უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

3 ივნისი, 2020 16:05
font-size

საპენსიო აქტივებს 50 მილიონი ლარის სარგებელი დაერიცხა

საინვესტიციო სამსახურმა საკუთარი საინვესტიციო მანდატის ფარგლებში გააანალიზა ბაზარზე არსებული საინვესტიციო შესაძლებლობები და მიიღო გადაწყვეტილება ეროვნულ ბანკში არსებული ნაშთის (84 მილიონი ლარი, რომელსაც ერიცხებოდა ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთი 8.50% პროცენტი) და კომერციულ ბანკებში არსებული ნაშთების (83 მილიონი ლარი, რომლებსაც ერიცხებოდათ სხვადასხვა საპროცენტო სარგებელი) ოპტიმალურად განაწილებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, საინვესტიციო სამსახურმა ქართულ კომერციულ ბანკებთან აქტიური მოლაპარაკების საფუძველზე ეროვნულ ბანკში არსებული ნაშთი სრულად გადაანაწილა სხვადასხვა ქართულ კომერციულ ბანკებში როგორც მიმდინარე სარგებლიან ანგარიშებზე, ასევე გრძელვადიან სასერთიფიკატო დეპოზიტებში - კონკრეტულად, განხორციელდა 40 მილიონი ლარის ღირებულების 36 თვიანი სასერთიფიკატო დეპოზიტების შეძენა წლიურ ნომინალურ 13.8%-ში (ეფექტური წლიური 12.24%).

აღნიშნული ინვესტიცია, წარმოადგენს საუკეთესო საპროცენტო ამონაგებს საპენსიო სქემის თითოეული მონაწილისათვის.

შედეგად, დღეის მდგომარეობით, საპენსიო აქტივები შეადგენს 780 მილიონ ლარს, რომლიდანაც 84%, (651 მილიონი ლარი), განთავსებულია კომერციულ ბანკებში სასერთიფიკატო დეპოზიტებში წლიურ ნომინალურ 14.7%-ში (ეფექტური წლიური 12.0%), ხოლო დანარჩენი 16%, (128 მილიონი ლარი), კომერციულ ბანკებში სარგებლიან ანგარიშებზე წლიურ 9.8%-ში. მთლიანი საპენსიო აქტივების წლიური მიმდინარე საპროცენტო მომგებიანობა შეადგენს 14.0%-მდე. აღსაღნიშნავია, რომ კომერციულ ბანკებში სასერთიფიკატო დეპოზიტებში არსებულ თანხას უკვე დაერიცხა 20 მილიონ ლარზე მეტი სარგებელი, ხოლო ჯამში მთელ საპენსიო აქტივებს დარიცხული სარგებელი 50 მილიონ ლარამდეა.

2020 წლის 1 აპრილიდან საპენსიო სააგენტოში უფროსი საინვესტიციო ოფიცრის პოზიციაზე გოგა მელიქიძე დაინიშნა, საინვესტიციო სამსახურის უფროსის მოადგილედ კი გუნდს ლევან ვერძეული შემოუერთდა. გოგა მელიქიძე და ლევან ვერძეული დანიშვნის დღიდან აქტიურად ჩაერთნენ საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებულ პროცესებში. მათი ჩართულობით საინვესტიციო საბჭოსთან ერთად მუშავდება საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც დასრულების ეტაპზეა და დამტკიცების შემდგომ გამოქვეყნდება. საინვესტიციო სამსახური აგრეთვე აქტიურად არის ჩართული სპეციალიზებული დეპოზიტარის შერჩევის პროცესში.

მნიშვნელოვანია, რომ საინვესტიციო სამსახური საქართველოს ეროვნულ ბანკთან, რომელიც საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობის მარეგულირებელი ორგანოა, აქტიურ კომუნიკაციას აწარმოებს. ამა წლის მაისის თვის დასაწყისში გაიმართა შეხვედრა ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ვიდეო-კონფერენციის რეჟიმში, რომლის დროსაც მიმდინარე მნიშვნელოვანი პროექტები იქნა განხილული, მათ შორის საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი.

ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი