კონფლიქტის ზონა

ოკუპირებულ აფხაზეთში “ქართველ ჯაშუშს” 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
21 იანვარს, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ კახა მურადოვის წინააღმდეგ გამამტყუნებელი განაჩენი გამოაცხადა. ის დამნაშავედ ცნეს “სისხლის სამართლის კოდექსის” ორი მუხლით – „სამშობლოს ღალატი“ და „ცეცხლსასროლი იარაღით უკანონო ვაჭრობა“. ე.წ. სასამართლომ მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში.
თავად მურადოვს ბრალი არც წინასწარი გამოძიების დროს და არც “სასამართლოში” არ უღიარებია.
საოკუპაციო რეჟიმის მტკიცებით, მურადოვი “აფხაზეთის მოქალაქეა”, თუმცა, მისი დაკავების შემდეგ, “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა” განაცხადა, რომ მას ქართული პასპორტიც ჰქონდა.
მურადოვი სოხუმში 2024 წლის 14 მაისს დააკავეს. საოკუპაციო რეჟიმის “უსაფრთხოების სამსახურმა” მისი დაკავებისა და დაკითხვის ვიდეო გაავრცელა, სადაც მურადოვი, ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენლებთან კავშირებზე საუბრობდა.
სახალხო დამცველი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლის მოსახლეობას შეხვდა
30 აპრილი, 2025 , 19:17
უკანონობას ჩადის ძალის მქონე ოკუპანტი სახელმწიფო, რომელიც საქართველოში 2012 წლამდე არსებულმა ხელისუფლებამ მოიწვია და აქ ყოფნა დაუკანონა - გია ვოლსკი
24 აპრილი, 2025 , 15:54
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ფლავისმანის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე, მათგან ერთი გათავისუფლდა, ორი კი უკანონო პატიმრობაში რჩება - სუს-ი
11 მარტი, 2025 , 21:08
საქართველოს საგარეო უწყება ჟენევის მოლაპარაკებების 63-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
6 მარტი, 2025 , 11:38
დროებით ოკუპირებულ ახალგორში ტყის ხანძარია
17 თებერვალი, 2025 , 19:59
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს - სუს-ი
16 თებერვალი, 2025 , 08:19