უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

15 მარტი, 2018 14:15
font-size

საპატრიარქოს განცხადება არის მცდელობა, თავისი მძიმე პრობლემები გადააბრალოს „რესპუბლიკელებსა“ და „სხვა“ ძალებად მოხსენიებულ გარესუბიექტებს - რესპუბლიკელები

„რესპუბლიკური პარტია“ საპატრიარქოს განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, პარტიის განცხადებები წინასაარჩევნო პერიოდში ეკლესიაზე თავდასხმას წარმოადგენდა.

„რესპუბლიკელებმა“ საპატრიარქოს მიერ გავრცელებული საგანგებო განცხადება „უთანასწორობისა და ჩაგვრის წახალისების“ კიდევ ერთ მცდელობად შეაფასეს და განმარტეს, რომ გააკრიტიკებენ ნებისმიერ სახელისუფლებო თუ არასახელისუფლებო ინსტიტუციას, რომელიც უგულვებელყოფს ადამიანის თავისუფლებას და თანასწორობას.

„რესპუბლიკური პარტია ეხმიანება საპატრიარქოს საგანგებო განცხადებას, რომელიც გუშინ გაახმოვანა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ საარჩევნო კამპანიის მანძილზე რესპუბლიკური პარტიის მიერ გაკეთებული განცხადებები, ციანიდის საქმე, ჯიპები და 25 მილიონი არის მიზანმიმართული თავდასხმა ეკლესიაზე, რადგან „ზოგიერთი ძალისთვის ყოვლად მიუღებელია ჩვენი ეკლესიისა და კათალიკოს-პატრიარქის მაღალი ავტორიტეტი და რეიტინგი“.

ბ-ნი ბოტკოველის მიერ ჩამოთვლილი „რესპუბლიკური პარტიის მიერ გაკეთებული განცხადებები, ციანიდის საქმე, ჯიპები და 25 მილიონი“ არის უტყუარი ფაქტები, რაც მკაფიოდ ადასტურებს, რომ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია - ავტოკეფალიის აღმდგენი, ოკუპაციის მედგარი და მთავარი მოწინააღმდეგე, რომელსაც ჰყავდა შეუპოვარი პატრიარქები (კირიონი, ლეონიდე, ამბროსი) და უამრავი ღირსეული სასულიერო პირი, დღევანდელმა ხელმძღვანელობამ ჯერ საბჭოთა, მერე კი პოსტსაბჭოთა რეჟიმების ნაწილად, ხელისუფალთა უმცროს პარტნიორად აქცია. იკადრა სახელისუფლო ქრთამის აღება - ეს არის ბიუჯეტის 25 მილიონი ყოველწლიურად, ეს არის ისედაც მწირი ადგილობრივი თვითმმართველობის პერმანენტული ძარცვა მიწებით, ფულით, სამშენებლო მასალით, ეს არის ენით აუწერელი სატრაპეზოებით ნებივრობა, ეს არის მუდმივად ხელგაწვდილ მდგომარეობაში ყოფნა, ეს ჩრდილოეთის პატრონთან მიმართ ზღვარსგადასული შიში და რიდიცაა. თანამედროვე ყანდური - ეს არის საპატრიარქოს სახე დღეს. „შუა საუკუნეების ლიბერალიზმს“ „პოულობს“ საპატრიარქოს ხელმძღვანელი და მოდერნი და პოსტმოდერნი მიაჩნია, თურმე, რწმენის მთავარ მოწინააღმდეგედ მის თანამოსაყდრეს. ცივილიზებული დასავლეთი კი ჩიხიაო - ეს არის პირველი „სიბრძნე“, რაც ამცნო საზოგადოებას მომავალი პატრიარქობის ფავორიტმა კანდიდატმა.

აი, ასეთ საქციელსა თუ უსაქციელობას, აზრსა თუ უაზრობას ეწირება ეკლესიისა და კათალიკოს-პატრიარქის „ალალი ავტორიტეტი და რეიტინგი“ და არა „მიზანმიმართულ თავდასხმას“, როგორც ბ-ნ ბოტკოველს და მის უფროსებს ჰგონიათ.

ჩვენ, რესპუბლიკელებს, ღრმად გვწამს, რომ არ არსებობს ავტორიტეტი ადამიანისა და ადამიანის უფლებების გარეშე! ის ღირებულებები, რომელთა ერთგულიც არის რესპუბლიკური პარტია, გაწერილია ადამიანის უფლებების საერთაშორისო აქტებსა და საქართველოს კონსტიტუციაში; შესაბამისად, ნებისმიერი პირი თუ ინსტიტუცია, რომელიც არ ცნობს და არ აღიარებს თითოეული ინდივიდის თავისუფლებას, ყოველთვის იქნება ჩვენი მწვავე კრიტიკის ობიექტი. ადამიანი დაბადებით თავისუფალია და თანასწორია, მას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. საპატრიარქოს მიერ გავრცელებული საგანგებო განცხადება კი კიდევ ერთხელ არის უთანასწორობისა და ჩაგვრის წახალისება!

