უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

12 ოქტომბერი, 2019 14:15
font-size

საპატრულო პოლიციამ თბილისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყაჩაღობის ბრალდებით, 1971 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.თ. თბილისში დააკავეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, 26 მაისის მოედანზე, 1968 წელს დაბადებულ გ.თ.-ს იარაღის მსგავსი საგნით, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, 1100 ლარი წაართვა და მიიმალა.

„დაზარალებულმა შემთხვევის ადგილზე უმოკლეს დროში მისულ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს ა.თ.-ს გარეგნული ნიშნები აღუწერა და მისი წასვლის მიმართულება მიუთითა.

სამართალდამცველებმა ბრალდებულს რამდენიმე წუთში, ერთ-ერთი კაზინოს ვესტიბიულში მიაკვლიეს. პოლიციამ ადგილზე ჩაატარა მისი პირადი ჩხრეკა და უკანონოდ მოპოვებული ფული ნივთმტკიცებად ამოიღო. ასევე, ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღიც“, - აცხადებენ შსს-ში.
მათივე ცნობით, გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

არ ჩანს პოლიციის დაინტერესება, გამოძიოს რუსეთის ფედერაციის მოქალაქის წინააღმდეგ საქმე, რომელმაც სასამართლოს გადაწყვეტილება ყალბი დოკუმენტების საფუძველზე მიაღებია - „ახალგაზრდა ადვოკატები“

15 ივლისი, 2020 , 15:46

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ ბავშვთა საერთაშორისო გატაცების საქმეზე გადაწყვეტილება ყალბი დოკუმენტების საქმეზე მიიღო, რაც უპრეცედენტო მნიშვნელობის ფაქტია, მაგრამ მართლმსაჯულებისა და დანაშაულის

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გასაღებაში ბრალდებულს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა

15 ივლისი, 2020 , 13:40

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღებაში და

ქურდობისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის ბრალდებით ხუთი პირი დააკავეს

15 ივლისი, 2020 , 11:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისსა და ბათუმში,

პროკურატურა მზადყოფნას გამოთქვამს, გიორგი შაქარაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში სახალხო დამცველთან ითანამშრომლოს

14 ივლისი, 2020 , 14:44

საქართველოს პროკურატურა მზადყოფნას გამოთქვამს, გიორგი შაქარაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში, ნებისმიერ ეტაპზე ითანამშრომლოს სახალხო დამცველთან. პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით, პროკურატურის წარმომად

„ქურდული სამყაროს“ წევრები დააკავეს, რომლებიც „ოკრიბას“ ტერიტორიაზე მძღოლებს ყოველთვიურად თანხას სძალავდნენ

14 ივლისი, 2020 , 14:30

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად სამი პირი: 1971 წელს დაბადებული მ.რ., 1968 წელს დაბადებული ლ.ა და 1973 წელს დ

საგამოძიებო სამსახურმა სიგარეტის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის 54 ფაქტი გამოავლინა

14 ივლისი, 2020 , 10:56

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის 54 ფაქტი გამოავლინეს. აღნიშნულის შესახებ &ldq

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე