უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

16 ნოემბერი, 2017 17:45
font-size

საპენსიო რეფორმის შემდეგ საფონდო ბირჟას აქვს ლეგიტიმური შანსი, იყოს წარმატებული - ირაკლი გილაური

საპენსიო რეფორმა დააგროვებს და გააჩენს კაპიტალს,- განაცხადა BGEO ჯგუფის ხელმძღვანელმა ირაკლი გილაურმა ,,საქმიან დილაში.“

საკითხზე საუბრისას ბიზნესმენმა საპენსიო რეფორმის დადებით ფაქტორებზე გაამახვილა ყურადღება.

"იმ მოსახლეობას, რომელიც საპენსიო ფონდს დააგროვებს, ექნება თანამონაწილეობა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ ინვესტორები, რომლებიც მაგალითად ჩვენ გვყავდა ჩამოყვანილი, ამ ინვესტორებმა ჩადონ ფული. მაგრამ ინვესტორები არ ჩადებენ ფულს, თუ მარტო ისინი არიან ბირჟაზე. თუ საპენსიო ფონდი არის ბირჟაზე წარმოდგენილი, რა თქმა უნდა, უფრო ჩაიდება ინვესტიციები. საპენსიო რეფორმა ბირჟას სძენს ლიკვიდურობას.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ ტურისტები რომლებიც ჩამოდიან, ისინი ხდებიან ბანკების კერძო კლიენტები, რომლებსაც შეუძლიათ ბანკებისა და ბროკერების მეშვეობით განახორციელონ ინვესტიცია ბირჟაზე. გამოდის, რომ გვეყოლება სამი მოთამაშე: საპენსიო ფონდი, საინვესტიციო ფონდები და ტურისტები, რომლებიც გადაიქცევიან მოთამაშეებად.

ძალიან ბევრი მაგალითი გვაქვს, თუ როგორ ხდება ტურისტული ქვეყანა ფინანსური ჰაბი. ამის შემდეგ ბევრი სერვისისექსპორტირება შეგვიძლია, მაგალითად ჯანდაცვის სერვისების. შესაბამისად, საპენსიო რეფორმის შემდეგ საფონდო ბირჟას აქვს ლეგიტიმური შანსი, იყოს წარმატებული",- აცხადებს გილაური.

წყარო: bm.ge

საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 1.10 პროცენტით შემცირდა

25 თებერვალი, 2020 , 19:38

2020 წლის პირველი თებერვლის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7946 ლარი გახდა

25 თებერვალი, 2020 , 17:25

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.7946 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8079 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

ეროვნული ბანკი აქვეყნებს ინტერაქტიულ პრესრელიზებს სესხებისა და დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ

25 თებერვალი, 2020 , 15:40

საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს ინტერაქტიულ პრესრელიზებს რეზიდენტი კომერციული ბანკების სესხებისა და დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ 2020 წლის იანვრის მდგომარეობით. სესხებისა და დეპოზიტების შესახებ ინტერაქ

საგადასახადო კოდექსში ცვლილებები შედის

25 თებერვალი, 2020 , 15:05

„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტების ინიცირება ბიუროს სხდომაზე მოხდა. განმარტებით

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

25 თებერვალი, 2020 , 14:40

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. როგორც „მედიანიუსს“ ეროვნული ბანკიდან აცნობეს, აუქციონში მონაწილეობა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8079 ლარი გახდა

24 თებერვალი, 2020 , 17:25

თბილისი. მედიანიუსი. 24.02.20. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.8079 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8299 ლარი იყო. შესაბამი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`