უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

22 დეკემბერი, 2018 17:45
font-size

საპენსიო სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შესაძლოა, კიდევ შემცირდეს

საპენსიო სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შესაძლოა, კიდევ შემცირდეს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, „ „ლიბერთი ბანკს“ აქვს გეგმა, რომ ეს საპროცენტო განაკვეთი ყოველთვიურად შეამციროს“.

„იმ ნაბიჯების შედეგად, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ, სანგრძნობლად შემცირდა საპროცენტო განაკვეთები. გარდა ამისა, რაც უპირველეს ყოვლისა, გავაკეთეთ, ის იყო, რომ ის ინფორმაცია, რაც პენსიონერებს უნდა სცოდნოდათ ამასთან დაკავშირებით, ბანკს მოვთხოვეთ, რომ ეს გამჟღავნებულიყო. დაახლოებით სამი წლის წინ, როცა ამ თანამდებობაზე დავიწყე მუშაობა, ნომინალური საპროცენტო განაკვეთი დაახლოებით 100%-ზე ადიოდა, დღეს არის შემცირებული და ამავე დროს ბანკს აქვს გეგმა, რომ ეს საპროცენტო განაკვეთი ყოველთვიურად შეამციროს. გთხოვთ კიდეც, რომ მიადევნოთ თვალყური, როგორ მცირდება საპროცენტო განაკვეთები საპენსიო სესხებზე“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ პარლამენტში, რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

სებ-ის პრეზიდენტმა დეპუტატებს მოუწოდა, დროდადრო გააკონტროლონ, თუ რამდენად იწევს საპროცენტო განაკვეთი დაბლა.

„გარდა ამისა, პირველი იანვრიდან ჩვენ შემოგვაქვს პასუხისმგებლიანი დაფინანსების დებულება, სადაც ბევრი საკითხია გაწერილი და ერთ-ერთი საკითხია, თუ როგორ მოხდება საპენსიო სესხები გაცემული. ვფიქრობ, ესეც დაეხმარება ამ მიმართულებას. საბოლოოდ ეს არის ბანკის გადაწყვეტილება, რომელშიც ჩვენ ჩვენი მცირე წვლილი შევიტანეთ“, - აღნიშნა გვენეტაძემ.

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

18 მარტი, 2024 , 13:04

მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურების მიხედვით, ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი