უკან
მსოფლიო
31 ოქტომბერი, 2020 10:20
საქართველო ამ რთულ პერიოდში საბერძნეთის გვერდით დგას - სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საბერძნეთში მომხდარ მიწისძვრას ეხმაურება.
როგორც საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" წერს, რთულ პერიოდში საქართველო საბერძნეთის გვერდით დგას.
"ეგეოსის მიწისძვრა საშინელი ტრაგედიაა. დაიღუპნენ ადამიანები და განადგურდა ინფრასტრუქტურა. საქართველო ამ რთულ პერიოდში საბერძნეთის გვერდით დგას.
ღრმა მწუხარებას ვუცხადებ საბერძნეთის პრეზიდენტს და ადამიანებს, რომელთაც ახლობლები დაკარგეს",- წერს სალომე ზურაბიშვილი.