უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

8 ნოემბერი, 2017 16:20
font-size

საპენსიო რეფორმა არის მთავრობისა და ბანკების ერთობლივი შეთქმეულება საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ - ზურაბ ჯაფარიძე (ვიდეო)

„გირჩის“ ლიდერმა - ზურაბ ჯაფარიძემ გააკრიტიკა 2018 წლისთვის დაგეგმილი საპენსიო რეფორმა. მან გათვალისწინებულ ცვლილებებს „მთავრობისა და ბანკების შეთქმულება“ უწოდა საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ.

„მთავრობის მიერ დაანონსებული საპენსიო რეფორმა არის მთავრობისა და ბანკების ერთობლივი შეთქმეულება საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ. 2018 წლის დაანონსებული საპენსიო რეფორმა, რომელმაც თითქოს 40-50 წლის შემდეგ უნდა უზრუნველყოს საქართველოში დღეს დასაქმებულების უზრუნველი სიბერე, სინამდვილეში წარმოადგენს მთავრობისა და ბანკების შეთანხმებულ წინასწარ გააზრებულ ფინანსურ სქემას, რომლის მიზანია ხელისუფლებისა და მსხვილი ფინანსური ინსტიტუტების უზრუნველყოფა რიგითი მოქალაქეების ჯიბიდან ამოღებული მილიარდობით ლარით ნულოვანი პასუხისმგებლობის პირობებში“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

გირჩის დათვლებით, მთავრობას საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით შემდეგი ფინანსური ინტერესები ამოძრავებს:

2019 წლისთვის საშემოსავლო გადასახადის მოცულობა იქნება დაახლოებით სამი მილიარდი ლარი;

საპენსიო რეფორმის მიხედვით დასაქმებული შემოსავლის 6%-ს ურიცხავს სახელწმიფო ფონდს, რის გამოც 2019 წლისთვის სახელწმიფო ფონდებში დაახლოებით 900 მილიონი ლარის კაპიტალი მოიყრის თავს.

ზურაბ ჯაფარიძის განმარტებით, ხელისუფლების მიერ მიღებული შესაბამისი კანონით, საპენსიო ფულის დაბანდება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ნაკლებრისკიან საინვესტიციო პორთფელში. აქედან უცხოეთში განთავსების ნაკლებრისკიანი პორტფელის მაქსიმალური ზღვარია დაახლოებით 20%, ანუ 2019 წელს მხოლოდ 180 მილიონ ლარზეა საუბარი 900 მილიონიდან. აქედან 144 მილიონის ჩადება იქნება შესაძლებელი ქართული კომპანიების ფასიან ქაღალდებში. ჯაფარიძის აზრით, ამაში ვლინდება მსხვილი ბიზნესის ინტერესები.

რაც შეეხება მთავრობის ინტერესებს, 2019 წლისთვის 900 მილიონი ლარიდან მთავრობამ შიდა სესხის სახით შეიძლება აიღოს 720 მილიონი. ხოლო ბანკების ინტერესია, რომ 900 მილიონის 75% ( 675 მილიონ ლარამდე) შეიძლება განთავსდეს კომერციული ბანკების დეპოზიტებზე, რაც ბანკების ინტერესებში შედის.

კერძო დაგროვებითი საპენსიო რეფორმის პრეზენტაცია 31 ოქტომბერს მოხდა. ის ეხება დასაქმებულებისა და თვითდასაქმებულთა შემოსავალს. მათი ნაწილი ვალდებული იქნება, თავისი ხელფასიდან გარკვეული პროცენტი გამოჰყონ საპენსიო ფონდში გადასარიცხად.

პენსიისთვის საჭირო თანხის გამოყოფა 2%+2%+2%-ის სქემით მოხდება. კერძოდ, 2%-ს გამოჰყოფს დამსაქმებელი, 2%-ს დასაქმებული და 2%-ს სახელმწიფო. ეს კონტრიბუცია გათავისუფლებული იქნება საშემოსავლო გადასახადისაგან.

ანა მებურიშვილი


საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი