უახლესი ამბები
- 17.04.2024 15:51სხვადასხვა ოლიგარქებზე გაფორმებული მთელი რუსული შავი სალარო შესაძლოა ვიხილოთ საქართველოში - გია ხუხაშვილი `ოცნების` ახალ კანონპროექტზე
- 17.04.2024 15:40პარლამენტმა, პირველი მოსმენით, 82 ხმით მხარი დაუჭირა “საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს
- 17.04.2024 14:54ამ პირობებში პარლამენტში ყოფნას ჩემთვის არც პოლიტიკური აზრი და არც მორალური გამართლება გააჩნია - გრიგოლ ვაშაძე
- 17.04.2024 13:38თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება
- 17.04.2024 13:30`საქართველოსთვის` დეპუტატებმა პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვეს
- 17.04.2024 12:54გთავაზობთ საერთო სიის გზით სიარულს ნეიტრალურ პლატფორმაზე, არა რომელიმე პარტიის ქვეშ, არამედ ნეიტრალურ პარტიაზე - მიხეილ სააკაშვილი
- 17.04.2024 12:28ეს არის ტყუილი, რასაც ხელისუფლების წარმომადგენლები და მომხრეები ამბობენ - გოჩა მირცხულავა
- 17.04.2024 12:21საკუთარი ქვეყნის ხელისუფლებას უჩივის სხვა ქვეყნის ხელისუფლებაში -პაპუაშვილი პრეზიდენტზე
- 17.04.2024 12:14პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი
- 17.04.2024 11:55ამდენი იმიტომ არ გვიბრძოლია დამოუკიდებლობისა და ევროინტეგრაციისთვის, რომ ვინმე უცხოელმა ჩემს ქვეყანას ისევ „ვარდების რევოლუციისკენ“ მოუწოდოს - მაია ბითაძე
არქივი
ეკონომიკა
საპარტნიორო ფონდს ჩინეთის ექსპორტისა და კრედიტების სადაზღვევო კორპორაციის ოფიციალური დელეგაცია ეწვია
საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ნათია თურნავამ ფონდში ჩინეთის უმსხვილესი ექსპორტისა და კრედიტების სადაზღვევო კორპორაცია Sino Sure-ს დელეგაცია მიიღო.
საპატრნიორო ფონდის ინფორმაციით, Sino Sure-ის ოფიციალურ დელეგაციას კორპორაციის თავმჯდომარე ვან ი ხელმძღვანელობს. საპარტნიორო ფონდში გამართულ შეხვედრას ჩინური კორპორაციის ხელმძღვანელობა და ფონდის მენეჯმენტი ესწრებოდა. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობისა და იმ კონკრეტული ნაბიჯების შესახებ ისაუბრეს, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას და ქართულ-ჩინური ერთობლივი პროექტების განხორციელებას.
შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ „საპარტნიორო ფონდი“ და SINOSURE ქართულ და ჩინურ პროექტებს კოორდინაციას და მხარდაჭერას ერთობლივად გაუწევენ. 21 სექტემბერს SINOSURE-სა და საპარტნიორო ფონდს შორის გაფორმდება ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც სხვადასხვა საინვესტიციო პროექტების ერთობლივი დაფინანსების მექანიზმების შემუშავებას, ინფორმაციისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარებას ითვალისწინებს ისეთ ეკონომიკურ სფეროებში, როგორიცაა სამთო გადამუშავება, სოფლის მეურნეობა, მშენებლობა, ენერგეტიკა ტრანსპორტი და ვაჭრობა.
საქართველო-ჩინეთს შორის სავაჭრო საინვესტიციო ურთიერთობების მიზნით ურთიერთგაგების მემორამდუმზე ხელის მოწერის ოფიციალური ცერემონია 21 სექტემბერს, პეკინში იგეგმება. ოფიციალურ დოკუმენტს ხელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქმიანი ვიზიტით მყოფი საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე და SINOSURE კორპორაციის ხელმძღვანელი ვან ი მოაწერენ.
მხარეები ერთობლივად იმუშავებენ „ერთი სარტყელი-ერთი გზის“ ინიციატივის ფარგლებში ეკონომიკური თანამშრომლობისა და წარმოების შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით. ასევე, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, SINOSURE და „საპარტნიორო ფონდი“ გაუზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას და საუკეთესო პრაქტიკას ექსპორტის საკრედიტო სააგენტოების ფუნქციონირებისა და განვითარების მიმართულებით. SINOSURE მზად არის უზრუნველჰყოს ჩინეთსა და საქართველოს შორის ვაჭრობის შესაძლებლობების მხარდაჭერა სხვადასხვა შესაძლო ღონისძიებით. ჩარჩო ხელშეკრულების ფარგლებში, იგეგმება ორმხრივი სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბება.
ჩინეთის ექსპორტისა და საკრედიტო სადაზღვევო კორპორაცია SINOSURE -ს ოფიციალური დელეგაცია ვიზიტის ფარგლებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს ზურაბ ალავიძეს შეხვდა.