უკან

პოლიტიკა

17 თებერვალი, 2018 17:15
font-size

საქართველო ასოცირებული ქვეყნების ევროკავშირთან თანამშრომლობის სამმხრივ ფორმატში გამოყენებითაა დაინტერესებული

საქართველო და მოლდოვა დაინტერესებულნი არიან ასოცირებულმა ქვეყნებმა ევროკავშირთან თანამშრომლობის შესაძლებლობები სამმხრივ ფორმატშიც გამოიყენონ. ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა მიხეილ ჯანელიძემ და მოლდოვის საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის მინისტრმა ტუდორ ულიანოვიჩმა მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართული შეხვედრისას ისაუბრეს.

მინისტრებმა ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის შესაძლებლობების ეფექტური გამოყენება არა მხოლოდ ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყნების ორმხრივი ურთიერთობების ფორმატში, არამედ სამმხრივ ფორმატშიც განიხილიეს, რაც ამ ქვეყნებს საშუალებას მისცემს DCFTA-ის ეფექტური გამოყენებით ევროკავშირის ბაზაზე მოახდინონ ერთობლივი საწარმოების და ერთობლივი პროდუქტების რეალიზაცია.

საქართველოსა და მოლდოვის საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მტკიცე ორმხრივი მხარდაჭერა, როგორც ევროპული ინტეგრაციის, ასევე ორივე ქვეყნის წინაშე არსებული საერთო გამოწვევების დაძლევის გზაზე.

შეხვედრაზე განსაკუთრებით გაესვა ხაზი საქართველოსა და მოლდოვას პროგრესს საერთო მიზნის - ევროპული ინტეგრაციის გზაზე და გამოიხატა მზაობა ამ მიმართულებით შემდგომი კოორდინირებული თანამშრომლობისთვის, როგორც რეფორმების იმპლემენტაციის, ასევე ევროპულ ნორმებთან და სტანდარტებთან მეტი დაახლოების მიზნით.

საუბარი ასევე შეეხო მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობას. საქართველოს საგარეო უწყების ხელმღვანელმა კოლეგას სუამ-ში მოლდოვის თავმჯდომარეობა მიულოცა და მზადყოფნა გამოთქვა ორგანიზაციის შემდგომი განვითარებისათვის მოლდოვას ინიციატივებსა და ხედვებს მხარი დაუჭიროს.

მინისტრებმა მიმოიხილეს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოსა და მოლდოვას ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხელყოფის საკითხი და მიმდინარე აგრესია. მათ გამოხატეს ურთიერთმხარდაჭერა საერთაშორისო ფორმატებში რუსეთის აგრესიაზე სათანადო რეაგირებისთვის.

ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, კეზერაშვილს საწყალ დევნილად როცა გიცხადებენ, ევროპარლამენტარის განცხადებას ფასი ვერ ექნება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 18:13

წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში

ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:47

ვიცით, რომ ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვ

ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი, რომლის კულმინაცია იყო „იმედში“ სპეცრაზმით შეჭრა - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:41

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი და მათი ეს დამოკიდებულება გრძელდება. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციი

კონტრაქცია ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამია - სოფო ჯაფარიძე

23 აპრილი, 2024 , 17:34

კონტრაქცია ნიშნავს იმას, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამი - ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დაუპირისპირონ ამ გულწრფელ და გულანთებულ ქართველებს ის ადამიანები, რომლებიც ძალით მოჰყავთ აქციაზე

კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი, ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:26

კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი. ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირ

ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:21

ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი