უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

29 ოქტომბერი, 2016 14:00
font-size

საპარტნიორო ფონდს რუმინულ-თურქული კომპანიის წარმომადგენლები ეწვივნენ

საპარტნიორო ფონდს ეწვია რუმინულ-თურქული კომპანია SU MARKETS, რომელიც საქართველოში ინფრასტრუქტურულის სექტორში ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს, – აცნობეს მედიანიუსს საპარტნიორო ფონდიდან.

კომპანიის წარმომადგენლებმა ფონდს ლოჯისტიკის ცენტრის პროექტი გააცნეს და როტშილდების ფონდის (LTD Edmond De Rothschild) სახით პოტენციური დამფინანსებელი წარუდგინეს. რუმინულ-თურქული კომპანია საქართველოში ლოჯისტიკის ცენტრისა და ხილისა და ბოსტნეულის სამაცივრე მეურნეობის განვითარებით არის დაინტერესებული.

საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლები თებერვალში SU MARKETS-ის მიწვევით იმყოფებოდნენ რუმინეთში, სადაც სამაცივრე მეურნეობები დაათვალიერეს და კომპანიის ხელმძღვანელებს შეხვდნენ.

SU MARKET წარმოდგენს თურქულ რუმინულ კომპანიას, რომელიც 2005 წლიდან ერთდროულად ახორციელებს ლოჯისტიკური ცენტრების მშენებლობებსა და მართვას. კომპანია ბუქარესტში ფლობს და მართავს 100 000 კვ.მ-ზე განთავსებულ რუმინეთის ერთ ერთ ყველაზე დიდ ხილისა და ბოსტნეულის სავაჭრო ცენტრს.

კომპანიას გააჩნია როგორც კერძო ინვესტორებთან ასევე მთავრობასთან თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება.

საკვანძო სიტყვები:

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9701 ლარი გახდა

21 ოქტომბერი, 2019 , 17:25

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9701 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9718 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

რუსთავის აზოტის ქარხანა საქართველოს არა მხოლოდ ერთ-ერთი მსხვილი, არამედ ერთ-ერთი ყველაზე ენერგოეფექტური საწარმოა - ნათია თურნავა

21 ოქტომბერი, 2019 , 16:00

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ რუსთავში, სს „რუსთავის აზოტის“ კონდენსაციური ელექტროსადგურის ოფიციალურ გახსნაში მიიღო მონაწილეობა. კონდენსაციური ელექტროსადგური საწარმოს ენერგოხარჯ

„ტურიზმის ტექნოლოგიების გადაწყვეტები ახალი აბრეშუმის გზის განვითარებისათვის“ - ტექნოპარკში ფორუმის ფარგლებში პარალელური ღონისძიება გაიმართა

21 ოქტომბერი, 2019 , 15:30

ტექნოპარკში თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში პარალელური ღონისძიება „ტურიზმის ტექნოლოგიების გადაწყვეტები ახალი აბრეშუმის გზის განვითარებისათვის“ გაიმართა. ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი

ჩვენი მიზანია ძლიერი, სოციალურად პასუხისმგებლიანი ქართული ბიზნესი - გიორგი გახარია

21 ოქტომბერი, 2019 , 14:10

“ ჩვენი მიზანია ძლიერი, სოციალურად პასუხისმგებლიანი ქართული ბიზნესი, თუმცა ისიც გვესმის, რომ სანამ სრულ სოციალურ პასუხისმგებლობამდე მივალთ, ვალდებულები ვართ ბიზნესს სრულად დავუჭიროთ მხარი“, - ამის შესახებ საქ

ყველა საკითხი, რომელიც მთავრობის მხრიდან სწრაფ და ეფექტიან რეჟიმში არის გადაწყვეტადი, იქნება გადაწყვეტილი - გიორგი გახარია

21 ოქტომბერი, 2019 , 12:30

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქტიურად ვხვდებოდით, განვიხილავდით ყველა მწვავე საკითხს, არ არსებობდა დახურული თემები და შესაბამისად, ეს პირველ რიგში, ხელს უწყობდა ჩვენი ეკონომიკის განვითარებას, - ამ სიტყ

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9682 ლარი გახდა

17 ოქტომბერი, 2019 , 17:15

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9682 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9663 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