უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

10 დეკემბერი, 2019 12:15
font-size

“საპენსიო რეფორმაც წარუმატებლობის საფრთხის წინაშე დგას `ქართული ოცნების` ხელში”

დღეს, ,,ლელოს’’ ეკონომიკური გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგლა მიქაუტაძემ საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოულოდნელ გადადგომასა და საპენსიო რეფორმის ხარვეზებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა.

მისი განცხადებით, ისევე, როგორც ბევრი სხვა რეფორმა, საპენსიო რეფორმაც წარუმატებლობის საფრთხის წინაშე დგას "ქართული ოცნების" ხელში. საპენსიო ფონდს და ოცნების ხელისუფლებას არ ჰყოფნის სათანადო კომპეტენცია ამ თანხების ეფექტური მართვისთვის.

,,საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოულოდნელი გადადგომა ეჭვებს ბადებს იმასთან დაკავშირებით, რომ ის აიძულეს ეს ნაბიჯი გადაედგა. სურგულაძე ისევე გაურკვევლად მიდის, როგორც იმართება საქართველოს მოქალაქეების ფული.

ფაქტია, რომ საპენსიო რეფორმა ჯერჯერობით ვერ შედგა და შეიძლება ჩავარდეს, სააგენტოს მიერ ნახევარი მილიარდი ლარია მობილიზებული, თუმცა მისი ინვესტირება, ფაქტობრივად, არსად მომხდარა.
ლელოს მიერ ინფორმაციის გამოთხოვის შედეგად საპენსიო სააგენტოსგან მიღებული ინფორმაციით დასტურდება, რომ საპენსიო რეფორმა ჩავარდნის პირასაა.

-ერთი წლის თავზე, სააგენტოს არ აქვს შემუშავებული საინვესტიციო დოკუმენტი.
-საინვესტიციო საბჭოს უნდა დაეწყო საპენსიო აქტივების ინვესტირებასთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის მონიტორინგი და შეფასება, თუმცა არ დაწყებულა.
-საინვესტიციო საბჭოს მიერ ჯერ კიდევ არ არის დადგენილი აქტივების მმართველი კომპანიის შერჩევის წესი და კრიტერიუმები.
-დაკომპლექტებული არ არის რისკის კომიტეტი. ასეთი მმართველობითი ორგანოს შესაქმნელად აუცილებელია შეტანილ იქნეს შესაბამისი ჩანაწერი საქართველოს კანონში დაგროვებითი პენსიის შესახებ ან/და საპენსიო სააგენტოს დებულებაში საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე.

ეს ფაქტები ცხადყოფს ფონდში არსებულ სისტემურ პრობლემებს. საპენსიო ფონდს და ოცნების ხელისუფლებას არ ჰყოფნის სათანადო კომპეტენცია ამ თანხების ეფექტური მართვისთვის. ფონდში აკუმულირებული თანხა განთავსებულია საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებში საპენსიო სააგენტოს ნომინალური მფლობელობის მიმდინარე ანგარიშებზე, სადაც საპროცენტო განაკვეთი დაახლოებით 8.5%-ია, იმ ფონზე, როცა ინფლაცია 7 %-ს უდრის.

ისევე, როგორც ბევრი სხვა რეფორმა, საპენსიო რეფორმაც წარუმატებლობის საფრთხის წინაშე დგას "ქართული ოცნების" ხელში, რადგან, რბილად რომ ვთქვათ, ინსტიტუციური მშენებლობა მმართველი ძალის ძლიერი მხარე ნამდვილად არ არის’’, - განაცხადა გიგლა მიქაუტაძემ.

რას უტოვებს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერი შემცვლელს - კარლო კოპალიანს

17 იანვარი, 2020 , 17:15

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას ახალი ხელმძღვანელი (კანცლერი) ჰყავს - კარლო კოპალიანი 20 იანვრიდან შეუდგება მუშაობას. ის ამ თანამდებობაზე პროფესორ ქეთევან ქოქრაშვილს ჩაანაცვლებს, რომელიც სტუ-ის ადმინისტ

რატომ უნდა თქვას საპროკურორო საბჭომ უარი გენპროკურორობის კანდიდატად ირაკლი შოთაძის შერჩევაზე

17 იანვარი, 2020 , 15:38

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ საპროკურორო საბჭოსათვის ირაკლი შოთაძის კანდიდატურის წარდგენას ეხმაურება და მიაჩნია, რომ გენერალური პროკურორის კანდიდატად ირაკლი შოთაძის შერჩევა იქნ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ეწვივნენ

17 იანვარი, 2020 , 14:33

საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო უმრავლესობის წევრები გუშინ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს საპატრიარქოში ეწვივნენ და დაბადების დღე, აღსაყდრებიდან 42 წელი და შობა-ახალი წლის დღესასწაული მიულოცეს. პ

`MATKA 2020`-ზე საქართველო „წლის ტურისტული დანიშნულების ქვეყნად“ დასახელდა

17 იანვარი, 2020 , 14:29

ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში გამართულ ნორდიკულ ქვეყნებში უმსხვილეს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაზე “MATKA 2020” საქართველო „წლის ტურისტული დანიშნულების ქვეყნად” დასახელდა. ამის შესახე

მიხეილ ჩხენკელმა საუკეთესო ხელბურთელი დააჯილდოვა

17 იანვარი, 2020 , 14:18

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა თბილისის სპორტის სასახლეში ფინეთის ნაკრებს უმასპინძლა, - შეხვედრა 24:24 დასრულდა. ამის შესახებ „მედიანიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს

დავით სერგეენკო: ცე ჰეპატიტის პროგრამა ზეპარტიულია

16 იანვარი, 2020 , 15:42

"ცე ჰეპატიტის მართლაც გამორჩეული პროგრამა ზეპარტიულია და არის რაღაც საკითხები, რაც ადამიანმა არ უნდა იკადრო არაფრის ფასად", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, ჯანდაცვის ყოფილმა მ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`