უკან

საზოგადოება

1 დეკემბერი, 2017 13:55
font-size

საპატრულო ეკიპაჟები ყველაზე მაღალი ტრაფიკის მქონე სკოლების წინ და მძიმე გზაჯვარედინებთან მორიგეობენ - გიორგი გახარია

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საპატრულო ეკიპაჟები სწავლის დაწყების პერიოდში ყველაზე მაღალი ტრაფიკის მქონე სკოლებთან მორიგეობენ.

მინისტრის თქმითვე, საპატრულო ეკიპაჟები ყველაზე მძიმე გზაჯვარედინებთანაც მორიგეობენ.

ამის შესახებ მინისტრმა დედაქალაქის მერთან კახა კალაძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

გიორგი გახარიას თქმით, შსს-ში კახა კალაძესთან შეხვედრის ძირითადი თემა იყო, რომ ეს უწყებები ვალდებულნი არიან, ძალიან მაღალი ხარისხის კოორდინაციაში იყვნენ ერთმანეთთან.

„ჩვენი თანამშრომლები გავაცანით ერთმანეთს და დავუსახეთ ის ამოცანები, რომლებიც მათ უახლოეს პერიოდში უნდა გადაწყვიტონ. ეს არის, რა თქმა უნდა, ტრაფიკი თბილისში, ტრაფიკთან დაკავშირებული თემები, სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობა, უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფა და კიდევ ბევრი საკითხი“, - აღნიშნა გახარიამ.

მისივე თქმით, მერს რამდენიმე სიახლის შესახებ ინფორმაცია გააცნეს.

„საპატრულო ეკიპაჟები უკვე ყველაზე მაღალი ტრაფიკის მქონე სკოლების წინ მორიგეობენ, სწავლის დაწყების პერიოდში, რათა მიეხმარონ ჩვენს მოქალაქეებს, ასევე, უზრუნველყონ ტრაფიკის შეუფერხებლობა, გადაადგილება. სადაც ყველაზე მძიმე გზაჯვარედინებია, უკვე მორიგეობენ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, რათა მძღოლებს მიეხმარონ ტრაფიკთან გამკლავებაში.

თუმცა, ყველას კარგად გვესმის, რომ ეს არის სწრაფი რეაგირების კომპონენტი, ეს არ არის სისტემური გადაწყვეტა და ამიტომ, ჩვენ ქალაქის მერიის წარმომადგენლებთან ვისაუბრეთ, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უფრო სისტემურად მივუდგეთ ამ პრობლემებს“,- განმარტა შს მინისტრმა.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

მოვითხოვთ პარლამენტმა დაუყონებლივ აკრძალოს გვამებით ვაჭრობა და დაჩქარებული წესით მიიღოს ჩვენი კანონპროექტი - ლაშა ჩხარტიშვილი

20 აპრილი, 2019 , 16:45

დღეს, „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ–ერთმა ლიდერმა ლაშა ჩხარტიშვილმა, პარლამენტში „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ, მის მიერ მომზადებული კანონპროექტი გამაფრთხილე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით მოსახლეობას მიმართავს

20 აპრილი, 2019 , 14:50

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით მოსახლეობას მიმართავს. უწყებაში აცხადებენ, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე ბზის ხმობა ბოლო რამოდენიმე წელიწადია განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენ

მთაწმინდელებში ცალსხად ერთი განწყობაა, ხელისუფლება უნდა შეიცვალოს - შალვა შავგულიძე

20 აპრილი, 2019 , 12:15

ბლოკ „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა შავგულიძე ამომრჩევლებს ხვდება. შალვა შავგულიძე პეტრიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა. როგორც „ევროპული

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ლაზარეს შაბათს აღნიშნავს

20 აპრილი, 2019 , 11:12

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ლაზარეს შაბათს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება. წმინდა სახარების მიხედვით, უფალმა მისი მეგობარი, ოთხი დღის მკვდარი ლაზარე მკვდრეთით აღადგინა. ლაზარეს შაბათს სრ

ნინო ანანიაშვილი ევროპა ნოსტრას პრეზიდენტი გახდა

20 აპრილი, 2019 , 10:20

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი ევროპა ნოსტრას საპატიო პრეზიდენტად აირჩიეს. „ჩემთვის დიდი პატივია ვიყო ევროპა ნოსტრას პრეზიდენტი საქართველოში. ევროპა ნოსტრას პრეზ

საქართველოს მთავრობამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო პროგრამა დაიწყო

19 აპრილი, 2019 , 15:40

საქართველოს მთავრობამ დაიწყო საგანმანათლებლო პროგრამა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდებისთვის. საკითხი დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, მიმდინარე

ვიდეო გალერეა

ნატო ჩხეიძე ინგა გრიგოლიასთან `რეაქციაში` - 07.03.2019