ციანიდის საქმემ დაადასტურა ის ფაქტი, რომ თავად საპატრიაქროს წიაღში უმძიმესი მდგომარეობაა. ხელისუფლების გარკვეული ძალები საპატრიაქროსთან ერთად ცდილობენ, ჩაახშონ საჯარო დისკუსია აღნიშნულ საკითხზე და ხელი შეუშალონ საზოგადოებას კანონიერი ინტერესის დაკმაყოფილებაში - სიმართლის გაგებაში. განცხადებაში იკითხება მცდელობა, საპატრიარქოში დაგროვებული მძიმე პრობლემები, რომელმაც თავი ვერ დამალა, გადააბრალონ რესპუბლიკურ პარტიას და „სხვა“ ძალებად მოხსენიებულ გარესუბიექტებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ხსენებულ ინსტიტუციაში არსებული ვითარების სიმძიმეს.

მსგავსი საბჭოური მეთოდები არის რეგრესისა და ქვეყნის ჩამორჩენის საფუძველი. თანამედროვე რესპუბლიკური პოლიტიკა ეფუძნება უზენაეს ღირებულებებს, რომელთა გარეშე შეუძლებელია დემოკრატიული სახელმწიფოს პროგრესი. ამ გზაზე ჩვენ დავუპირისპირდებით ნებისმიერ სახელისუფლებო თუ არასახელისუფლებო, ფაქტობრივად მასთან შეზრდილ ინსტიტუციას, რომელიც უგულვებელყოფს ადამიანის თავისუფლებას და თანასწორობას, წაახალისებს დისკრიმინაციას, ჩაერთვება კორუფციაში და ნებისმიერი სხვა ფორმით ეცდება ქვეყანა დაუბრუნოს ჩვენი სახელმწიფოს მრავალსაუკუნოვანი ინსტორიის მანძილზე ყველაზე დამანგრეველ პერიოდს - საბჭოთა ეპოქას.

ერში ტრადიციული მტრის (მეტწილად რესპუბლიკელების) მერე, ბერშიც დაიწყო პატრიარქმა და მისმა თანამოსაყდრემ მტრების ძებნა - სასულიერო პირების მხილება დააანონსა ბ-მა ბოტკოველმა. ეს ეპისკოპოს შიოს პირველი ნაბიჯებიდანაა, როგორც ჩანს. ნადირობა კუდიანებზე - შინ და გარეთ, ერსა და ბერში - აი, დღევანდელი, საქართველოსა და რუსეთის ხელისუფალთ დამორჩილებული საპატრიარქოს სახე!

„რესპუბლიკელები“ მოველით, რომ საპატრიარქო გათავისუფლდება ამ წნეხისგან - კვლავ გახდება თავისუფლების ორიენტირების - საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობის აღმდგენი სასულიერო პირების ღირსი. ჩვენ ახლო მომავალში ისევე მოველით მჭიდრო თანამშრომლობას სასულიერო იერარქებთან, როგორც ამას ჩვენი პოლიტიკური წინაპრები - ევროპული ორიენტაციის ქართული დემოკრატიული პოლიტიკური ძალები ახერხებდნენ - მაშინ საერო და სასულიერო პირებმა ერთობლივად უზრუნველყვეს ავტოკეფალიის აღდგენაც, პატრიარქის არჩევაც, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებაც და მის დასაცავად ბრძოლაც!

ამის იმედს გვაძლევს წესიერი, კვალიფიციური სასულიერო პირების საქმიანობაც, მათ შორის სინოდის წევრებსაც ვგულისხმობთ. საპატრიარქოს დღევანდელი მესვეურნი კი მტრებს ეძებენ სასულიერო პირებში. სინოდშიც?

რესპუბლიკური პარტია შეიქმნა საბჭოთა კავშირის დანგრევის და საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების რწმენით, ეს შედეგი მიღწეულია, ჩვენი მოქალაქეების ძალისხმევით!

დღეს რესპუბლიკური პარტია იბრძვის საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციისათვის და ეს შედეგიც დადგება, ჩვენი მოქალაქეების ძალისხმევით!“, - წერია „რესპუბლიკელების“ განცხადებაში.

ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, კეზერაშვილს საწყალ დევნილად როცა გიცხადებენ, ევროპარლამენტარის განცხადებას ფასი ვერ ექნება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 18:13

წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში

ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:47

ვიცით, რომ ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვ

ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი, რომლის კულმინაცია იყო „იმედში“ სპეცრაზმით შეჭრა - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:41

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი და მათი ეს დამოკიდებულება გრძელდება. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციი

კონტრაქცია ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამია - სოფო ჯაფარიძე

23 აპრილი, 2024 , 17:34

კონტრაქცია ნიშნავს იმას, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამი - ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დაუპირისპირონ ამ გულწრფელ და გულანთებულ ქართველებს ის ადამიანები, რომლებიც ძალით მოჰყავთ აქციაზე

კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი, ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:26

კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი. ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირ

ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:21

ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი