უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

20 დეკემბერი, 2018 16:25
font-size

„საპარტნიორო ფონდმა“ ელექტრომობილების წარმოების დაწყებასთან დაკავშირებით, მემორანდუმი გააფორმა

„საპარტნიორო ფონდს“, შვედურ კომპანია „Uniti Sweden AB“-სა და „სილქ როუდ ჯგუფს“ შორის საქართველოში ელექტრომობილების წარმოების დაწყებასთან დაკავშირებით, მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის მიზანია ელექტრომობილების წარმოების მიმართულებით, ერთობლივი პროექტის განვითარების ძირთადი პრინციპების განსაზღვრა, აგრეთვე, კონკრეტული თანამშრომლობის სფეროებზე შეთანხმება. „საპარტნიორო ფონდი“ მზადყოფნას გამოთქვამს პროექტის დეტალებზე სამუშაოდ.

„საქართველოსთვის გასაკუთრებულად მნიშვნელოვანია ქვეყანაში განახლებადი ენერგიებისა და ეკომეგობრული პროექტების განვითარება. „Uniti Sweden AB“-ი ელექტრომობილების წარმოებაზე ინოვაციური, მაღალი ტექნოლოგიით მუშაობს და მსოფლიოში ამ მიმართულებით, ერთერთი წამყვანი ინოვატორი კომპანიაა. „საპარტნიორო ფონდისთვის“ საქართველოში ეკონოლოგიური გარემოს გაუმჯობესება, მაღალტექნოლოგიური წარმოების წახალისება, მსოფლიოს თანამედროვე ნოუჰაუს ათვისება, დანერგვა და ამ დარგში სამუშაო ადგილების შექმნა პრიორიტეტს წარმოადგენს“, განაცხადა დავით საგანელიძემ.

ოფიციალურ დოკუმენტს ხელი მოაწერეს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ, „Uniti Sweden AB”-ის დამფუძნებელმა ლიუის ჰორნმა და „სილქ როუდ ჯგუფის“ წარმომადგენელმა ვასილ კენკიშვილმა.

საკვანძო სიტყვები:

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმმა მუშაობა დაიწყო

22 ოქტომბერი, 2019 , 12:35

თბილისში დღეს მუშაობა დაიწყო „აბრეშუმის გზის ფორუმმა“, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პატრონაჟით ტარდება. ფორუმი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის ეროვნულ თეატრში საქართ

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9701 ლარი გახდა

21 ოქტომბერი, 2019 , 17:25

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9701 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9718 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

რუსთავის აზოტის ქარხანა საქართველოს არა მხოლოდ ერთ-ერთი მსხვილი, არამედ ერთ-ერთი ყველაზე ენერგოეფექტური საწარმოა - ნათია თურნავა

21 ოქტომბერი, 2019 , 16:00

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ რუსთავში, სს „რუსთავის აზოტის“ კონდენსაციური ელექტროსადგურის ოფიციალურ გახსნაში მიიღო მონაწილეობა. კონდენსაციური ელექტროსადგური საწარმოს ენერგოხარჯ

„ტურიზმის ტექნოლოგიების გადაწყვეტები ახალი აბრეშუმის გზის განვითარებისათვის“ - ტექნოპარკში ფორუმის ფარგლებში პარალელური ღონისძიება გაიმართა

21 ოქტომბერი, 2019 , 15:30

ტექნოპარკში თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში პარალელური ღონისძიება „ტურიზმის ტექნოლოგიების გადაწყვეტები ახალი აბრეშუმის გზის განვითარებისათვის“ გაიმართა. ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი

ჩვენი მიზანია ძლიერი, სოციალურად პასუხისმგებლიანი ქართული ბიზნესი - გიორგი გახარია

21 ოქტომბერი, 2019 , 14:10

“ ჩვენი მიზანია ძლიერი, სოციალურად პასუხისმგებლიანი ქართული ბიზნესი, თუმცა ისიც გვესმის, რომ სანამ სრულ სოციალურ პასუხისმგებლობამდე მივალთ, ვალდებულები ვართ ბიზნესს სრულად დავუჭიროთ მხარი“, - ამის შესახებ საქ

ყველა საკითხი, რომელიც მთავრობის მხრიდან სწრაფ და ეფექტიან რეჟიმში არის გადაწყვეტადი, იქნება გადაწყვეტილი - გიორგი გახარია

21 ოქტომბერი, 2019 , 12:30

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქტიურად ვხვდებოდით, განვიხილავდით ყველა მწვავე საკითხს, არ არსებობდა დახურული თემები და შესაბამისად, ეს პირველ რიგში, ხელს უწყობდა ჩვენი ეკონომიკის განვითარებას, - ამ სიტყ