უკან

კომენტარი

2 აგვისტო, 2017 17:10
font-size

საქართველო არც ერთ პროვოკაციას არ აჰყვება და ისეთ ქვეყანად დარჩება, სადაც მშვიდობა და განვითარება გარანტირებულია - არჩილ თალაკვაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის აფხაზეთში ვიზიტთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ აფხაზეთის მოსახლეობაში სულ უფრო მეტი კითხვა ჩნდება, როდის ექნება აფხაზეთის მოსახლეობას მშვიდობა და კეთილდღეობა, ამასთან, როდის მიეცემა აფხაზეთს ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობები.

„ჩვენი აფხაზი მეგობრებისგან ვიცი, რომ აფხაზეთის მოსახლეობაში სულ უფრო მეტი კითხვა ჩნდება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორია აფხაზეთის მომავალი, როდის მიეცემა აფხაზეთს ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობები, როდის განხორციელდება ისეთი სოციალური პროგრამები, როგორიც აქვს საქართველოს და როდის ექნება აფხაზეთის მოსახლეობას მშვიდობა და კეთილდღეობა. ამ კითხვებზე პრეზიდენტ პუტინის ადმინისტრაციას პასუხები არ აქვს, ერთადერთი პასუხი ოკუპაცია და იარაღის ჟღარუნია“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, საქართველო არც ერთ პროვოკაციას არ აჰყვება და ისეთ ქვეყანად დარჩება, სადაც მშვიდობა და განვითარება გარანტირებულია.

„რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელთა გახშირებული ვიზიტები ამ კითხვებზე პასუხების უქონლობას უკავშირდება. ჩვენი ხელისუფლება პრაგმატულ, საგარეო პოლიტიკას ახორციელებს და ამასთან დაკავშირებით მაიკ პენსის შეფასებები ნახეთ, რომ ჩვენი პასუხი ნებისმიერ საოკუპაციო და მილიტარისტულ რიტორიკაზე - დემოკრატიული, ეკონომიკური განვითარება, რეფორმები და რეგიონში ერთ-ერთი სწრაფად განვითარებადი რეფორმატორი სახელმწიფოს პოზიციის კიდევ უფრო განმტკიცებაა.

საქართველოს ინტერესების ხარჯზე ვერანაირი დათმობები ვერ მოხდება, თუმცა არც ერთ პროვოკაციას არ ავყვებით და ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას ვუზრუნველყოფთ და საქართველო ისეთ ქვეყანად დარჩება, სადაც მშვიდობა და განვითარება გარანტირებულია“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

გიორგი გახარია რომან გოცირიძეს - წარსულში ცხოვრობთ და დარჩებით იქ

29 მაისი, 2020 , 16:26

წარსულში ცხოვრობთ და დარჩებით იქ, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საპარლამენტო უმცირესობის წევრის, რომან გოცირიძის კითხვას, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მიერ თანამდებო

ნუ გეშინიათ, მე არ მივდივარ საკონსტიტუციო სასამართლოში - თეა წულუკიანი

27 მაისი, 2020 , 10:55

ნუ გეშინიათ, მე არ მივდივარ საკონსტიტუციო სასამართლოში. შეგიძლიათ იყოთ მშვიდად, ამაზე საუბარიც არ ყოფილა, - ასე პასუხობს საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ მის შესაძლო გამწ

ქვეყანა სესხულობს, პროცენტი ჩართულია და ფული გაჩერებული, ეს ჩვენი მთავრობის უთავბოლობის, არაპროფესიონალიზმის ბრალია - დავით ჭიჭინაძე

26 მაისი, 2020 , 17:53

ქვეყნის ინფრასტრუქტურა, რეგიონალური განვითარება, რეგიონებს შორის კოორდინაცია - ეს არ არის მარტივი საქმე და მინისტრი, რომელიც ამ თანამდებობას იკავებს, დარგის პოლიტიკას უნდა განსაზღვრავდეს და არა ადამიანი, რომელსაც კანცელა

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ სახელმწიფომ მოკლა „ციხის ბუნტის“ დროს პატიმრები - ანრი ოხანაშვილი

25 მაისი, 2020 , 15:17

საინტერესოა, რას ეტყვიან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები „ციხის ბუნტის“ საქმეზე იმ ადამიანებს და მათ ოჯახებს, რომელთა საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა მე-2 მუხლის, კერძოდ, სიცოხლის

მთელი მსოფლიოს აზრი ცნობილია ანაკლიაზე და „ქართული ოცნების’’ მავნებლურ, ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკაზე - გრიგოლ გეგელია

22 მაისი, 2020 , 17:45

„ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, სავალალოა, რომ საქართველოს ხელისუფლებაზე უკეთ სხვა სახელმწიფოებს ესმით ის თუ, რა არის საუკეთესო ჩვენი ქვეყნისთვის. გეგელიას განცხადებით, ევროპარ

ნატო ჩხეიძე: კაცს რომ დამპყრობელი არგონავტები ჩვენი სამშობლოს სიმბოლო ჰგონია, რა გასაკვირია, პარლამენტის რიგიანი მუმაობა მასკარადი ეგონოს

22 მაისი, 2020 , 14:17

დამოუკიდებელი დეპუტატი ნატო ჩხეიძე პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებას: „ჩვენ გუშინ აღმოვაჩინეთ, რომ გაგვეხსნა ახალი ფრონტი, პოლიტიკური მასკარადის სახით“, სოციალურ ქსელში ეხმაურება.  „სერიი