უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

20 დეკემბერი, 2017 11:45
font-size

საპატრულო პოლიცია უფრო სწრაფი და მოქნილი უნდა გახდეს - გიორგი გახარია

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საპატრულო პოლიციის რეფორმა ახალ ეტაპზე უნდა გადავიდეს, რომელიც სისტემას უფრო სწრაფსა და მოქნილს გახდის. ამის შესახებ მან დარგობრივი კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ისაუბრა, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

„საპატრულო პოლიციის რეფორმირების შემდგომ ეტაპზე გადასვლის დრო მოვიდა. რამდენიმე წლის წინ, საპატრულო პოლიციამ განიცადა რეფორმირება და ეს რეფორმა წარმატებით ჩატარდა, თუმცა, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ამ რეფორმის ძირითადი კომპონენტი შეეხო ე.წ. ფრონტის ნაწილს.

სამწუხაროდ, ის პროცესები და პროცედურები, რომლებიც უნდა იყოს თვითონ სისტემაში და ინსტიტუტში, საჭიროებს დახვეწას. საერთოდ არ მუშაოს ისეთი კომპონენტები, როგორიც არის გაციფროვნება და დიჯიტალიზაცია. ჩვენ დღეს ვხედავთ აშკარა ტენდენციას, როდესაც პატრულის მომსახურეობა და საპოლიციო მომსახურეობა უფრო ფართოვდება. მოსახლეობაში საპოლიციო მომსახურეობაზე და სერვისებზე მოთხოვნა იზრდება და ჩვენ თუ ე.წ. ბექის კომპონენტი სასწრაფოდ არ დავალაგეთ, საპატრულო პოლიციის შემდგომი განვითარება იქნება რთული. ამიტომ, ის პირველი ამოცანები, რომელიც დღეს საპატრულო პოლიციის წინაშე დგას, არის ის, რომ გახდეს უფრო სწრაფი და მოქნილი. საპატრულო პოლიციამ უნდა მიიღოს სერვისზე ორიენტირებული პლატფორმის სახე და ეს საპოლიცო სერვისები უფრო გაფართოვდება და მოხმარდება მოქალაქეების პირველადი უსაფრთხოების მიმართულებით მოთხოვნების დაკმაყოფილებას“, -თქვა გახარიამ.

ანა მებურიშვილი

„პარტიულად ვხაზავთ 2-ს, მაჟორიტარში 5-ს“ - `ევროპულმა საქართველომ` გლდანის აქტივს ნიკა მელია წარუდგინა

13 ივლისი, 2020 , 15:21

"ევროპული საქართველოს" ლიდერებმა გლდანის აქტივს ერთიანი ოპოზიციის მიერ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელებული ნიკა მელია წარუდგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტომასალას პარტიის გენერალური მდივანი გიგი უგულავა

პარტიის თავმჯდომარის გადასაწყვეტია, იქნება თუ არა პარტიული სიის სათავეში - მამუკა მდინარაძე

10 ივლისი, 2020 , 15:20

„იქნება თუ არა ბიძინა ივანიშვილი სიის პირველი ნომერი, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პარტიის ხელმძღვანელის გადასაწყვეტი,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქ

მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, საგარეო უწყებაში უკრაინის ელჩთან შეხვედრა გაიმართა

10 ივლისი, 2020 , 15:20

საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან იგორ დოლგოვთან შეხვედრა გაიმართა. როგორც „მედიანიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კიდე

საქართველოს პროგრესს არაფერი ემუქრება -გიორგი გახარია

10 ივლისი, 2020 , 13:20

ჯერჯერობით, ეს არის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც კომიტეტებს გადის. რა თქმა უნდა, ამაში სასიამოვნო არაფერი არ არის. მიუხედავად იმისა, ჩვენ ყველას გვესმის, რომ ის პუნქტები, რომელიც იქ არის ჩამოთვლილი, საქართველო ყოველ

თუნდაც მე ვიქნები ბოლო ნომერი, სიაში ვინ იქნება პირველი, ამას არ აქვს მნიშვნელობა - გიორგი გახარია

10 ივლისი, 2020 , 12:50

სიაში ვინ იქნება პირველი, ამას კი არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია ყველამ - ოპოზიციამ, მთავრობამ, სამოქალაქო საზოგადოებამ, ჩავატაროთ სანიმუშო არჩევნები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ჟურნალი

„ქართული ოცნების“ კლანური მმართველობა საქართველოს ძალიან ძვირი უჯდება - გიორგი ვაშაძე

10 ივლისი, 2020 , 12:15

„ამერიკის კონგრესის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს მიმართ სანქციები დააწესა, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს და თითოეულ მოქალაქეს პრობლემებს შეუქმნის,“ - ამის შესახებ „ახალი საქართველოს&ldquo

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე