უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

8 მარტი, 2017 14:00
font-size

საპარტნიორო ფონდს ჩინეთის ტურისტული სააგენტოს დელეგაცია ესტუმრა

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ფონდში ჩინეთის უმსხვილესი ტურისტული კომპანიის Beijing Xin Changcheng International Travel Agency Limited company-ის დელეგაცია მიიღო. დელეგაციას კომპანიის გენერალური დირექტორი წუო ჩამგ ხუა ხელმძღვანელობდა.

ჩინური კომპანია საქართველოს ტურიზმის სფეროში ინვესტირებით არის დაინტერესებული.

ჩინური კომპანია საქართველოს ტურისტულ ინდუსტრიაში ჩართვისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. ფონდში გამართულ ოფიციალურ შეხვედრაზე ჩინურმა მხარემ ქვეყანაში 5 ვარსკვლავიანი სასტუმროსა და გოლფის მოედნების მშენებლობის სურვილი გამოთქვა. საუბარი შეეხო ასევე, ჩინეთ-საქართველო-ევროპას შორის პირდაპირი ფრენების დაწყების საკითხსაც.

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ჩინური კომპანიის წარმომადგენლებს ფონდის საქმიანობა, მანდატი, პრიორიტეტები, ტურიზმის სფეროში მიმდინარე პროექტები და ასევე, წყალტუბოსა და რაჭის განვითარების კონცეფცია გააცნო. ჩინური მხარე სამკურნალო - სარეაბილიტაციო კურორტების განვითარებაში ინვესტირებით დაინტერესდა.

ფონდში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. 2016 წლის მონაცემებით ჩინელი ტურისტების რაოდენობამ მსოფლიოში 122 მილიონს გადააჭარბა, რაც მთლიანი მოსახლეობის მხოლო 10 % შეადგენს. ჩინური ტურისტული კომპანია საწყის ეტაპზე საქართველოში მაღალი დონის ტურების ორგანიზებას გეგმავს, რომელიც ქართულ კულტურას, ღვინოსა და ისტორიულ მემკვიდრეობას გაუწევს პოპულარიზაციას.

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი