უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

30 მარტი, 2017 13:35
font-size

საქალაქთაშორისო მიკროავტობუსების მძღოლების 93% ერთხელ მაინც არღვევს საგზაო მოძრაობის წესს - კვლევა

არასამთავრობო ორგანიზაციების, კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრისა (CRRC-ის) და „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ წარდგენილი კვლევის მიხედვით, საქალაქთაშორისო მიკროავტობუსების მძღოლთა 93% საგზაო მოძრაობისას ერთხელ მაინც არღვევს წესს.

„გამოიკვეთა საგზაო უსაფრთხოებასთან მთელი რიგი პრობლემები, კერძოდ, მიკროავტობუსის მძღოლების 93%, რომელსაც დავაკვირდით, მინიმუმ ერთ დარღვევას მაინც სჩადიოდა, იქნება ეს ტელეფონზე საუბარი, ტექსტური შეტყობინების გაგზავნა, ღერძული ხაზის გადაკვეთა, აგრესული მანევრირება, გადასწრება, სახიფათო ხშირ შემთხვევებში“, - განაცხადა CRRC-ის მკვლევარმა გიორგი ბაბუნაშვილმა.

კვლევის ავტორის თქმით, ასევე დიდი პრობლემაა დაუფიქსირებელი, ე.წ. ჩადგმული სკამები, რომლის გამო მგზავრები განსაკუთრებული რისკის ქვეშ იმყოფებიან. ბაბუნაშვილის თქმით, დაუფიქსირებელი სკამები მოკლე დისტანციაზე მოძრავ მიკროავტობუსებში ხვდება, ხოლო შორ მანძილზე - თბილისი-ბათუმის, თბილისი- ზუგდიდის, თბილისი-ქუთაისის მიმართულებით კი ამ მხრივ შედარებით ნორმალური მდგომარეობა.

ბაბუნაშვილის განცხადებით, დიდ პრობლემას წარმოადგენს საგზაო ინფრასტრუქტურაც.

„თბილისში დაახლოებით 23 ავტოსადგურია და მათგან მხოლოდ რამდენიმეზეა სათანადო აღჭურვილობა. სადგურების უდიდესი უმრალესობა არ გააჩნია მოსაცდელი დარბაზები და სამედიცინო აღჭურვილობა“, - განაცხადა ბაბუნაშვილმა.

მისივე თქმით, ავტოსადგურების განლაგება ხელს უწყობს თბილისის გზების გადატვირთულობას.

კვლევის ავტორი ითხოვს, ავტოსადგურებისთვის დაწესდეს მინიმალური სტანდარტები, ასევე დაიხვეწოს კანონმდებლობა საგზაო უსაფრთხოების კუთხით.

ანა მებურიშვილი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი