უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

18 ივლისი, 2019 15:15
font-size

საქართველო 21-ე საუკუნეში აუცილებლად იქნება ერთიანი, ძლიერი ქვეყანა და ამის გარანტია ჩვენი ეროვნული იდეა - განათლება - მამუკა ბახტაძე

"საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა უკვე ევროკავშირის წევრია, რაც ეროვნული იდეის - განათლების კიდევ ერთი გამარჯვებაა"- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების მიერ გაცემული დიპლომები ევროპულ ოჯახში სრულად აღიარებული იქნება.

პრემიერ-მინისტრმა EQAR-ში შესვლას, ENQA-ში გაწევრიანებასთან ერთად, ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი უწოდა და ეს მნიშვნელოვანი მიღწევა ყველას მიულოცა.

მამუკა ბახტაძემ ხაზი გაუსვა ეროვნული იდეის - განათლების მნიშვნელობას და მასშტაბურ რეფორმასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების მხარდაჭერისთვის პარლამენტის წევრებს მადლობა გადაუხადა.

„რამდენიმე კვირის წინ, საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ჩვენი ეროვნული იდეა. შემდეგი წლების განმავლობაში განათლების ბიუჯეტი ყოველწლიურად ნახევარ-ნახევარი მილიარდით გაიზრდება და 2022 წელს ჩვენი ბიუჯეტის მეოთხედს მიაღწევს. კანონის მიხედვით, ეს იქნება ყველა შემდგომი მთავრობის ვალდებულება მომდევნო ათწლეულების განმავლობაში, რომ ბიუჯეტიდან ყველაზე დიდი ინვესტიცია მიმართოს საქართველოს უდიდეს კაპიტალში - ადამიანურ კაპიტალში. დარწმუნებული ვარ, სწორედ ჩვენი ეროვნული იდეა, განათლება დაგვეხმარება და იქნება ერთადერთი გარანტი იმისა, რომ ერთობლივი ძალებით და სრული კონსოლიდაციით დავძლიოთ ყველა ის მტკივნეული გამოწვევა, რომელიც დღეს საქართველოს წინაშეა, ეს იქნება ოკუპაცია თუ სხვადასხვა სახის ეკონომიკური პრობლემები. საქართველო 21-ე საუკუნეში აუცილებლად იქნება ერთიანი, ძლიერი ქვეყანა და ამის გარანტი იქნება სწორედ ჩვენი ეროვნული იდეა - განათლება“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერმა ასევე ისაუბრა EURAXESS-ში გაწევრიანების მნიშვნელობაზე მეცნიერებისა და ინოვაციების განვითარების ხელშეწყობაში და განაცხადა, რომ ის ქართველ მეცნიერებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, ჩართული იყონ იმ ისტორიული მნიშვნელობის პროექტებში, რომელიც ევროპულ ოჯახში ხორციელდება.

ევროპული ოჯახის სამ უმნიშვნელოვანეს პლატფორმაში - EQAR-ში, ENQA-სა და EURAXESS-ში საქართველოს გაწევრიანების პროცესში გაწეული ძალისხმევისთვის განათლების მინისტრს, სამინისტროს ყველა თანამშრომელს და ევროპელ პარტნიორებს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა.

EQAR-ში გაწევრიანების შედეგად, საქართველოში მოქმედი უნივერსიტეტების შესახებ ინფორმაცია მოხვდება ევროპულ რეესტრში, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მათ ცნობადობას, მათდამი ნდობას და არსებითად შეუწყობს ხელს მათ მიერ გაცემული დიპლომების და კვალიფიკაციების აღიარებას ევროპაში.

ებრაული კულტურული მემკვიდრეობის ნაკვალევზე ჯიპტური მოეწყო

25 სექტემბერი, 2020 , 13:00

საქართველოში მოქმედმა ისრაელის ექსტრემალურმა ტურისტულმა კომპანიამ AclassA Travelers-მა, პანდემიის პირობებში ყველა წესის გათვალისწინებით, ონსა და ლაილაშში ისრაელელებისთვის ჯიპტური მოაწყო. ტურში 25 ისრაელელი მონაწილეობდა დ

კორონავირუსით გარდაცვლილი 27-ე პაციენტი 54 წლის მამაკაცია

25 სექტემბერი, 2020 , 12:30

კორონავირუსით გარდაცვლილი 27-ე პაციენტი 54 წლის მამაკაცია, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 20 ივლისს შეიყვანეს. მას მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა. ამასთან, კორონავირუსის ახალი 265 შემთხვევიდან 168 აჭარაში

მოსამართლის გარეშე დარჩენილი სასამართლოები - 109 ადგილი ვაკანტურია, მოქალაქეები კი გადაწყვეტილებებს წლების განმავლობაში ელოდებიან

25 სექტემბერი, 2020 , 12:30

იუსტიციიის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი განცხადებას ავრცელებს. „მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფისა და ხელისუფლების პოლიტიკამ სასამართლოს სისტემის კოლაფსი გამოიწვია, რაც სასამართლოში არსებული უ

„ვისოლი“ Smart Pay ფორმატის ავტოგასამართი სადგურების ქსელს ავითარებს

25 სექტემბერი, 2020 , 12:05

„ვისოლმა“ რუსთავში, შარტავას ქ. #4-ში Smart Pay ფორმატის ავტოგასამართ სადგურ “სმარტის” სუპერმარკეტთან ერთად გახსნა და ქალაქში მომხმარებელს მგზავრობის და საწვავის ღირებულების გადახდის ახალ ფორმა შე

კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან 165 აჭარაში, 43 კი თბილისში გამოვლინდა

25 სექტემბერი, 2020 , 11:45

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან ყველაზე მეტი - 165 აჭარაში გამოვლინდა. როგორც ენდელაძემ ჟურნალისტებს გ

საქართველოში კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 54 პაციენტი

25 სექტემბერი, 2020 , 11:35

საქართველოში კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. აღნიშნული მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 4 664 შემთხვევაა დად

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

მიძინება ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა მარიამისა. მარიამობა.