უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

25 მარტი, 2017 15:20
font-size

საქალაქო სასამართლო ფადი ასლის მოუწოდებს დარჩეს სამართლებრივ სივრცეში

თბილისის საქალაქო სასამართლო საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარის, ფადი ასლის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ფადი ასლის მხრიდან მოსამართლის კორუფციაში დადანაშაულება - ცილისწამებაა და არ გააჩნია გონივრული დასაბუთება.

„მედიანიუსი“ საქალაქო სასამართლოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

„სასამართლო ხელისუფლება მკაცრად გმობს და დაუშვებლად მიიჩნევს მოსამართლის მიმართ გამოთქმულ ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების გავრცელებას.

საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარის ფადი ასლის მხრიდან მოსამართლის კორუფციაში დადანაშაულება, ცილისწამებაა, არ გააჩნია კონკრეტული გონივრული დასაბუთება და მიზნად ისახავს მოსამართლის დისკრედიტაციას. იმ შემთხვევაში, თუ განცხადების ავტორს გააჩნია მოსამართლის მხრიდან კორუფციული ქმედების დამადასტურებელი კონკრეტული ფაქტი, იგი არამხოლოდ უფლებამოსილია, არამედ ვალდებულიცაა მიმართოს შესაბამის უწყებებს.

კერძო სუბიექტებს შორის წარმართულ დავაში ცალსახად იკვეთება საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარის არაჯანსაღი მიკერძოებულობა პროცესში მონაწილე ერთ-ერთი მხარის მიმართ, რაც სავარაუდოდ მიანიშნებს საქმის შედეგის მიმართ ფადი ასლის კონკრეტულ ინტერესებზე.

თბილისის საქალაქო სასამართლო მოუწოდებს ფადი ასლის დარჩეს სამართლებრივ სივრცეში და ნაცვლად დეზინფორმაციული ხასიათის განცხადებებისა, დაელოდოს ამავე საქმეებზე ზემდგომი ინსტანციის გადაწყვეტილებებს. ასევე, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ამ უკანასკნელმა თავი შეიკავოს მსგავსი განცხადებებისგან, რათა თავიდან იქნას აცილებული კანონსაწინააღმდეგო ქმედება“,- ნათქვამია განცხადებაში.

ფადი ასლიმ საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს, რომელმაც თებერვალში ფილიპ მორის საქართველოს და ბრითიშ ამერიკან ტობაკოს მრავალმილიონიანი ჯარიმები დააკისრა, კორუმპირებული უწოდა.

მონიკა დავლიანიძე

ოჯახში ძალადობისა და ცივი იარაღის ტარებისთვის ბრალდებულს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

23 იანვარი, 2019 , 16:38

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოჯახში ძალადობისა და ცივი იარაღის ტარებისთვის ბრალდებული პ. თ. დამნაშავედ ცნო. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, სასამარ

4 წლის გარდაცვლილი გოგონას დედა თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს - ადვოკატი

23 იანვარი, 2019 , 16:31

თბილისში, სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის გოგონას დედა, ლელა ქსოვრელი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს, - ამბობს ადვოკატი ნინო ტაბატაძე. „მან კანონით მინიჭებული დუმილის უფლება აირჩია, ის თავს დამნაშავედ არ ცნობს და არ აღია

ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე 278 მოსამართლეს სათითაოდ უგზავნიან პერსონალურ წერილს

23 იანვარი, 2019 , 13:33

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები, ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე 278 მოსამართლეს სათითაოდ უგზავნიან პერსონალურ წერილს: პატივცემულო მოსამართლეებო, გადავწყვიტეთ დღეს მოგვემართა თქვენთვის, რადგან

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე დაკავებულია

23 იანვარი, 2019 , 10:25

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ (გეგა) გეგეშიძე, სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დააკავა, რაც ძალადობას

თბილისში ოთხი წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე დედა დააკავეს

22 იანვარი, 2019 , 20:37

თბილისში ოთხი წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე დედა დააკავეს. 2014 წელს დაბადებული გოგონას გარდაცვალების შესახებ დღეს გახდა ცნობილი. ფაქტზე გამოძიება შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილე

ყაჩაღობასა და სასამართლო გადაწყვეტილების შესრულებისთვის ხელის შეშლაში ბრალდებულებს 10 და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

22 იანვარი, 2019 , 15:41

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობასა და სასამართლო გადაწყვეტილების შესრულებისთვის ხელის შეშლაში ბრალდებულები ზ.ჩ. და ბ.ლ. დამნაშავედ ცნო

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`