უკან

საზოგადოება

4 თებერვალი, 2025 18:37
font-size

საპოლიციო ძალების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ ძალადობა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა წახალისებულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის არაეფექტიანი გამოძიებით და იმ დაუსჯელობის სინდრომით, რომელიც გაბატონებულია საპოლიციო ძალებში - საია

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" განცხადებით, საპოლიციო ძალების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ ძალადობა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის არაეფექტიანი გამოძიებით და დაუსჯელობის სინდრომით არის წახალისებული.

„დღეს, 4 თებერვალს, საქართველოს პარლამენტთან, სადაც მედიის წარმომადგენლები მზია ამაღლობელისა და უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ, პოლიცია თავს დაესხა მოქალაქეებს, მათ შორის, ჟურნალისტური საქმიანობის შესრულების დროს ფიზიკური შეურაცხყოფ მიაყენეს „პუბლიკის" ჟურნალისტს, ნათია ლევერაშვილს, და ადგილზე მყოფ სხვა ჟურნალისტებს. თავს დაესხნენ ასევე NEWS.On.ge-ს მთავარ რედაქტორს, ვანცენტ ხაბეიშვილს, რომელიც გადაუდებელი კვლევებისთვის კლინიკაში იმყოფება.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აქციის წარმომადგენლები არ ცდილობდნენ სავალი გზის დაკავებას, არამედ პროტესტს მშვიდობიანად გამოხატავდნენ ტროტუარზე, რის შემდეგაც მათ თავს დაესხნენ პოლიციელები, იძალადეს ფიზიკურად და, გავრცელებული ინფორმაციით,დააკავეს ორი ადამიანი.

აქციების კონტექსტში მედიის წარმომადგენლებს სისტემურად მიზანმიმართულად ესხმიან თავს, ხელს უშლიან პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ საპოლიციო ძალებს აქვთ პირდაპირი ინტერესი, არ გაშუქდეს აქციები, ან/და მათი ძალადობრივი დარბევა და სხვა დარღვევები.

მიგვაჩნია, რომ საპოლიციო ძალების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ ძალადობა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა წახალისებულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის არაეფექტიანი გამოძიებით და იმ დაუსჯელობის სინდრომით, რომელიც გაბატონებულია საპოლიციო ძალებში,“ - - წერია განცხადებაში.

ჩვენი ქვეყნის გადარჩენის საწინდარი მდგომარეობს მხოლოდ დავითის გზის ერთგულებაში - მეუფე შიო მუჯირი

8 თებერვალი, 2025 , 18:28

დღეს, როდესაც ჩვენ კვლავ ვდგავართ დიდი გამოწვევების წინაშე და ვიხსენებთ წმინდა დავით მეფის პიროვნებას, მის ღვაწლს, გვმართებს დაფიქრება იმაზე, რომ ჩვენი ქვეყნის გადარჩენის საწინდარი მდგომარეობს მხოლოდ დავითის გზის ერთგულე

საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეის დამაარსებელი ეროვნული ყრილობა გაიმართა

8 თებერვალი, 2025 , 18:12

საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეის დამაარსებელ ეროვნულ ყრილობაზე „საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეა“ დაფუძნდა. ყრილობა მზია ამაღლობელისა და თემურ ქათამაძისთვის სოლიდარობის გამოცხადებით გაიხსნა. ასამბლეის

საქართველოში კობოსთან ბრძოლის დღე აღინიშნა

8 თებერვალი, 2025 , 15:37

საქართველოში კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნა. ღონისძიება თბილისში, სასტუმრო "ჰილტონ გარდენ ინნ-ში" გაიმართა. მისი ორგანიზატორები იყვნენ კავკასიის ონკოსაზოგადოება (H.O.P.E) და პაციენტთა ორგანიზაცია "ევროპა დონა

“ოცნების ქალაქის“ პროექტი სრულფასოვანი საცხოვრებელი გარემოს შექმნას გულისხმობს, იგეგმება სკოლის, საბავშვო ბაღის, რეკრეაციული ზონების და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა ჩვენი თანამოქალაქეებისთვის - ირაკლი კობახიძე

8 თებერვალი, 2025 , 12:00

“ოცნების ქალაქის“ პროექტი  არ არის მხოლოდ საცხოვრებელი კორპუსები, ჩვენს თანამოქალაქეებს სჭირდებათ სრულფასოვანი საცხოვრებელი გარემო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბათუმში გ

სახალხო დამცველმა მზია ამაღლობელის საქმეზე ექიმთა ჯგუფი შექმნა

6 თებერვალი, 2025 , 17:39

საქართველოს სახალხო დამცველმა მოშიმშილე ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ექიმთა ჯგუფი შექმნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს. „6 თებერვალს, საქართვე

ცვლილებები საფრთხეს უქმნის ადამიანის ძირითად უფლებებს და ემსახურება მიმდინარე აქციების ჩახშობასა და პროტესტის მონაწილეთა დაშინებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო`

6 თებერვალი, 2025 , 13:32

ქართული ოცნების პარლამენტმა 3 თებერვალს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების გაუქმებისაკენ მიმართული დიქტატორული წესების განხილვა დაიწყო, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ადამიანის ძირითად უფლებებს - ამის შესახებ "საერთაშორისო