უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

25 ნოემბერი, 2021 10:54
font-size

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 623 თბილისში, 822 იმერეთში, 428 კი შიდა ქართლში გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 623 თბილისში, 822 იმერეთში, 428 კი შიდა ქართლში გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

„Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 52 987 კვლევა ტესტით, მათ შორის 32 808 კვლევა ანტიგენის ტესტით და 20 179 „პისიარ“ ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 331 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 826 714-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 24 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.17%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.06% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.06%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 804 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 768 559. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 57 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 11 736 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 331 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 623 შემთხვევა, აჭარა – 184, იმერეთი – 822, ქვემო ქართლი – 245, შიდა ქართლი – 428, გურია – 86, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 326, კახეთი – 311, მცხეთა-მთიანეთი – 140, სამცხე-ჯავახეთი – 133, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 33. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 46 393 საიდანაც: 6 523 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 575, აჭარაში – 506, იმერეთში – 1 404.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 670 პირი, მათ შორის, თბილისში – 662, აჭარაში – 126, იმერეთში – 504. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 377 პირი, მათგან თბილისში – 210, აჭარაში – 42, იმერეთში – 39. 1 148 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 723 – თბილისში, 247 – აჭარაში.

38 722 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 49 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 49, ხოლო აჭარაში – 9. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 24 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია – 25 293 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 42 603 ადამიანი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი