უკან

კონფლიქტის ზონა

25 იანვარი, 2017 18:45
font-size

საქართველო არასოდეს ყოფილა ისე ახლოს ევროპასთან, როგორც დღეს - იანომ ჰერმანი

ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში ევროკავშირის პროექტის ”ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების მხარდაჭერა” ფარგლებში ევროკავშირი-საქართველოს საინფორმაციო კამპანია დაიწყო. მისი მიზანი ევროკავშირთან დაახლოების, მასთან თანამშრომლობის, გაფორმებული სავაჭრო ხელშეკრულების, ვიზალიბერალიზაციის შესახებ ფართო საზოგადოების ინფორმირებაა. იგეგმება რეგიონებში გასვლაც.

გახსნას დაესწრო საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მინისტრთა კაბინეტთან ერთად. პრეზენტაციაზე გამოვიდა საქართველოში ევროკავშირის ელჩი იანომ ჰერმანი, რომლის თქმით, „საქართველო არასოდეს ყოფილა ისე ახლოს ევროპასთან, როგორც დღეს“.

ღონისძიებას სახელმწიფო სტრუქტურების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის ფარგლებში განხორციელებული ყველა რეფორმა მოსახლეობის კეთილდღეობას ემსახურება. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყნის ევროატლანტიკური კურსი მხოლოდ საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგით არ შემოიფარგლება.

„ეს ვექტორი განაპირობებს ჩვენი შიდა რეფორმების დღის წესრიგს, მის სტრუქტურას, მიმართულებას. ეს სტრატეგია ემსახურება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას და იმ ფასეულობების რეალიზაციას ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, რომლითაც ჩვენი ერი ისტორიულად გამოირჩეოდა“, – აღნიშნა პრემიერმა.

პრეზენტაციის ფარგლებში გამოცხადდა ხელოვნების კონკურსი „გა-მოხატე ევროპა“. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა მსურველს, ვინც ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ვებგვერდზე 25 იანვრიდან 25 თებერვლამდე გააგზავნის მის მიერ შექმნილ პოსტებს, ფოტოს, ან ნახატს თემაზე ”ჩემი თვალით დანახული ევროპა”.

პროექტი ”ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების მხარდაჭერა” მაისის ბოლომდე გასტანს. მისი საერთო რირებულებაა 150 000 ევრო.

ანა მებურიშვილი

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სხვილოს ციხესთან რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს

11 ივლისი, 2020 , 16:45

საოკუპაციო ხაზთან, კასპის მუნიციპალიტეტში მდებარე სხვილოს ციხესთან რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე, ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს. იგი სოფელ სამთავისის მცხოვრებია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მომხდარ

საქართველოს მთავარ გამოწვევად, კვლავ რუსული ოკუპაცია რჩება - სუს-ის უფროსის მოადგილე

10 ივლისი, 2020 , 13:20

ქვეყნის მთავარ გამოწვევად ოკუპირებული ტერიტორიების მზარდი მილიტარიზაცია, ქართული მოსახლეობის ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია, თავისუფლად გადაადგილების ფუნდამენტური უფლების შეზღუდვა და ოკუპირებული ტერიტორიების მიზანმიმართულ

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტები უგამოცდოდ ჩაირიცხებიან და მათ სწავლას სახელმწიფო დააფინანსებს

6 ივლისი, 2020 , 12:48

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტები მათ მიერვე შერჩეულ უმაღლეს სასწავლებლებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან და სახელმწიფო მათი სწავლის საფასურს სახელმწი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეს შეხვდა

3 ივლისი, 2020 , 14:20

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს და ჟენევის საერთაშირისო დისკუსიების თანათავმჯდომარეს

საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია ჩვენს პარტნიორთა დღის წესრიგში კვლავ მთავარ ადგილს იკავებს - დავით ზალკალიანი

25 ივნისი, 2020 , 17:45

საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია ჩვენს პარტნიორთა დღის წესრიგში კვლავ მთავარ ადგილს იკავებს, - ასე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი პოლონეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ გამართ

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია მიიღო

22 ივნისი, 2020 , 20:39

ქ. ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ, 43-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღო. რეზოლუციაში, ადამიანის უფლებათა საბჭო კიდევ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე