უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

8 ნოემბერი, 2017 16:20
font-size

საპენსიო რეფორმაა საჭირო, რადგან სულ უფრო რთულია პენსიონერების ფინანსური მოთხოვნილებების უზრუნველყოფა - დავით სერგეენკო

„პენსიების სისტემა საჭიროებს რეფორმას“, - ასე უპასუხა ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ 2018 წლისთვის დაგეგმილი საპენსიო რეფორმის შესახებ დასმულ შეკითხვას.

სერგეენკოს განმარტებით, წლიდან წლამდე სახელმწიფოსთვის სულ უფრო რთული ხდება პენსიონერების მოთხოვნილებების უზრუნველყოფა, რის გამოც გახდა საჭირო სისტემური ცვლილებები.

„ჯანდაცვის სამინისტრო ამ პროექტის შემუშავებაში მონაწილეობას იღებდა, თუმცა წამყვანი უწყება იყო და რჩება ეკონომიკის სამინისტრო. პენსიების სისტემა, რა თქმა უნდა, საჭიროებს რეფორმას, რადგან არსებული სახით სულ უფრო რთული და რთულია ასაკით პენსიონერების ფინანსური მოთხოვნილებების უზრუნველყოფა. წარმოდგენილ პროექტზე მუშაობა მინიმუმ სამი წელი გრძელდებოდა. მასში არა მარტო ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტრო, არამედ ამ დარგის საუკეთესო სპეციალისტები იღებდნენ მონაწილეობას. ჩვენი პოზიცია არის ის, რომ ეს არის სკურპულოზურად გათვლილი პროგრამა, რომელსაც აუცილებლად პოზიტიური შედეგები უნდა ჰქონდეს. ამ პროგრამის მიმდინარეობის პერიოდში შეიძლება აღმოჩნდეს გარკვეული ხარვეზები, რომელიც დაექვემდებარება გამოსწორებას“, - განაცხადა სერგეენკომ.

კერძო დაგროვებითი საპენსიო რეფორმის პრეზენტაცია 31 ოქტომბერს მოხდა. ის ეხება დასაქმებულებისა და თვითდასაქმებულთა შემოსავალს. მათი ნაწილი ვალდებული იქნება, თავისი ხელფასიდან გარკვეული პროცენტი გამოჰყონ საპენსიო ფონდში გადასარიცხად.

პენსიისთვის საჭირო თანხის გამოყოფა 2%+2%+2%-ის სქემით მოხდება. კერძოდ, 2%-ს გამოჰყოფს დამსაქმებელი, 2%-ს დასაქმებული და 2%-ს სახელმწიფო. ეს კონტრიბუცია გათავისუფლებული იქნება საშემოსავლო გადასახადისაგან.

ანა მებურიშვილი

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი