უახლესი ამბები
- 17.04.2024 15:51სხვადასხვა ოლიგარქებზე გაფორმებული მთელი რუსული შავი სალარო შესაძლოა ვიხილოთ საქართველოში - გია ხუხაშვილი `ოცნების` ახალ კანონპროექტზე
- 17.04.2024 15:40პარლამენტმა, პირველი მოსმენით, 82 ხმით მხარი დაუჭირა “საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს
- 17.04.2024 14:54ამ პირობებში პარლამენტში ყოფნას ჩემთვის არც პოლიტიკური აზრი და არც მორალური გამართლება გააჩნია - გრიგოლ ვაშაძე
არქივი
სამართალი
საქალაქო სასამართლოში, ე.წ ციანიდის საქმის მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძე იკითხება
თბილისის საქალაქო სასამართლოში, ე.წ ციანიდის საქმის მთავარი მოწმე, ირაკლი მამალაძის დაკითხვა მიმდინარეობს.
როგორც საქმეზე ბრალდებულის დეკანოზის ადვოკატმა, მია ზოიძემ განაცხადა, ირაკლი მამალაძე სასამართლოში უკანა კარით შეიყვანეს.
მისივე თქმით, ბრალდების მხარე, ბოლო წუთამდე ასაიდუმლოებდა თუ ვინ იქნება პირველი, ვისაც დაკითხავდა სასამართლო.
„დაცვის მხარე მორჩა თავის შესავალ სიტყვებს და გადავედით ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვაზე. როდესაც ვიკითხეთ ვინ იქნება მოწმე, ვის მოყვანას აპირებს პროკურატურა, ამაზე პასუხი ვერ მივიღეთ. თუმცა დავინახეთ, რომ სასამართლოში უკანა კარებიდან ირაკლი მამალაძე მოიყვანეს. ბრალდების მხარის პირველი მოწმე იქნება საქმის ე.წ მთავარი და ოქროს მოწმე ირაკლი მამალაძე“,-აღნიშნა ზოიძემ.
მისი თქმით, ირაკლი მამალაძის საჯარო გამოსვლები ერთმანეთის საწინააღმდეგო იყო, შესაბამისად, დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ დაკითხვაზე მამალაძე საკუთარ ჩვენებებში აიხლართება.
„ის აიხლართება თავის ჩვენებებში. ერთმანეთის საწინააღმდეგოა მისი საჯარო გამოსვლები. ჩვენ ვეცდებით, რომ დადგინდეს ჭეშმარიტება, ანუ გამოვლინდეს, რომ ირაკლი მამალაძე ცრუობს“,-აღნიშნა ადვოკატმა.
მონიკა დავლიანიძე