უკან

სამართალი

28 ნოემბერი, 2016 14:20
font-size

საპროკურორო საბჭომ მთავარი პროკურორის ანგარიში მოისმინა

იუსტიციის სამინისტროში საპროკურორო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც საბჭოს თავმჯდომარე − იუსტიციის მინისტრი, ხელმძღვანელობდა.

სხდომას ესწრებოდნენ საპროკურორო საბჭოს წევრები; საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების, აგრეთვე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, საპროკურორო საბჭოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ერთი წლის ანგარიში წარუდგინა, რომელიც, ძირითადად, საქართველოს პროკურატურაში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს, აგრეთვე, განვითარების სტრატეგიას შეეხებოდა.

მთავარმა პროკურორმა საპროკურორო საბჭოს წევრებს ინფორმაცია მიაწოდა პროკურატურის განვითარების ექვსწლიან სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე; ისაუბრა უწყების სტრატეგიულ მიმართულებებზე − პროკურორთა დამოუკიდებლობის უზრუნველყოფაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში და დაზარალებულთა ინტერესების დაცვაზე. ირაკლი შოთაძემ საქართველოს პროკურატურის იმ პრიორიტეტულ მიმართულებებზეც გაამახვილა ყურადღება, როგორიცაა: ლიბერალური სისხლის სამართლის პოლიტიკა; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება; ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა; სქესობრივი კავშირი 16 წლის ასაკს მიუღწეველთან; რელიგიური, დისკრიმინაციული და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის, ტრეფიკინგისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვა და ამ მიმართულებებით გატარებული ღონისძიებები. ამასთან, ანგარიშის წარდგენისას საპროკურორო საბჭოს წევრებმა მთავარი პროკურორისგან მოისმინეს პროკურატურის, როგორც საგამოძიებო უფლებამოსილების განმახორციელებელი ორგანოს, შედეგები.

მთავარმა პროკურორმა საბჭოს წევრებს მიაწოდა ინფორმაცია მთავარი პროკურატურის მიერ უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნებისა და დაზარალებულთა აღდგენილ უფლებებზე, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე სისხლის სამართლის დევნის დაწყებისა და განაჩენების მაჩვენებლებზე, გენერალური ინსპექციის მუშაობის შედეგებსა და დანაშაულის პრევენციის კუთხით გატარებულ ღონისძიებებზე; ისაუბრა პროკურორთა პროფესიული განვითარებისა და კვალიფიციური კადრების მოზიდვის აუცილებლობაზე.

ანგარიშის დასრულების შემდეგ ირაკლი შოთაძემ საბჭოს წევრების კითხვებს უპასუხა.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, მთავარი პროკურორის ანგარიშს საპროკურორო საბჭო 6 თვეში ერთხელ ისმენს.

საპროკურორო საბჭო გასული წლის შემოდგომაზე პროკურატურის რეფორმის ფარგლებში შეიქმნა. რეფორმის ავტორი იუსტიციის სამინისტროა.

როგორც მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, პროკურატურის რეფორმის მიზანი უწყების დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა.

სასამართლომ ირაკლი კუპრაძეს 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

24 აპრილი, 2024 , 15:01

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ლელოს“ გენერალურ მდივანს, ირაკლი კუპრაძეს 2500 -ლარიანი ჯარიმა დააკისრა. კუპრაძეს ბრალად ედებოდა აქციაზე პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და წვრილმანი ხულ

შურისძიების მოტივით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

24 აპრილი, 2024 , 11:30

ნაფიცმა მსაჯულებმა შურისძიებით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნეს დამნაშავედ. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათი ცნობით, სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებულს და დაზარალებულს მიწის ნაკვეთთან დ

ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

23 აპრილი, 2024 , 10:37

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღები

ტრანსნაციონალური თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ოთხი წევრი - პროკურატურა

22 აპრილი, 2024 , 12:23

საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ წინააღმდეგ ევროპელ კოლეგებთან ერთად მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 18 აპრილს, თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ მოწყობისა და ორგანიზები

მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები - სუს-ი

22 აპრილი, 2024 , 10:25

სპეციალური კონტრტერორისტული ღონისძიებების შედეგად რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს, „მიმდინარე წლ

ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2 ბრალდებულს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

19 აპრილი, 2024 , 17:15

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ტრანსნაცლიონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი