომპანიაა.

პროექტის მოკლე აღწერა

პროდუქტი: ქარხანაში კომპოზიტური მასალისგან სამოქალაქო თვითმფრინავების სტრუქტურული ნაწილები დამზადდება (აეროდინამიკური ზედაპირი, კარები და სხვ.)

გაყიდვები: პროდუქციის პოტენციური მყიდველები მსოფლიო საავიაციო ბაზრის წამყვანი კომპანიები იქნებიან

ექსპორტის ზრდა: პროდუქციის 100% განკუთვნილია ექსპორტისთვის

დასაქმების ხელშეწყობა: ქარხანაში 300-მდე ადამიანი დასაქმდება

კვალიფიკაციის ამაღლება: საწარმოში დასაქმებულმა სპეციალისტებმა გადამზადების პროგრამა ისრაელში, „Elbit Cyclone“-ის ქარხანაში გაიარეს

პროექტის ღირებულება: პროექტის ჯამური ღირებულება 93 მლნ აშშ დოლარია

საკვანძო სიტყვები:

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9701 ლარი გახდა

15 ოქტომბერი, 2019 , 17:35

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9701 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9701 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 9 193.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

15 ოქტომბერი, 2019 , 17:20

2019 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 9 193.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 0.5 პროცენტით მეტია. საქსტატი

ევროკავშირისა და FAO-ს პროექტის ბენეფიციარის მოსავალი ხვალიდან კარფურში გაიყიდება

15 ოქტომბერი, 2019 , 17:05

16 ოქტომბერი, ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და FAO-ს წარმომადგენელი საქართველოში რაიმუნდ იელე ისტ პოინტში მდებარე „კარფურის“ ჰიპერმარკეტში FAO-ENPARD-ის პროექტის ბენეფიციარ ფერმერს საკუთარი პროდუქციის სუპერმ

ეროვნული ბანკი ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგებს აქვეყნებს

15 ოქტომბერი, 2019 , 14:25

15 ოქტომბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ამის შესახებ „მედიანიუსს“ ეროვნული ბანკიდან აცნობეს.

საქართველოს ბანკის პარტნიორობით “უძრავი ქონებისა და სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო ყოველწლიური ფორუმი“ იმართება

15 ოქტომბერი, 2019 , 14:25

საქართველოს ბანკის პარტნიორობით, Property Georgia-ს, FIABCI Georgia-ს ინიციატივითა და ორგანიზებით 15-16 ოქტომბერს “უძრავი ქონების და სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო ყოველწლიური ფორუმი “მდგრადი და მედეგი ქალაქე

მომავალი 3 წლის განმავლობაში ენერგოსისტემას 500 მგვტ-მდე დამატებითი სიმძლავრე შეემატება - დავით თვალაბეიშვილი

14 ოქტომბერი, 2019 , 13:11

არაგვიჰესი და მისი წყალსაცავი ენერგეტიკული დანიშნულების გარდა, ადგილობრივი ეკონომიკის სხვა სექტორების განვითარებასაც უწყობს ხელს. ჰესის მშენებლობისას გაყვანილი გზა და ხელოვნური ტბა იზიდავს ტურისტებს, აღდგენილი გზით კი ად