უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

4 აგვისტო, 2020 11:45
font-size

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი UNDP-ის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს.

შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის განვითარების კონცეფციაზე ისაუბრეს.

„ღონისძიება პროექტის -„შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიანი მომსახურების ცენტრის ორგანიზაციული შესაძლებლობების გაძლიერების მხარდაჭერა გაუმჯობესებული საჯარო მომსახურების მიწოდების მიზნით“- ფარგლებში გაიმართა.

პროექტი მიზნად ისახავს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრის ორგანიზაციული შესაძლებლობების მხარდაჭერას შესაძლებლობების განვითარების მიზნით განხორციელებული ზომებით, რომლებიც მიმართულია მომხმარებელზე ორიენტირებული საჯარო სერვისების ეფექტიან და ინკლუზიურ მიწოდებაზე და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის აღნიშნულ მომსახურებაზე გაზრდილ წვდომაზე.

UNDP-ის მხარდაჭერით, ცენტრის თანამშრომლებს ჩაუტარდებათ გადამზადების კურსები მომხმარებელთან ურთიერთობის, ემოციების მართვისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებებზე მორგებული სერვისების მიწოდების საკითხებზე. გარდა ამისა, UNDP-ის დახმარებით, ერთიანი მომსახურების ცენტრი, ასევე, დანერგავს საჯარო სექტორის ხარისხის მართვის საერთაშორისო მექანიზმს – შეფასების ერთიან სისტემას (CAF), რომელსაც ევროკავშირის ქვეყნებში 4500-მდე საჯარო უწყება წარმატებით იყენებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს დახმარება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და დიდი ბრიტანეთის მთავრობის 6 მილიონი აშშ დოლარის (4.5 მილიონი გირვანქა სტერლინგი) ღირებულების პროექტის ნაწილია, რომელიც საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის ხელშეწყობას ემსახურება და რეფორმის სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: პოლიტიკის შემუშავება და კოორდინაცია, ადამიანური რესურსების მართვა და საჯარო სამსახურის რეფორმა, ასევე, სახელმწიფო სერვისების მიწოდება.

აღნიშნული პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით, 2020 წლიდან ხორციელდება“, – აცხადებენ შსს-ში.

19 ოქტომბერს, გარდა აჭარისა, უნივერსიტეტებისა და პროფესიული სასწავლებლების სტუდენტები აუდიტორებში დაბრუნდებიან - მიხეილ ჩხენკელი

28 სექტემბერი, 2020 , 12:45

მიხეილ ჩხენკელმა საზოგადოებას უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებები გააცნო: -19 ოქტომბერს, გარდა აჭარისა, უნივერსიტეტებისა და პროფესიული სასწავლებლების სტუდენტები დაბრუნდებიან აუდიტორებში. -12 ოქტომბერს, აჭარის გარდა,

დღეიდან საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომები გაიმართება

28 სექტემბერი, 2020 , 12:45

დღეიდან საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომები გაიმართება. პირველი სხდომები ჩატარდება ყველა, 3 657 საარჩევნო უბანზე. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, პირველი სხდომების ჩა

ცესკოს თავმჯდომარე პოლიტიკურ პარტიებს ქცევის კოდექსის დაცვისკენ მოუწობებს

28 სექტემბერი, 2020 , 12:45

ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს და წინასაარჩევნო პერიოდში ცესკოს მიერ ინიცირენბული და პოლიტიკური სუბიექტების მიერ ხელმოწერილი ქცევის კოდექსის პრინციპების დაცვისკენ მ

ვაკეში მდებარე ერთ-ერთ სკვერს აფხაზეთში მებრძოლ კოკა კლდიაშვილის სახელი მიენიჭა

28 სექტემბერი, 2020 , 12:15

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით და დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით, ვაკეში მდებარე ერთ-ერთ სკვერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული მებრძოლი

TBC Credit-ის სწრაფი სესხები ონლაინ

28 სექტემბერი, 2020 , 12:15

თიბისი კრედიტი თიბისი ბანკის პროდუქტია - ციფრული პლატფორმაა, რომელიც განკუთვნილია იმისთვის, რომ მომხმარებელმა სამომხმარებლო სესხი დისტანციურად მიიღოს.  რატომ კონკრეტულად სამომხმარებლო სესხი? ვებგვერდზე სესხის მიზნობ

კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 25-ის მდგომარეობა კრიტიკულია - მარინა ენდელაძე

28 სექტემბერი, 2020 , 11:40

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული 3500-მდე პაციენტიდან 25-ის მდგომარეობა კრიტიკულია, მათგან 22 მართ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

პოლიტიკური პარასკევი ნატო ჩხეიძე