უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

16 მაისი, 2017 14:20
font-size

საპატრიარქო მთავრობას მოუწოდებს, ელეტროგადამცემი ხაზების გაყვანის საკითხზე მოსახლეობასთან შემხვედრი ნაბიჯები გადადგას

საპატრიარქომ ფასანაურში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების გაყვანის შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „მედიანიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.

„დიდად ვწუხვართ იმ მღელვარების გამო, რაზ ყაზბეგის რაიონსა და მთიულეთში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების გაყვანას მოჰყვა. მოსახლეობის ნაწილი საპატრიარქოშიც მოვიდა და არსებული ვითარება გაგვაცნო.

ერთი მხრივ, გასაგებია სამინისტროს პოზიცია: გვესმის, რომ ქვეყანას ეკონომიკური წინსვლა სჭირდება და, როგორც ჩანს, ეს არის მთავარი მოტივი აღნიშნული ქმედებისა, მაგრამ იმავე მიზანს ემსახურება ტურიზმის განვითარებაც, რაც სახელმწიფომ თავის პრიორიტეტად გამოაცხადა.

უცხოელებს ჩვენს კულტურასთან ერთად, ხელუხლებელი ბუნება და ეკოლოგიურად სუფთა გარემოც იზიდავთ; მთის იჯახური ტურიზმი ერთ-ერთი სერიოზული მიმართულებაა და მას ხელი არ უნდა შეეშალოს. არადა, დასახლებულ პუნქტებთან მაღალი ძაბვის სადენების სიახლოვე ამ მხრივაც უარყოფითად იმოქმედებს. რაც შეეხება არსებულ დაძაბულობას, ამბობენ, რომ პროცესები მართულია. ასეც რომ იყოს, მაინც ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ გამოსავალი მოიძებნოს. ეს კი დამატებით ფინანსურ ხარჯებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. მაგრამ სჯობს, გარკვეული თანხები იქნას გაღებული, ოღონდ, სადაც არის შესაძლებელი, შემხვედრი ნაბიჯები გადაიდგას და ხალხმა თანადგომა დაინახოს.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ხელისუფლებამ დიდი ძალისხმევა ჩადო მთის კანონის შემუშავებასა და მის რეალიზაციაში და მოსახლეობას მაღალმთიან რეგიონებში არათუ დარჩენის, ქალაქებიდან დაბრუნების სურვილი გაუჩინა. ეს განწყობა, ეს მიღწევა არ უნდა გაუფერულდეს.

შევთხოვოთ ღმერთს, მშვიდობა და კეთილდღეობა მომადლოს საქართველოს“, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

ანა მებურიშვილი

ცესკო კიდევ ერთხელ მიმართავს თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, დარეკონ ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრში და მოითხოვონ გადასატანი საარჩევნო ყუთი

26 ოქტომბერი, 2020 , 16:20

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) კიდევ ერთხელ მიმართავს თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს იაქტიურონ, დარეკონ ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრში და მოითხოვონ გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურება. იმისათვის, რომ თ

ცესკო კიდევ ერთხელ მიმართავს თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, დარეკონ ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრში და მოითხოვონ გადასატანი საარჩევნო ყუთი

26 ოქტომბერი, 2020 , 15:57

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) კიდევ ერთხელ მიმართავს თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს იაქტიურონ, დარეკონ ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრში და მოითხოვონ გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურება. იმისათვის, რომ თ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე მოსწავლეთა გუნდების მიერ შექმნილი 8 პროექტი „ლეონარდო და ვინჩის“ კონკურსის ფინალშია

26 ოქტომბერი, 2020 , 12:45

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის ბაზაზე მოსწავლეთა გუნდების მიერ შემუშავებული საინჟინრო მიმართულების 8 პროექტი, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2020 წლის „ლ

სისტემურ შეზღუდვებს არ ვაწესებთ და ვაგრძელებთ ვირუსთან ადაპტაციას და მის მართვას წერტილოვანი და ლოკალური შეზღუდვებით - ნათია მეზვრიშვილი

26 ოქტომბერი, 2020 , 12:10

ჩვენ სისტემურ შეზღუდვებს არ ვაწესებთ და ვაგრძელებთ ვირუსთან ადაპტაციას და მის მართვას წერტილოვანი და ლოკალური შეზღუდვებით, იქ, სადაც ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით ამის საჭიროება არსებობს, - ამის შესახებ საქარ

თუ გვექნება წესების 90 %-იანი შესრულება, განსაკუთრებით პირბადის ტარებისა და დისტანციის დაცვის ნაწილში, შევძლებთ, რომ დაახლოებით 70%-ით ვირუსის გავრცელების ტემპი შევანელოთ - ნათია მეზვრიშვილი

26 ოქტომბერი, 2020 , 12:10

მკაცრი რეკომენდაცია გავეცით 3 ქალაქში - თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში გარე სივრცეშიც პირბადის ტარებასთან დაკავშირებით და უმნიშვნელოვანესია, ჩვენმა მოქალაქეებმა ეს წესი ზედმიწევნით შეასრულონ, განსაკუთრებით, იმ ადგილებში,

სადაზღვევო კომპანიების ოჯახის ექიმები კორონავირუსის მართვაში დღეიდან ჩაერთვებიან - ეკატერინე ტიკარაძე

26 ოქტომბერი, 2020 , 12:10

სადაზღვევო კომპანიების ოჯახის ექიმები კორონავირუსის მართვაში დღეიდან ჩაერთვებიან, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდო