უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

19 ივნისი, 2018 12:15
font-size

საქართველი დიზაინერების პროდუქცია საერთაშორისო გამოფენაზე Pitti Immagine Uomo იყო წარმოდგენილი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებითა და „MERCEDES BENZ TBLISI FASHION WEEK”-თან თანამშრომლობით , 6 ქართველი მამაკაცის სამოსისა და აქსესუარების ხაზის დიზაინერის პროდუქცია 12-დან 15 ივნისის ჩათვლით იტალიაში, ქალაქ ფლორენციაში საგამოფენო ღონისძიებაზე Pitti Immagine Uomo იყო წარმოდგენილი.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ წელს საქართველო ღონისძიებაში საპატიო ქვეყნის სტატუსით პირველად იღებდა მონაწილეობას, რისი გათვალისწინებითაც საგამოფენო სივრცის კონცეფცია მხოლოდ მოდის ინდუსტრიით არ შემოიფარგლა. გამოფენაზე წარმოჩენილი იყო საქართველოს შემოქმედებითი ინდუსტრიისა და ტურიზმის პოტენციალი, კინოგადაღების კუთხით არსებული ლოკაციები, რასთან ერთადაც , ხაზი გაესვა ზოგადად ქვეყნის კულტურის საერთაშორისო დონეზე წარდგენას, ცნობადობის ამაღლებასა და ამასთანავე, მეღვინეობა ხარების მხარდაჭერით სტუმრებმა ქართული ღვინისა და ტკბილეულის დაგემოვნება შეძლეს.

Pitti Immagine Uomo უკვე 46 წელია მამაკაცთა ხაზის დიზაინერებისთვის მსოფლიოში ყველაზე გავლენიან პლატფორმად ითვლება. გამოფენაზე ყოველწლიურად წარმოდგენილია 1,244-ზე მეტი ბრენდი მსოფლიოს მასშტაბით. ფლორენციის უზარმაზარ საგამოფენო პავილიონებში მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი დიზაინერი, ბლოგერი და 25,000-მდე შემსყიდველი (ე.წ. „ Buyer”) 120 სხვადასხვა ქვეყნიდან იყრის თავს. გასული წლის მონაცემებით ღონისძიებას 36,000-ზე მეტი სტუმარი დაესწრო. საიდანაც 2,000 ჟურნალისტი ცნობილ ჟურნალ-გაზეთებს, ელექტრონულ გამოცემებსა და ტელევიზიებს წარმოადგენს ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა ამერიკა, ინგლისი, ჩინეთი, გერმანია, იაპონია, საფრანგეთი, ესპანეთი, რუსეთი, ჰოლანდია, სამხრეთ კორეა და ა.შ.

ქართული სტენდის ქვეშ გამოფენაზე საკუთარ პროდუქცია ექვსმა ქართველმა დიზაინერმა, კერძოდ: „აზნაური“, „ანუკა ქებურია“, „ვასკა“, „ტატუნა ნიკოლაიშვილი“, “Gola Damian” და „Situationist“ წარადგინა. უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებული ღონისძიება ერთ-ერთი კარგი საშუალებაა შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდაჭერისა და განვითარებისთვის, რაც თავის მხრივ, ქართველ დიზაინერებს შესაძლებლობას აძლევს საკუთარი პროდუქტი გააცნონ ფართო აუდიტორიას, სათანადო ბიზნესკავშირები დაამყარონ პოტენციურ დამკვეთებთან და საერთაშორისო მასშტაბით მოახდინონ ქართული პროდუქტის პოპულარიზაცია.

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`

24 აპრილი, 2024 , 12:38

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებას, ასევე შრომის ანაზღაურებიდან

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი