უკან

საზოგადოება

24 აგვისტო, 2019 15:20
font-size

„საპარტნიორო ფონდმა“ ბელარუსის მთავრობის მხარდაჭერით, მინსკში „ქართული სახლი“ გახსნა

„საპარტნიორო ფონდმა“ მინსკში „ქართული სახლი“ გახსნა. „საპარტნიორო ფონდის“ ინფორმაციით, პროექტი ბელარუსის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა.

მათივე ცნობით, საზეიმო ცერემონიალში მონაწილეობა საქართველოსა და ბელარუსის ოფიციალურმა პირებმა, ბიზნეს წრეების, დიასპორისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა მიიღეს.

„ქართული სახლი“ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების ახალ პლატფორმას წარმოადგენს და ქართული ნატურალური პროდუქტების ექსპორტის ხელშეწყობას, ქართველ და ბელარუს ბიზნეს წრეებს შორის საქმიანი ურთიერთობების გაღრმავებას, ქართული ტრადიციების, ისტორიისა და კულტურის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

„ქართული სახლი“ ღვინის მუზეუმს, ენოთეკას, ქართული ვაზის 8000-წლიანი ისტორიისა და ღვინის წარმოების ამსახველ უნიკალურ ექსპონატებს, საგამოფენო, საკონფერენციო და საპრეზენტაციო სივრცეებს, ასევე, ღვინისა და ქართული ნატურალური პროდუქტების მაღაზიას, ქართულ რესტორანს, თონესა და მარანს აერთიანებს.

მინსკში „ქართული სახლი“ ოფიციალურად „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ, საქართველოს ელჩმა ბელარუსში ვალერი კვარაცხელიამ და თბილის მერმა კახა კალაძემ გახსნეს და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს.

„მოხარული ვარ, რომ საქართველოსა და ბელარუსს შორის საქმიან ურთიერთობებში მზარდი დინამიკა არსებობს. მინსკში „ქართული სახლის“ გახსნა ამის საუკეთესო დასტურია. პროექტის განხორციელების იდეა ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს საქართველოში ვიზიტის დროს დაიბადა. მისი მხარდაჭერით, „საპარტნიორო ფონდს“ ბელარუსში ალკოჰოლური სასმელების შეტანისთვის სპეციალური კვოტები მიენიჭა. ჩვენი ქვეყნის მიზანია, ინტეგრაცია მოახდინოს მსოფლიო ეკონომიკურ სივრცეში.

ბელარუსი კი საქართველოსათვის ერთ-ერთ სტრატეგიულ სავაჭრო-ეკონომიკურ პარტნიორს წარმოადგენს, ამიტომ თანამშრომლობის განვითარებისთვის არსებული პოტენციალი მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ. „ქართული სახლი“ კარგ შესაძლებლობას მისცემს ქართველ მეწარმეებსა და ბიზნეს კომპანიებს საკუთარი პროდუქცია ბელარუსის ბაზარს შესთავაზონ, იმედი მაქვს „ქართული სახლი“ მინსკელებისთვის და ქალაქის სტუმრებისთვს საინტერესო და სასიამოვნო ადგილი გახდება“, - აღნიშნა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.

ღონისძიებაზე სპეციალურად მოწყობილ საგამოფენო სივრცეებში წარმოდგენილი იყო სხვადასხვა დასახელების ქართული ღვინო, ყველი, ჩურჩხელა, ჩირი, რაჭული ლორი, თაფლი, ჩაი, ნატურალური ჩიფსი, ქართული ხელნაკეთი ნივთები და ქართულ კულტურასთან დაკავშირებული სხვა აქსესუარები. მოწვეულმა სტუმრებმა „ქართული სახლი“ დაათვალიერეს და ქართული ნატურალური პროდუქტები დააგემოვნეს, ასევე, გაეცნენ საქართველოსა და ქართული ღვინის მრავალსაუკუნოვან ისტორიას.

„ქართული სახლის“ ვიზიტორებს საშუალება ექნებათ, არამხოლოდ დაათვალიერონ, არამედ შეიძინონ ქართული ნატურალური პროდუქტები. „ქართული სახლი“ ბელარუსში „თბილისობის“ აღსანიშნავი ღონისძიების ფარგლებში გაიხსნა.

საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა სამი პაციენტი

4 აგვისტო, 2020 , 10:40

საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნის ვებგვერზე stopcov.ge -ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1182 შემთხვევაა დადასტურ

დენის დარტყმის შედეგად 4 წლის ბავშვი დაიღუპა

3 აგვისტო, 2020 , 17:40

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავარძეთში 4 წლის ბავშვი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა მოხდა საცხოვრებელი სახლის ეზოში არსებულ დამხმარე სათავსოში, სადაც ბავშვს დენმა სადენებთან შეხები

მთავრობის ადმინისტრაციამ „კოვიდ-19“-ის მართვისა და პანდემიის გავლენის შესახებ კვლევის პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა

3 აგვისტო, 2020 , 17:40

მთავრობის ადმინისტრაციამ საერთაშორისო პარტნიორების და ექსპერტების მონაწილეობით, „კოვიდ-19“-ის მართვისა და პანდემიის გავლენის შესახებ კვლევის პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა. სამუშაო შეხვედრაზე მთავრობის ადმი

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0719 ლარი გახდა

3 აგვისტო, 2020 , 17:20

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0719 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0721 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

“პროცესი დაცლილია პოლიტიკური შემადგენლისგან” - ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო საქართველოს პრეზიდენტის დროშასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

3 აგვისტო, 2020 , 17:20

ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო საქართველოს პრეზიდენტის დროშასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. საბჭოს ინფორმაციით, საქართველოს კანონი „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების“ შესახებ საჯარო დაწესებულებებს ავალდ

ბედნიერი ვარ, რომ მისი ლოცვა-კურთხევა მივიღე - გრიგოლ ვაშაძე

3 აგვისტო, 2020 , 17:20

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე, საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს შეხვდა. „უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მიმიღო, და მე მას ილიაობ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე